გველის შურისძიება
სერიალი გადაღებულია 1959 წელს დაწერილი ფაქირ ბაიქურთის იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით. აქ ნაკლებად შეხვდებით აგურით აშენებულ სახლებს
სერიალი გადაღებულია 1959 წელს დაწერილი ფაქირ ბაიქურთის იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით. აქ ნაკლებად შეხვდებით აგურით აშენებულ სახლებს
ნებისმიერ გოგონას ერთხელ მაინც უოცნებია ლამაზ პრინცზე და დიდებულ სასახლეში ცხოვრებაზე. მაგრამ, როგორც შორიდან ჩანს, არც ისე მიმზიდველია ნამდვილი პრინცესების ბედი. სერიალის გმირი პრინცესა ერთხელაც კი არ გასცილებია სასახლის კედლებს და იქ თავს როგორც ჩიტი ოქროს გალიაში, ისე გრძნობს. მცველების გარემოცვაში მყოფს არასოდეს უნახავს ქალაქის სიცოცხლით სავსე ხმაურიანი და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება. ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის ერთერთ საშუალებსდ მას...
მათ ცუდი მოგონებები აკავშირებთ ერთმანეთთან. მიუხედავად ამისა, მაინც ერთად არიან და ცდილობენ ცხოვრება ბედნიერად აიწყონ. დები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ
ახლგაზრდა ალის ორი რამ ტანჯავს: პირველი - ძალიან უყვარს ქეილანი, მაგრამ გოგონას ის არ მოსწონს. მეორე - დაეძებს დედას, რომელიც სიზმარშიც კი არასოდეს უნახავს
სერიალში წარმოდგენილია XVI საუკუნის აზერბაიჯანული სეფიანთა სამეფოს შექმნისა და ფორმირების მოვლენები. სეფიანები ირანის შაჰთა დინასტია იყო, რომლებიც XIV ს-ის დასაწყისში არდებილს, აზერბაიჯანის ირანიულ პროვინციას განაგებდნენ და იგი, 1502 წლიდან 1722 წლის ჩათვლით, აქ-ქოიუნლუს სახელმწიფოს ერთიანი ირანის შემადგენლობაში შედიოდა. ამ ისტორიული მოვლენების ფონზე, ვითარდება აზერბაიჯანელი ხანის ვაჟის მაჰმუთისა და ქრისტიანი მღვდლის ქალიშვილის მერიემის ტრაგიკული სიყვარულის ამბავი და მათ შორის ჩამოვარდნილი რთული ურთიერთობები, რომლებიც ასობით შეკითხვას სვამს, რაც პასუხგაუცემელი რჩება...
ხალგაზრდა ნერიმანმა, საუბედუროდ ადრეულ ასაკში იგემა დანაკარგით გამოწვეული ტკივილი, მაგრამ გოგონა სიცოცხლით ტკბობას განაგრძობს და არაფრით არ ნებდება მწუხარებას. როცა წამოიზარდა, ის მშვენიერ ლამაზმანად გადაიქცა და მამრთა ყურადღების ობიექტიც გახდა. ნერიმანს ძალიან მოსწონს სიმპათიური ომერი და გოგონა მასზე ბავშვობიდანვე ოცნებობს... მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ვაჟი საკმაოდ უფროსია მასზე და ერთხელ დაქორწინება უკვე მოასწრო კიდეც. ამ ქორწინებიდან მას მომხიბვლელი ქალიშვილები დარჩა. ნერიმანს მემკვიდრეობით საგრძნობი ქონება უნდა ერგოს, ომერს კი - ბიზნესი ხელიდან ეცლება... გაკოტრებას რომ გადაურჩეს, ომერი არ არის წინააღმდეგი ცოლად შეირთოს ნერიმანი, თუმცა, კაცის გულს კვლავ ყოფილი მეუღლე იკავებს ...
სანადაე, ცოტა არ იყოს, ყმაწვილი გოგონასთვის რამდენადმე უცნაური ოცნებით ცხოვრობს - სურს პოლიციის ოფიცერი გახდეს და კანონის უზენაესობის დაცვით, სამართლიანად ემსახუროს თავის სამშობლოსა და ხალხს
სერიალის მთავარი გმირი სტუდენტი გოგონაა, რომელიც თავის საუკეთესო მეგობართან ერთად ცხოვრებისეული პირობების გასაუმჯობესებლად ცდილობს გამონახოს მატერიალური საშუალება, მაგრამ გოგონებს ფული მხოლოდ ქირისთვის და წვრილმანი ხარჯებისთვის თუ ყოფნით. და აი, ერთ მშვენიერ დღეს მათ მიეცემათ შანსი იშოვონ სოლიდური ფული პოლიტიკოსთა კლუბის დახურულ საღამოზე. საინტერესოა, როთ დასრულდება გოგონების, ერთი შეხედვით, ფულის შოვნის კარგი შესაძლებლობა?...