Article archive

--- gacpacho

ყველაზე დიდი ბოროტება

დაბალი რანგის პოლიციელი პაკ ჯუნ მო ნარკოტიკებით ვაჭრობის გამოსაძიებლად ფარულად აღწევს კრიმინალურ ორგანიზაციაში. მისი მეუღლე იუ ვი ჯონი ასევე პოლიციელი ჩართულია ნარკოტიკების გამოძების საქმეში, რომელზეც მისი ქმარი ფარულად მუშაობს. ამ სასტიკ ბრძოლაში მათთან  იკვეთება კრიმინალური ორგანიზაციის ბოსი ჯონ გი ჩოლი, რომელაც ყველაფერი გააკეთა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.

597 0 00 Share Report Read
--- gacpacho

წასაკითხი ისტორია, როცა პირველად შეგიყვარდება

ჯუნკო ჰარუმი ოდესღაც მოდელი სტუდენტი იყო, საშუალო სკოლაში. მან ვერ შეძლო ტოკიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოხვედრა და მას შემდეგ მისი ცხოვრება არ იყო მშვიდი. მისთვის რთულია სამსახურის პოვნა და მამაკაცებთან ურთიერთობის დაწყება. ახლა, 31 წლის ასაკში, კერძო ინსტიტუტში მასწავლებლად მუშაობს. მის წინ სამი განსხვავებული ტიპის მამაკაცი ჩნდება. მასაში იაკუმო ინტელექტუალური და ჯუნკოს ბიძაშვილია, კიოჰეი იური მეამბოხე საშუალო სკოლის მოსწავლეა, კაზუმა იამაშიტა კიოჰეის საშუალო სკოლის მასწავლებელი.

450 0 00 Share Report Read
--- gacpacho

KQ Fellaz მზადება ამერიკაში

"KQ Fellaz მზადება ამერიკაში" არის რეალითი შოუ, რომელიც შეიცავს ლოს ანჯელესში, აშშ-ში ჩატარებული ერთთვიანი ტრენინგის ვიდეოებს KQ Fellaz-ის დებიუტისთვის. ჯგუფი დადებიუტდა "Ateez"-ეითიზის სახელით და სწორედ ამ სახელით დაიწყო კარიერული წინსვლა.

574 0 00 Share Report Read
--- gacpacho

შეხების მიღმა

წყნარი სოფლის პოლიციის  მკვლელობების განყოფილებაში დაბრუნებით შეპყრობილი, პოლიციელი თანამშრომლობს უჩვეულო ვეტერინართან, რათა გაარკვიოს მეტი დანაშაული - და წააწყდება სასტიკ დანაშაულს. ვეტერინარი ბონ იე ბუნი არის ნამდვილი საჩუქარი პატარა სოფლისთვის, რომელიც გარშემორტყმულია ფერმებით. ფსიქომეტრიული უნარით დაჯილდოებული გოგონა იყურება ადამიანებისა და ცხოველების წარსულში და ადვილად ადგენს დაავადების მიზეზებს, ყოველთვის სწორ მკურნალობას უნიშნავს. ის ხვდება გამომძიებელ მუნ ჯან იოლს, რომელიც ჩნდება ადგილობრივ განყოფილებაში - მკაცრი პოლიციელი გადაიყვანეს სეულიდან, სადაც ის იძიებდა სერიოზულ დანაშაულებს. წყნარ მუჯინში, სადაც არაფერი ხდება, დეტექტივი სევდიანად გრძნობს თავს. უკან დაბრუნების მსურველი, ის იყენებს იე ბუნის ზებუნებრივ შესაძლებლობებს მცირე საკითხების სწრაფად გამოსავლენად. მოულოდნელად პარტნიორები ერთვებიან სერიული მკვლელობების გამოძიებაში. მანამდე გულუბრყვილო, გულკეთილი კიმ სონ უ მოდის მუჯინში და ნახევარ განაკვეთზე მუშაობს მაღაზიაში. მაგრამ ვეტერინარს არ შეუძლია მისი აზრების წაკითხვა.

430 0 00 Share Report Read
--- gacpacho

დარჩი ჩემთან

სუ იუ, საშუალო სკოლის მოსწავლეა, რომელიც მამასთან ერთად, უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს. იგი მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დგება, როდესაც დედამისი ხელახლა დაქორწინდება მდიდარ კაცზე და აცნობს მას თავის ქმრის შვილს, ვუ ბის. ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. ვუ ბი არის ცივი და ამპარტავანი, საუკეთესო სტუდენტი, ხოლო სუ იუ სულელი, წარუმატებლობელი მოსწავლეა. მათი ურთიერთობა უბედური შემთხვევის შემდეგ მოულოდნელად იცვლება. როდესაც ისინი გვერდში უდგანან ერთმანეთს, მათი კავშირი ძლიერდება. თუმცა, როდესაც პრობლემები იჩენს თავს, მათი ნამდვილი ვინაობა ირკვევა...

550 0 00 Share Report Read
--- gacpacho

რატომ შენ?

ჯო ნ ი ვონი სამხრეთ კორეის წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტია. ის სამსახიობო ფაკულტეტზეა და სურს, მომავალში ვარსკვლავი გახდეს. მისი მტერი არის კიმ ჯი ო, სტუდენტი იმავე სასწავლებელში, რომელიც რეჟისორის სპეციალობითაა. ისინი გამუდმებით კამათობენ და ვერაფრით თანხმდებიან. თუმცა, მათი სპეციალობის გამო ხშირად უწევთ ერთად მუშაობა. ი ვონი მალევე ხვდება, რომ იწყებს თავისი მტრის მიმართ ფიქრს....

408 0 00 Share Report Read
--- gacpacho

მარადიული სიყვარული

ლინ სინ თონი არის ლინის ოჯახის მდიდარი ახალგაზრდა მემკვიდრე, ის ცხოვრობს უდარდელად და ჰგონია, რომ იდიალური ცხოვრება აქვს სანამ მის ოჯახს უბედურება არ დაატყდება თავს. სინ თონი ხდება ახლობელი ადამიანების მსხვერპლი. ცინ მო არის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, რომელმაც წარმატებას მიაღწია ყველაფერში, იგი სიმპატიურია და ჭკვიანია. თუმცა მისი ოჯახის გაკოტრების შემდეგ ის გადაწყვეტს შურისძიებას და გახდება ლინ სი თონის მცველი. როგორ განვითარდება სიტუაცია, შეძლებს კი ცინ მო შურისძიებას?

473 0 00 Share Report Read