Article archive

--- nika

უძლიერესი ტანკის ლაბირინთის რეიდები

 რუდი არის გმირთა პარტიის ტანკი და ამბობენ, რომ მას აქვს ისტორიაში ყველაზე მაღალი დაცვა. პარტია ხშირად აკეთებს ლაბირინთში დარბევას, მაგრამ რუდისთვის ეს უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ დარბევას. საყვარელი დის ავადმყოფობის განსაკურნებლად, ის ეძებს სურვილების შემსრულებელ საგანძურს, რომელიც შესაძლოა ამ ლაბირინთებში იყოს დამალული. მაგრამ ერთ დღეს ქედმაღალი გმირი გამოაგდებს მას წვეულებიდან წარუმატებელი დარბევის მცდელობის შემდეგ და ადანაშაულებს მის უნარებს, რომელთა შედეგებიც მან ჯერ კიდევ არ იცის. სხვაგან წასასვლელი და არაფრის გარეშე, ის გადაწყვეტს დაბრუნდეს მშობლიურ ქალაქში, სადაც მისი და ელოდება. გზად ის გადაარჩენს გოგონას, რომელსაც ურჩხული დაესხა თავს. მოულოდნელად, ამ გოგონას აქვს ძალიან იშვიათი უნარი, სახელწოდებით "შეფასება". მისი უნარის წყალობით, რუდს შეუძლია აღმოაჩინოს სიმართლე მისი უცნობი უნარების მიღმა, რაც ძალიან ძლიერი უნარებია. 9999 დაცვით და ძლიერი უნარებით, ასე იწყება უძლიერესი ტანკის, რუდის თავგადასავალი!
10 592 1 00 Share Report Read
--- gacpacho

შიკი (ცხედარი)

სოფელი სოტობა, სადაც სიუჟეტი ვიტარდება, ერთ-ერთი მთის სოფელია იაპონიაში, რომელიც თითქმის მოწყვეტილია გარე სამყაროს. ამ სოფელში ცხოვრება მხოლოდ მოხუცებს სიამოვნებთ, ახალგაზრდები კი, როგორიც მთავარი პერსონაჟი მიგუმია, ოცნებობენ ამ სოფლის დატოვებაზე რის გამოც ეს სოფელი ნელ-ნელა იცლება. ამ სოფელს უცნაური სტუმრები ეწვევიან, რომელთა მოსვლასაც "ამოუცნობი დაავადება" მოჰყვა. ამ "დაავადების" გამოკვლევა 32 წლის ექიმმა ტოსირო ოძაკიმ დაიწყო, მის გამოკვლევებში და ამ "ავადმყოფობასთან" ბრძოლაში კი მთელი სოფელი ჩაერთო. სწორედ აქ იწყება თავგადასავალი...

2 430 0 00 Share Report Read
--- gacpacho

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა - წმინდა ომის ნიშნები

სახელმწიფოს განთავისფლების შემდეგ წმინდა რაინდებისგან, შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას, ელიზაბედს და ჰოუკს ნანატრი მშვიდობიანი დღეები დაუდგათ. თუმცა საფრთხე ახლოვდება და ჩვენი გმირების მხიარულება დასასრულს უახლოვდება.

1 973 0 00 Share Report Read
--- gacpacho

დიდი თევზი და ბეგონია

ამბავი მოგვითხრობს გასაოცარ სამყაროზე, რომლის შესახებაც ადამიანებმა არაფერი იციან, საოცარი არსებები, საოცარი ამბებითა და თავგადასავლებით, ბუნებისა და სტიკიის მფარველები, ამბავი მათზე ვინც აკონტროლებს თავად დროს...

963 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ფარიკაობის ხელოვნება ფილმი: ორდინალური სკალა

ანიმე რომლის შესახებაც უბრალოდ ყველამ იცის, ორი დაუვიწყარი სეზონი რომელიც თითქმის ყველას აქვს ნანახი და ახსოვს კარგად. გეიმერების სამყაროს გასაოცარი გაგრძელება, საინტერესო სიუჟეტით და ყველასთვის საყვარელი პერსონაჟებით.

1 387 0 00 Share Report Read
--- gacpacho

Chain Chronicle: Haecceitas no Hikari

აღარავის ჯერა რომ შეიძლება ბოროტი ხელმწიფის მეომრების დამარცხებას, წაგება ხომ იმპერიის დასასრულის უდრის, მაგრამ ამ დიდ ტკივილთან ერთად დაჭრილი მეომრებს შინ შერცხვენილები ბრუნდებიან, ყოველ მაცხოვრებელს მათ მიმართ ზიზღი უჩნდება, ნათესავებსაც კი აღარ სურთ ამ მეომრების ნახვა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი დაკარგული არაა, ომის მოგების იმედი კვლავ არი და სწორედ ამის ჯერა ალანს რომელსაც განსაკუთრებული შესაძლებლობები აღმოაჩნდა...

2 839 0 00 Share Report Read
--- gacpacho

საძმო - საბოლოო ფანტაზია XV

ახალგაზრდა ნოქტისის ცხოვრება შეიცვალა ერთ საბედისწერო დღეს, ექვსხელა გველ-ქალას შემოტევის დროს დაიღუპნენ მისი ახლობლები ხოლო თვითონ სასწაულებრივად გადარჩა. დროის შემდეგ მან ახალი სახლი იპოვა, მაგრამ ეს მშვიდობაც დითხანს არ გაგრძელებულა, რადგან მისი სამეფო დამარცხდა ომში იმპერიასთან. ჩვენი მთავარი გმირი მიუხედავად ყველაფრისა არ ნებდება და საკუთარ მეგობრებთან ერთად, ხდება ომის თანამონაწილე...

3 084 0 00 Share Report Read
--- gacpacho

უბრალოდ იმიტომ!

სკოლის დასრულებამდე რჩება სულ რაღაც ერთი სემესტრი, ყველა გადართულია გამოცდებზე, პრობლემები მატულობს დრო კი სულ უფრო ცოტა რჩება, მაგრამ მოულოდნელად, სკოლაში ბრუნდება ერთი მოსწავლე, რომელიც რამდენიმე წლის წინ სხვა სკოლაში გადავიდა, ძველი მეგობრის გამოჩენასთან ერთად კი ძველი მოგონებებიც იწყებს დაბრუნებას...

1 939 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ტიტანების შემოტევა S2-OVA (16+)

ოვა გვიამბობს ლეონჰარტის ერთ ამბავს, რომელიც მეორე სეზონის მსვლელობის დროს მოხდა მაგრამ არ იყო კავშირში ძირითად ისტორიასთან. დამატებითი ეპიზოდიდან შეგვიძლია პერსონაჟის უკედ გაცნობა და ახალი ნიუანსების აღმოჩენა.

1 764 0 00 Share Report Read