Website home / იაკშა- დაუნდობელი ოპერაციები

იაკშა- დაუნდობელი ოპერაციები

2-01-2025, 11:09

ტრილერი ეროვნული სადაზვერვო სამსახურის საგარეო ფილიალის ცივსისხლიანი დირექტორის კან-ინის შესახებ, რომელიც ჯაშუშებით სავსე ქალაქ შენიანში ფარული და უკიდურესად სახიფათო მისიების შესასრულებლად საუკეთესო აგენტებით დაკომპლექტებულ “შავ გუნდს” ხელმძღვანელობს. კან-ინი ცნობილია იმით, რომ დაუნდობლად ახორციელებს ნებისმიერ ოპერაციას, რის გამოც მას ადამიანების შთანთქმელი სულის სახელი “იაკშა” შეარქვეს. ერთ დღეს სეულის ცენტრალური ოლქიდან მისი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე, პროკურორი ჯინ-ჰუნი ჩადის ქალაქში, რათა შავი გუნდის საქმე გომოიძიოს, რომლის დროსაც გაიგებს, რომ მათი ნამდვილი მისია ეხება საქმეს, რომელსაც შეუძლია მთელი კონტინენტი შეარყიოს. 

Return to the website