Recent articles

The latest website content in chronological order

Society gacpacho

ვენეცია იტალიაში არ არის

ივან კალბერაკის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაცია პატარა ფრანგულ ქალაქში მცხოვრები 14 წლის ემილის შესახებ, რომლის დედასაც მტკიცედ სჯერა, რომ ჩვენს სამყაროში მხოლოდ ქერები არიან ბედნიერები, ამიტომ ყოველთვე მას სამარცხვინოდ უღებავს თმებს. ემილის მამა, დედასავით არანაკლებ დაქნეული გაყიდვების წარმომადგენელია, რომელმაც ვერაფრით ვერ შეძლო სახლის აშენება, რის გამოც მისი ოჯახი იძულებულია ფურგონში იცხოვროს. ერთხელს პოლინა, რომელიც ემილის ყურებამდე უყვარს, მას თავის კონცერტზე ვენეციაში მიიწვევს, ახალგაზრდა გმირი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იმყოფება. მაგრამ ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ მთელი მისი გადარეული და ექსცენტრიული ოჯახი, საცოდავი ემილის ვენეციაში მანქანით გაცილებას გადაწყვეტს, სადაც გმირებს ძალიან მხიარული თავგადასავლები ელოდებათ …

41 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მოკვლაზე ორიენტირებული

სტივენ სიგალი ყოფილი განგსტერის და ბანდტის რუსლან დაჩევის როლში, რომელიც გაიგებს საკუთარი ქალიშვილის სიკვდილის შესახებ. დანაშაულის ადგილას ჩასული რუსლანი მიხვდება, რომ ეს მკვლელობა იყო... ახლა, შურისძიების და ანგარიშსწორების წყურვილით შებყრობილ რუსლანს მოუწევს მისი ქალიშვილის სიკვდილში დამნაშავეების განადგურება ...

37 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ჯადოსნური ბანაკი

ენდი, თავისი ყოფილი მენტორის და -ჯადოსნური ბანაკის- მფლობელის, როეი პეტერსონის, დაჟინებული თხოვნით თავის ახალგაზრდობისდროინდელ ბანაკში კონსულტანტად ბრუნდება კარიერული წინსვლის იმედით ...

33 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მზეზე სეირნობა

ლამაზი და თავბრუდამხვევი რომანის შემდეგ მედი და რაფი გადაწყვეტენ დაქორწინებას. მედი ბედნიერია. იგი ემზადება ცერემონიისთვის, დაპატიჟებს სტუმრებს, რომელთა შორის - მისი საყვარელი და ტეილორია

27 0 00 Share Report Read
Society gacpacho

უკანდახევა და წინსვლა

ფილმი გადაღებულია, ორ ძალიან საყვარელ წყვილზე, რომლებსაც მოუწევთ სიყვარულისთვის უცნაური ამბების გადატანა და მათი გადალახვა, რათა ერთად იყვნენ ...

39 0 00 Share Report Read
Society gacpacho

შავი ადამი

DC-ის 2019 წლის ფილმის “შაზამი!“ სპინ-ოფი, რომელიც ანტიგმირის, ბოროტი შავი ადამის (დუეინ ჯონსონი) წარმოშობის და მისი შესაძლებლობების შესახებ მოგვითხრობს

41 0 00 Share Report Read
Society gacpacho

უსასრულო

როდესაც ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებულ სკოლადამთავრებულებს, რაილისა და კრისს, ტრაგიკული ავტოავარია ერთმანეთს დააშოლებს, რაილი თავის თავს დაადანაშაულებს შეყვარებულის სიკვდილში, მაშინ როდესაც კრისი სატუსაღოშია გამომწყვდეული ...

32 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სიმართლე და სამართლიანობა

ესტონეთი, 1870 წელი. ახალგაზრდა და შეუპოვარი ანდრესი, ცოლთან ერთად ფერმაში ჩადის, რომელიც სესხით იყიდა, რათა ახალი ცხოვრება დაიწყოს. ჭაობებგარშემორტყმული, მიტოვებული და უარყოფილი ადგილი ისეთ ადგილად უნდა გადაკეთდეს, როგორიც ოჯახს გამოადგება. მათ მხოლოდ ის მოეთხოვებათ, რომ უნაყოფო მიწა გატეხონ, მეზობლებთან იურთიერთონ და მემკვიდრე აღზარდონ - ვაჟი, რომელიც მამის მთელი ცხოვრების ნამუშევარს მემკვიდრეობით მიიღებს. მაგრამ როდესაც ბუნება არ დაემორჩილება, მეზობლები კი შფოთისთავი მეტოქეები გახდებიან, ხოლო ცოლი გოგოებს გააჩენს, ანდრესი ყველაფერს აკეთებს, რომ გამოსავალი ნახოს. სიმართლისა და სამართლიანობის ძიებაში იგი ოჯახს, მეგობრებსა და თავისთავსაც სწირავს. აყვავებულ და დამპურებელ ადგილზე ოცნებას სასოწარკვეთილება ჩაანაცვლებს - როდესაც არაფერი გაქვს, რაც გინდა და ყველაფერი რისიც გეშინია ...

24 0 00 Share Report Read