შავი კლოვერი სეზონი 2
ანიმე მოგვითხრობს ჯადოსნურ სამყაროზე სადაც მაგია უმაღლეს საფეხურზეა, წარმატებისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთ პირველ საფეხურს კი ინდივიდუალური გრიმუარის მიღება წარმოადგენს. თითქმის
Read articleანიმე მოგვითხრობს ჯადოსნურ სამყაროზე სადაც მაგია უმაღლეს საფეხურზეა, წარმატებისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთ პირველ საფეხურს კი ინდივიდუალური გრიმუარის მიღება წარმოადგენს. თითქმის
Read articleიორი კიტაჰარა უნივერსიტეტის პირველ კურსზე სანაპირო ქალაქ იზუში გადადის საცხოვრებლად და ბიძის აკვალანგის მაღაზია „გრანდ ბლუს“ ზემოთ დასახლდება. იორის დიდი იმედები და ოცნება აქვს
Read articleNews, stories, and useful articles in one feed
კამომეს აკადემიაში დადის ლეგენდა სკოლის 7 საიდუმლოებაზე. ერთერთი ასეთია ჰანაკოს არსებობა. ამბობენ, რომ სკოლის ძველი შენობის მესამე სართულზე არის გოგონების საპირფარეშო, სადაც ჩნდება ჰანაკო, ვისაც ნებისმიერი სურვილის შესრულება შეუძლია. სკოლის მოსწავლე, ნენე იაშირო, რომელიც დაინტერესებულია ყველაფერი არაამქვეყნიურით, გადაწყვეტს, შეამოწმოს მართალია თუ არა ჭორები და სწორედ იმ ოთახში შედის. ნენე იძახებს ჰანაკოს და ტა დააამ.... ის ნამდვილად მოდის მასთან. მხოლოდ, ჰანაკო სულაც არ არმოჩნდება ისეთი როგორსაც ნენე მოელოდა. საქმე იმაშია, გოგონების საპირფარეშოში ჩასახლებული ჰანაკო- სინამდვილეში ბიჭია.
1945 წლის 1 მაისს ბერლინში, მაშინ, როცა წითელმა არმიამ საბჭოთა დროშა აღმართა რეიჩსკანცლეის თავზე, ნაცისტმა ოფიცრებმა რიტუალი ჩაატარეს. მათთვის ხოცვა-ჭლეტა არაფერია, გარდა სრულყოფილი მსხვერპლშეწირვის რიტუალი რომლითაც 13 შუბოსნის ორდენს დააბრუნებენ, სუპერადამიანების გუნდს, რომლებიც სამყაროს გაანადგურებენ.
„JoJo Bizarre Adventure” მოგვითხრობს Joestar-ების ოჯახის შესახებ, ოჯახის, რომლის სხვადასხვა წევრები აღმოაჩინონ, რომ მათ ბედისწერაა რომ უნიკალური და ზებუნებრივი ძალების მქონე მტერი გაანადგურონ იმ განსაკუთრებული ძალებით რომელსაც ფლობენ და რომლებსაც მოიპოვებენ, რის შესახებაც უფრო ვრცლად ანიმაციაში გაიგებთ.
არაფრით გამორჩეული სკოლის მოსწავლე - საკუტა აზუსაგავა, მთელ თავისუფალ დროს ბიბლიოთეკაში ატარებს, წიგნების კითხვაში. ერთხელ ის გოგონას შეხვდა, რომელიც ბაჭიის კოსტუმში იყო გამოწყობილი. გოგონას ერქვა მაი საკურაჯიმა და ის მასზე ერთი წლით უფროსი იყო. მაი საკურაჯიმა საკმაოდ ცნობილი მსხახიობი იყო. მან საკუტას გაუმხილა თავისი საიდუმლო, რომლის მიხედვითაც სხვებმა მისი დანახვა შეწყვიტეს. ზუსტად ამიტომ მან ჩაიცვა ბაჭიის კოსტუმი და წავიდა ბიბლიოთეკაში, სადაც საკუტა იმყოფებოდა. მაის აზრით, ყველაფერი ,,ახალგაზრდობის სინდრომის" ბრალია, რაც გარდატეხის ასაკში იჩენს თავს. აზუსაგავა საკურაჯიმაზ დახმარებას გადაწყვიტავს, თუმცა ვინ წარმოიდგენდა თუ რა მოხდებოდა მომავალში...
დიდი ხნის წინ ცხოვორობდა მამაცი მეომარი რომელსაც გმირი ეწოდებოდა. მის ეპოქაში დემონი მეფე ადამიანებს ტანჯავდა. გმირი და მისი მხლებლები ამ ბოროტ ძალასთან ბრძოლაში შეებნენ და გამარჯვება მოიპოვეს. ქვეყნიერებაზე მშვიდობამ დაისადგურა, რომელიც დროებითი იყო. წლების შემდეგედ დემონი გაცოცხლდა ადამიანების დასამონებლად, მის შესაჩერებლად კი გმირი იყო საჭირო. დაი ახალგაზრდა ობოლი ბიჭია რომელიც გმირობაზე ოცნებობს. მისთვის ყველაფერი კი მას შემდეგ იწყება, რაც მის კუნძულზე ცრუ გმირები გამოჩნდებიან.
კომპანიაში მუშაობიდან სამი წლის შემდეგ 24 წლის აკირა ტენდო ფსიქიკურად და ფიზიკურად განადგურებული იყო. სწორედ მაშინ, როცა ცხოვრება ერთ დიდ იმედგაცრუებას ჰგავდა, იაპონიაში ზომბების აპოკალიფსი დაიწყო.
ეს არის ისტორია ბნელეთის ბატონზე, რომელიც გამოძევებული იქნა „ენტე ისლადან“ და ახლა უწევს იცხოვროს უბრალო ადამინების სამყაროში. ის ცდილობს გახდეს ახალი ბნელეთის ბატონი სწრაფი კვების „მაკ-რონალდსის“ საშუალებით.
სულ რაღაც ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ რაც, რიკო ოზუმუმ დაასრულა სტუდენტური ცხოვრება და ჩაეშვა უფროსთა ცხოვრებაში. თუმცა ის გაცილებით დატვირთული და დაძაბული გამოდგა. ამის გამო მან ყოველგვარი სურვილები და უცნებები დაკარგა. მისთვის ყოველგვარი აზრი დაკარგა ფოტოგრაფიამაც, რომლითაც ის ასე ძალიან იყო გატაცებული. „რეალურად რა მსურს?“ - ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი შეკითხვა, თუმცა არა რიკოსთვის. მისთვის სუპერმარკეტში მუშაობა უკვე ყოველდღიურობად იქცა. თუმცა რა მოხდება თუ უჟმური და სიტყვაძუნწი ბიჭი შეხვდება გოგონას, რომლის ხასიათიც მისი სრული საპირისპიროა? მხიარული და ენერგიული, თუმცა ამასთანავე საკმაოდ უცნაური ჰარუ ნონაკა, რომელსაც აცვია შავი სამოსი და ყვავთან ერთად დაქრის ყველგან. შეძლებს კი ის გზა აცდენილს დაეხმაროს და მიუთითოს სწორი მიმართლება? თუ ამას შინაკო მორინომე გაართმევს თავს უკეთ, რომელიც რიკოს თანაკურსელი იყო? ვინ იცის... რადგან განა ამისათვის არ გადაწყვიტა მან რომ მათი მეგობრობა განეახლებინა?
ანიმე მოგვითხრობს უსახლკარო ბიჭუნაზე რომელიც ქუჩაში ყოფნისას გადააწყდება ერთ ადამიანს რომელიც მუშაობს სააგენტოში. ისინი ებრძვიან განსაკუთრებული ძალის მქონე კრიმინალებს. ზუსტად ამ სააგენტოში მიღებისას იწყება აცუში კუნის ისტორია...
34 წლის ხელმოცარული ოჯახმა სახლიდან გააძევა და ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება დასრულებულია. როცა იგი სიცოცხლის უაზროდ გაფლანგვას ნანობს, სატვირთო მანქანა გადაუვლის და გარდაიცვლება. იგი რეინკარნაციის შედეგად მეორედ დაიბადება მაგიის სამყაროში და გადაწყვეტს რომ ამჯერად ის იცხოვრებს ცხოვრებით, რომელსაც არ ინანებს!
The latest reader messages from discussions
Content from connected RSS sources
კაია
სმოლვილიa
სმოლვილიgtxovt all americans meotxe sezonidan gaaxmovanettt madloba small cilustvis<3
სმოლვილი