Recent articles

The latest website content in chronological order

--- gacpacho

დარჩი ჩემთან

სუ იუ, საშუალო სკოლის მოსწავლეა, რომელიც მამასთან ერთად, უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს. იგი მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დგება, როდესაც დედამისი ხელახლა დაქორწინდება მდიდარ კაცზე და აცნობს მას თავის ქმრის შვილს, ვუ ბის. ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. ვუ ბი არის ცივი და ამპარტავანი, საუკეთესო სტუდენტი, ხოლო სუ იუ სულელი, წარუმატებლობელი მოსწავლეა. მათი ურთიერთობა უბედური შემთხვევის შემდეგ მოულოდნელად იცვლება. როდესაც ისინი გვერდში უდგანან ერთმანეთს, მათი კავშირი ძლიერდება. თუმცა, როდესაც პრობლემები იჩენს თავს, მათი ნამდვილი ვინაობა ირკვევა...

550 0 00 Share Report Read
--- gacpacho

რატომ შენ?

ჯო ნ ი ვონი სამხრეთ კორეის წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტია. ის სამსახიობო ფაკულტეტზეა და სურს, მომავალში ვარსკვლავი გახდეს. მისი მტერი არის კიმ ჯი ო, სტუდენტი იმავე სასწავლებელში, რომელიც რეჟისორის სპეციალობითაა. ისინი გამუდმებით კამათობენ და ვერაფრით თანხმდებიან. თუმცა, მათი სპეციალობის გამო ხშირად უწევთ ერთად მუშაობა. ი ვონი მალევე ხვდება, რომ იწყებს თავისი მტრის მიმართ ფიქრს....

408 0 00 Share Report Read
--- gacpacho

მარადიული სიყვარული

ლინ სინ თონი არის ლინის ოჯახის მდიდარი ახალგაზრდა მემკვიდრე, ის ცხოვრობს უდარდელად და ჰგონია, რომ იდიალური ცხოვრება აქვს სანამ მის ოჯახს უბედურება არ დაატყდება თავს. სინ თონი ხდება ახლობელი ადამიანების მსხვერპლი. ცინ მო არის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, რომელმაც წარმატებას მიაღწია ყველაფერში, იგი სიმპატიურია და ჭკვიანია. თუმცა მისი ოჯახის გაკოტრების შემდეგ ის გადაწყვეტს შურისძიებას და გახდება ლინ სი თონის მცველი. როგორ განვითარდება სიტუაცია, შეძლებს კი ცინ მო შურისძიებას?

473 0 00 Share Report Read
--- gacpacho

მოკალი

იპოვიან თუ არა საერთო ენას ვეტერინარად  ქცეული მკვლელი და დეტექტივი? კიმ სუ ჰიონი ვეტერინარია, რომელიც ოდესღაც პროფესიონალი მკვლელი იყო. მის შესახებ, საზოგადოებამ არაფერი იცის. სიღრმისეულად ის მუდმივად ეძებს სიყვარულს, მაგრამ ცდილობს განავითაროს და შეინარჩუნოს ნებისმიერი სუფთა ურთიერთობა მის გარშემო. დო ჰიუნ ჯინი არის ბრწყინვალე დეტექტივი და მუშაობს სეულში, იგი ყოველთვის მზადაა დაიცვას და გადაარჩინოს ადამიანები.

451 0 00 Share Report Read
--- gacpacho

მთვარე ანათებს მწვერვალებს

დემონების ძალაუფლების ეპოქაში, ისინი ბატონობენ სულმდაბალ სიანსია და მოკვდავებზე. სიანსია უხუცესები საჭიროდ მიიჩნევენ ვიღაცის წარსულში გაგზავნას, რათა დაადგინონ დემონთა ბატონის წარმოშობა და თავიდან აიცილონ მისი გაღვიძება. ლი სუ სუ თანხმდება ამ მისიას და გარდაიქმნება მოკვდავად, გენერალ იეს მესამე შვილად — იე სი ვუდ, რომელიც გათხოვილია ტანტაი ძინზე — მძევალ პრინცზე და მომავალ დემონთა ბატონზე. მას გადაწყვეტილი აქვს, გაანადგუროს ტანტაი ძინი, რომელიც მომავალში უამრავს ამოხოცავს. მაგრამ როდესაც ტანტაი ძინის წარსულ ცხოვრებასა და ძალაუფლებისკენ აღმასვლას შეესწრება, იშლება მოულოდნელი ამბავი, რომელიც ამოცანას ართულებს.

753 0 00 Share Report Read
--- gacpacho

მოძრაობა

ზებუნებრივი ძალების მქონე ბავშვები, რომლებიც იმალებიან მშობლებთან ერთად, ცხოვრობენ წარსულის მტკივნეული საიდუმლოებით და ერთად აწყდებიან უზარმაზარ საფრთხეებს....

509 0 00 Share Report Read
--- gacpacho

თავხედური კოცნა

ო ჰა ნი არის მოუხერხებელი საშუალო სკოლის მოსწავლე, რომელიც შეყვარებულია პერფექციონისტ ბეკ სუნ ჯოზე. თუმცა სეუნ ჯო მის მიმართ გულგრილია და უარყოფს მის სიყვარულს. როდესაც ჰანის სახლი ინგრევა, ის და მისი მამა გადადიან მისი დიდი ხნის მეგობრის სახლში. ბედისწერის მიხედვით, სუნ ჯო საუკეთესო მეგობრის უფროსი ვაჟია და ჰანის ეძლევა შესაძლებლობა, ახლოს იყოს საყვარელ ბიჭთან.

885 0 00 Share Report Read