Article archive

--- gacpacho

თუნდაც ეს სიყვარული ამაღამ ამ სამყაროდან გაქრეს

მოძალადე თანაკლასელებისგან მეგობრის დასაცავად,  ტორუ  კამია  თანაკლასელ  გოგონას  ჰინო მაორის გამოუტყდება გრძნობებში, რომელიც სინამდვილეში არ გააჩნია.  გოგონა რამდენიმე პირობით  დათანხმდება.  ერთ-ერთი პირობა ისაა, რომ ერთმანეთი არ უნდა შეუყვარდეთ.  მაგრამ თანდათან, როცა უფრო ახლოს იცნობენ ერთმანეთს, ერთმანეთს უახლოვდებიან. შეძლებენ კი ისინი პირობის დაცვას? ჰინო მაორის  უბედური შემთხვევის შემდეგ  ანტეროგრადული ამნეზია დაემართება. მას ყველაფერი ავიწყდება, როგორც კი ძილს მიეცემა. ამის გაგების შემდეგ ტორუ კამია გადაწყვეტს ჰინოს ცხოვრება რაც შეიძლება მეტი ბედნიერი დღეებით შეავსოს.  მღელვარე კულმინაცია და მსუბუქი სინაზე კიდევ ერთხელ სამყაროს თბილ ცრემლებად მოიცავს.

565 0 00 Share Report Read
--- gacpacho

მთვარის შუქზე ანათებ

ტაკუია ოკადა საშუალო სკოლის მოსწავლეა. ის საავადმყოფოში სტუმრობს თავის თანაკლასელს მამიზუ ვატარასეს. მამიზუ ვატარასე იტანჯება იდუმალი დაავადებით, ესაა "ლუმინესცენციის დაავადება". ადამიანები, რომლებსაც აქვთ ეს დაავადება, მთვარის შუქზე სინათლეს ასხივებენ, ეს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება მათი სიკვდილის მოახლოებისას. მამიზუს საავადმყოფოდან არ უშვებენ, ოკადა კი სთავაზობს დახმარებას მისი სურვილების შესრულებაში, სანამ სიკვდილის დრო მოვა....

466 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ესტაფეტის გადაცემა

მორიმია იუკო საშუალო სკოლის მოსწავლეა, ორი დედა და სამი მამა ჰყავს. სამჯერ მოუწია გვარის შეცვლა. მორიმია იუკოს მესამე მამინაცვალია. დედამისი რიკა თავისუფლებისმოყვარე ქალია და ხშირად ქორწინდება. ერთ დღეს ის უბრალოდ გაქრა იუკოს ცხოვრებიდან. ამრიგად, გოგონა ესტაფეტის მსგავსად ერთი ოჯახიდან მეორეში გადადის, მაგრამ თითოეულ ოჯახს თავისებურად უყვარს.

606 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ექიმი ჩონი და დაკარგული თილისმა: თოვლის სცენის საიდუმლო

მიუხედავად იმისა, რომ ექიმ ჩონსა და მის თანაშემწეს ინ ბეს არ სჯერათ ზებუნებრივი არსებების, საარსებო წყაროს ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობით და უდანაშაულო მორწმუნეებზე ყალბი ეგზორციზმის აღსრულებით იღებენ. როგორც პროფესიონალი თაღლითი, ჩონი შოკირებულია, როდესაც სამუშაოს სოფელში მიიღებს და პირისპირ ხვდება პატარა გოგონას, რომელიც მართლაც შეპყრობილია. შეძლებს თუ არა პროფესიონალი თაღლითი თავისი შამანური მემკვიდრეობის გამოყენებას და ექნება თუ არა ამ საიდუმლოს ამოსახსნელად საჭირო უნარები?

536 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ის გოგო მკვდარია

რეალტორ ჯონგ თეს ჰობი, უცხო ადამიანების ცხოვრების თვალთვალია,ერთ დღეს მის ყურადღებას, ინსტაგრამის ვარსკვლავი, სო რა იპყრობს, რომელსაც სახლის გასაღები მის სააგენტოში დარჩება, ჯონგ თე სო რას სახლში შეიპარება და მის გვამს აღმოაჩენს

520 0 00 Share Report Read
--- gacpacho

მდუმარე სიყვარული

აოი ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც არც ოცნება აქვს და არც იმედი ცხოვრებაში. უბედური შემთხვევის შედეგად მან შეწყვიტა საუბარი. ერთ დღეს ის შემთხვევით ხვდება მიკას. მიკა მუსიკალური კოლეჯის სტუდენტია და სურს გახდეს პიანისტი. ავარიის გამო მან მხედველობა დაკარგა. აოი იზიდავს მას და ცდილობს დაიცვას იგი ნებისმიერი საშიში სიტუაციისგან. თავის გრძნობებს გოგონას საჩვენებელი თითის მსუბუქი შეხებით ან პატარა ზარის ხმით გადასცემს. აოისთან ერთად, მიკა იმედით ივსება, მაგრამ მათ შორის რაღაც ხდება....

446 0 00 Share Report Read
--- gacpacho

საოცრებათა ქვეყანა

Wonderland-ის იმიტირებულ სამყაროში ინდივიდებს შეუძლიათ ხელახლა დაუკავშირდნენ საყვარელ ადამიანებს, ვისთანაც რეალურ სამყაროში ურთიერთობა აღარ შეუძლიათ. ჯონგ ინი და თე ჯუ, ახალგაზრდა წყვილი, აღმოაჩენენ, რომ მათი ცხოვრება კრიზისს განიცდის, რადგან თე ჯუ კომაში ვარდება. სასოწარკვეთილი ჯონგ ინი გადაწყვეტს მიმართოს საოცრებათა ქვეყანას, სადაც მას შეუძლია შეხვდეს თე ჯუს და აღადგინოს მათი კავშირი.

470 0 00 Share Report Read
--- gacpacho

შესაძლო სიყვარული

რა უნდა გააკეთო, თუ არჩევანი გაქვს კინომსახიობის კარიერასა და საყვარელ ადამიანს შორის? ს სასიყვარულო სამკუთხედის ისტორია, სადაც არ არის განსხვავება რეალობასა და ფილმს შორის...

1 055 0 00 Share Report Read
--- gacpacho

არც ზარი არც ცხოვრება

საშუალო სკოლის მესამე კურსის მოსწავლე საკურა იუმი,მობილურზე იღებს უცნაურ შეტყობინებებს,რომელიც შემდეგ ტელეფონზე დატოვებული წარსულის შეტყობინებები აღმოჩნდება. ამავე დროს საკურა იუმი სკოლაში ხვდება ყველაზე პრობლემურ ბიჭს ჰარუკავა მაჰიროს,რომელსაც მძიმე ბავშვობა ჰქონდა. როცა მუდმივი წარსულის შეტყობინებებიდან ჭეშმარიტება ვლინდება იუმის შოკისმომგვრელი წარსული ჩნდება, რომელიც კარგად მივიწყებული ქონდა. იუმი და მაჰირო , ორი დაჭრილი სული ერთმანეთის შევსებას ცდილობს, მაგრამ დააცდის კი სამყარო მათ მოუშუშონ ერთამენთს ჭრილობები?

473 0 00 Share Report Read