Website home / სანამ ცრემლი არ შეშრება

სანამ ცრემლი არ შეშრება

21-12-2025, 18:15

ვონგ კარ-ვაის სარეჟისორო დებიუტი. ფილმი, ყველა სხვა - უფრო გვიანდელი ნამუშევარი რომ განსაზღვრა. და არა მხოლოდ ქრონოლოგიით, კონცეპტუალურადაც.  ამბავზე, რომელიც მაყურებელთაგან ერთ-ერთის მოყოლილს უფრო ჰგავს, ვიდრე შემდეგში ასე სახასიათო ვიზუალური მგრძნობელობის მქონე ავტორისას. უფრო ზუსტად კი, მას - ვინც კინოდარბაზიდან კამერის მიღმა გადაინაცვლა. ძალადობითა და თავზეხელაღებული ცხოვრების წესით გაჯერებული ჰონგ-კონგური ქუჩების რუტინა ადამიანის ცრემლების მუდმივობასთან რომ დაეკავშირებინა.

Return to the website