დიდებული ოკეანე
იორი კიტაჰარა უნივერსიტეტის პირველ კურსზე სანაპირო ქალაქ იზუში გადადის საცხოვრებლად და ბიძის აკვალანგის მაღაზია „გრანდ ბლუს“ ზემოთ დასახლდება. იორის დიდი იმედები და ოცნება აქვს
Read articleიორი კიტაჰარა უნივერსიტეტის პირველ კურსზე სანაპირო ქალაქ იზუში გადადის საცხოვრებლად და ბიძის აკვალანგის მაღაზია „გრანდ ბლუს“ ზემოთ დასახლდება. იორის დიდი იმედები და ოცნება აქვს
Read articleNews, stories, and useful articles in one feed
ჰან ჰე ნა არის საშუალო სკოლის მასწავლებელი, ოჯახური საიდუმლოებით. ჰან ჰაე ნას ოჯახი თაობების განმავლობაში დაწყევლილია. როდესაც მის ოჯახის წევრი ვინმეს კოცნის, ისინი შუაღამისას ექვსი საათის განმავლობაში ძაღლად იქცევიან. შემდეგ კი უბრუნდებიან ჩვეულებრივ გარეგნობას. ერთ ღამეს მთვრალი ჰან ჰე ნა შემთხვევით კოცნის ჯინ სო ვონს, იმავე საშუალო სკოლის მასწავლებელს, თუმცა ისინი არც ისე ახლობლები არიან. ჰან ჰე ნა დაჟინებით ცდილობს სო ვონთან მორიგი კოცნის შანსის მისაღებად. თუმცა, ჯინ სო ვონს ძაღლების შიში აქვს...
კანგ ნამ სუნი ზეადამიანურ ძალას ფლობს. იგი ბავშვობაში გაუჩინარდა მონღოლეთში. ახლა, როგორც ზრდასრული, ის ბრუნდება განგნამში, სეულში, მშობლების საპოვნელად. ის საბოლოოდ ხვდება დედას ჰვან გომ ჯუს. დედამისი მდიდარი ქალია და განგნამის მკვიდრი. რატომღაც, კანგ ნამ სუნი, დედამისი და ბებია ერთვებიან ნარკომანიის საქმეში, რომელიც ხდება განგნამში. დეტექტივი კან ჰო სიკი იწყებს მუშაობას 3 ქალთან ნარკოტიკების საქმეზე. დეტექტივი კან ჰი სიკს გრძნობები უჩნდება კანგ ნამ სუნის მიმართ.
" Taeyang Corporation " არის უდიდესი კონგლომერატი სამხრეთ კორეაში. ოჯახი, რომელიც მართავს ამ კომპანიას, 100 წელია წყევლის ქვეშაა. წყევლა მაშინ დაიწყო, როცა ოჯახის პირველი ვაჟის პირველი პატარძალი გარდაიცვალა. ამ რთულ სიტუაციაში, ღვივდება სხვა, ლამაზი სიყვარული
ლინ იუ ძინის მშობლების განქორწინების შემდეგ, ის და მამამისი საცხოვრებლად ახალ ქალაქში გადადიან, ახალ სკოლაში ის ხვდება ცნობილ "ცუდ ბიჭს". ისინი გაიცნობენ ერთმანეთს, შორდებიან და შემდეგ უნივერსიტეტში ისევ ხვდებიან ერთმანეთს...
ჰან ჯი უნი, დამწყები სცენარისტია, ცხოვრობს სახლში, სახელად "სავსე სახლი", რომელიც გარდაცვლილმა მამამ ააშენა. ერთ დღეს, მისმა ორმა საუკეთესო მეგობარმა მოატყუა, რომ მან მოიგო უფასო შვებულება და მისი არ ყოფნისას სახლი გაუყიდეს. თვითმფრინავში ის ხვდება ცნობილ მსახიობ ლი იონ ჯეს. როცა დაბრუნდება, აღმოაჩენს, რომ მისი სახლი მას მიყიდეს. მათ ერთად უწევთ ცხოვრება და დებენ შეთანხმებას- ექვსთვიანი კონტრაქტით ქორწინება. გართულებები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც წყვილს ერთმანეთის მიმართ გრძნობები უჩნდება.
სერიალი წარმოადგენს Netflix-ის ეკრანიზაციას, ამავე სახელწოდების იაპონური ანიმესი, რომელიც გადაღებულია ეიჩირო ოდას მანგის მიხედვით. ახალგაზრდა, მეოცნებე და თავგადასავლების მოყვარული ბიჭი მანკი დ. ლუფი ცდილობს აიხდინოს ყველაზე დიდი ოცნება და იპოვოს მეკობრე - გოლდ როჯერის განძი, რომელსაც ქვია„One Piece“(დიდი კუში) და გახდეს „ მეკობრეთა მეფე“. ამისათვის კი მას სჭირდება პირველ რიგში მისი კუმირის -მეკობრე შანქსის ჭილის ქუდი, ერთგული გუნდი, კარგი გემი და ზურგის ქარი. ასე იწყება მისი მოგზაურობა ისტ-ბლუსს უკიდეგანო ზღვებში, მიზანი კი გრანდ-ლაინია. უყურეთ ჩვენთან ერთად და გაიგეთ აიხდენს ლუფი ოცნებას?
ბავშვობაში პაკ ჰუნი და მისი მამა ჩრდილოეთ კორეამ გაიტაცა. ჩრდილოეთ კორეაში მას ექიმობა მამამ ასწავლა. პაკ ჰუნი ბრწყინვალე გულის ქირურგი გახდა. შემდეგ ის სამხრეთ კორეაში გაიქცა. პაკ ჰუნი იწყებს მუშაობას ექიმად სამხრეთ კორეის საუკეთესო საავადმყოფოში, მიუნგვუს უნივერსიტეტში, მაგრამ თავს აუტსაიდერად გრძნობს. იგი ყველაფერს აკეთებს ფულის საშოვნელად...
პროკურორი ანადგურებს ყველაფერს, რაც გაფუჭებულია სიმდიდრითა და ძალაუფლებით. იწყება მისი დაპირისპირება ბოროტებასთან.
დაბალი რანგის პოლიციელი პაკ ჯუნ მო ნარკოტიკებით ვაჭრობის გამოსაძიებლად ფარულად აღწევს კრიმინალურ ორგანიზაციაში. მისი მეუღლე იუ ვი ჯონი ასევე პოლიციელი ჩართულია ნარკოტიკების გამოძების საქმეში, რომელზეც მისი ქმარი ფარულად მუშაობს. ამ სასტიკ ბრძოლაში მათთან იკვეთება კრიმინალური ორგანიზაციის ბოსი ჯონ გი ჩოლი, რომელაც ყველაფერი გააკეთა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.
ჯუნკო ჰარუმი ოდესღაც მოდელი სტუდენტი იყო, საშუალო სკოლაში. მან ვერ შეძლო ტოკიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოხვედრა და მას შემდეგ მისი ცხოვრება არ იყო მშვიდი. მისთვის რთულია სამსახურის პოვნა და მამაკაცებთან ურთიერთობის დაწყება. ახლა, 31 წლის ასაკში, კერძო ინსტიტუტში მასწავლებლად მუშაობს. მის წინ სამი განსხვავებული ტიპის მამაკაცი ჩნდება. მასაში იაკუმო ინტელექტუალური და ჯუნკოს ბიძაშვილია, კიოჰეი იური მეამბოხე საშუალო სკოლის მოსწავლეა, კაზუმა იამაშიტა კიოჰეის საშუალო სკოლის მასწავლებელი.
The latest reader messages from discussions
Content from connected RSS sources
კაია
სმოლვილიa
სმოლვილიgtxovt all americans meotxe sezonidan gaaxmovanettt madloba small cilustvis<3
სმოლვილი