დეტექტივი ცხვრები
მწყემსი ჯორჯ ჰარდი ყოველ საღამოს თავის ცხვრებს დეტექტიურ ისტორიებს უკითხავს. ერთ დღეს კი მას მკვდარს პოულობენ. ცხვრები ხვდებიან, რომ ეს უბრალო შემთხვევა არ არის და გადაწყვეტენ, თავად გამოიძიონ მკვლელობის საიდუმლო.
როცა ჯეიმსი მისი დაკარგული სიყვარულისგან საიდუმლოებით მოცულ წერილს იღებს, ის საილენთ ჰილისკენ მიემართება - ერთ დროს მისთვის ნაცნობი ქალაქისკენ, რომელიც წყვდიადმა მოიცვა. სატრფოს ძიებაში ჯეიმსი მისტიკური არსებების წინაშე აღმოჩნდება და შემაძრწუნებელ სიმართლეს გაიგებს, რაც მას გაგიჟების ზღვარზე მიიყვანს...
თაფლობის თვე – ყველაზე ბედნიერი ხანაა ახალდაქორწინებულებისთვის. წინ მხოლოდ ბედნიერება და სიხარული ელით! მათი საქორწინო მოგზაურობა ჰავაის კუნძულებზე ზღაპარს ჰგავს. თუმცა, ყველაფერს უსიამოვნო და საშიში ამბები გააფუჭებს – კუნძულზე სადაც ისინი ჩავიდნენ სერიული მკვლელები დადიან. ახალდაქორწინებულები გაიგებენ ამ შესახებ თუმცა მაინც გადაწყვეტენ მოგზაურობის გაგრძელებას. სიტუაცია ძალიან მალე რადიკალურად იცვლება...
ბენჟამინ სიგელი მეტსახელად "Bugsy" - ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული განგსტერი, კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი თავის მეგობრებთან ერთად. თავის თავში დარწმუნებული, გაწონასწორებული მექალთანე, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. მაგრამ იგი სხვა კანონისდამრღვევებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ არ აინტერესებდა ფული ან უსაზღვრო ძალაუფლება, მას უნდოდა მომავლის ქალაქი აეშენებინა, სწორედ ამ მიზნით შეისყიდა ნევადაში არსებული უდაბნო, და ოცნების სასტუმროსა და კაზინოს აშენება განიძრახა..
ახალგაზრდა მეზობლების, დევიდის და რობერტის საღამო კოშმარად გადაიქცევა, როდესაც ისინი შემთხვევით დაეჯახებიან ველოსიპედით მოსეირნე ქალს და შემთხვევის ადგილიდან გაიქცევიან. მაშინ როცა დევიდი სულ უფრო მეტად განიცდის დანაშაულის გრძნობას, რობერტი საერთოდ არ იჩენს სინანულს და ხდება დომინანტი. როცა დევიდი მსხვერპლის დას, ვანესას ხვდება, ის დაუფიქრებელ ვნებას და გამოსყიდვის ფარულ გრძნობას ემორჩილება, სანამ მიხვდება, რომ რობერტი წარმოუდგენელ რამეს გააკეთებს მათი საიდუმლოს დასაცავად. kargi mezobeli qartulad 2022
ბრიტანელი მწერლის ტომ ჰოლტის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული ფენტეზი, ლონდონში მდებარე იდუმალი ფირმის J.W. Wells & Co. სტაჟიორების, პოლ კარპენტერისა და სოფი პეტინგელის შესახებ, რომლებიც რაც უფრო დიდხანს მუშაობენ, მით უფრო ნათლად ხვდებიან, რომ მათი კოლეგები უჩვეულო ადამიანები არიან. მალე გმირები გაიგებენ, რომ კომპანიის ლიდერები არიან ნამდვილი ქარიზმატული ბოროტმოქმედები, რომლებიც გეგმავდნენ ჯადოსნური სამყაროს განადგურებას თანამედროვე კორპორატიული სტრატეგიების ძველ მაგიურ პრაქტიკაში დანერგვით. portatuli kari qartulad 2023