---

სიყვარული ტირილს გაიძულებს (აცრემლებული სიყვარული)

იუსუფი და ადა პატარა დასახლებაში ცხოვრობენ. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. თუმცა, ადას ბიძას, რომელმაც გოგონა ბავშვობიდანვე აღზარდა, როცა იგი დაობლდა, სულ სხვა გეგმები აქვს დასახული. მას სურს, რომ ადა მდიდარ და გავლენიან კაცზე დააქორწინოს, რომელიც გოგონაზე ორჯერ უფროსია. ადა ეხვეწება ბიძას, რომ ნუ გააყოლებს იმ კაცს, რომელიც არ უყვარს, მაგრამ ის აზრს არ იცვლის, რადგან მოლაპარაკება უკვე შემდგარია. როცა დაუმორჩილებლობისთვის ბიძა ადას სცემს, ხოლო, მისი ხელის მთხოვნელი პრეტენდენტი იუსუფს სიკვდილით დაემუქრება, ახალგაზრდა წყვილი თავის გადასარჩენად სტამბოლისკენ გაიქცევა, სადაც არანაკლები პრობლემები ელოდებათ ...

Discussion

No one has commented yet — be the first.

Leave a comment

You are browsing as a guest. Enter your name and email address, or register.

Click on the image to refresh the code if it is illegible
Comments are published in accordance with the website rules. Rules