შავი კლოვერი სეზონი 2
ანიმე მოგვითხრობს ჯადოსნურ სამყაროზე სადაც მაგია უმაღლეს საფეხურზეა, წარმატებისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთ პირველ საფეხურს კი ინდივიდუალური გრიმუარის მიღება წარმოადგენს. თითქმის
Read articleანიმე მოგვითხრობს ჯადოსნურ სამყაროზე სადაც მაგია უმაღლეს საფეხურზეა, წარმატებისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთ პირველ საფეხურს კი ინდივიდუალური გრიმუარის მიღება წარმოადგენს. თითქმის
Read articleიორი კიტაჰარა უნივერსიტეტის პირველ კურსზე სანაპირო ქალაქ იზუში გადადის საცხოვრებლად და ბიძის აკვალანგის მაღაზია „გრანდ ბლუს“ ზემოთ დასახლდება. იორის დიდი იმედები და ოცნება აქვს
Read articleNews, stories, and useful articles in one feed
მარკი – ახალგაზრდა რეჟისორია, რომლის ცხოვრება და კარიერა მძიმე პერიოდს განიცდის. ის გადაწყვეტს მთელ თავის გადამღებ ჯგუფთან ერთად გაემგზავროს სევენებში მდებარე პატარა სოფელში, რათა დაასრულოს თავისი ბოლო პროექტი, სადაც მისი დეიდა დენიზი ცხოვრობს. იქ მარკი აღმოაჩენს თავის შემოქმედებას და მრავალფეროვანი იდეები უჩნდება, რომლებიც მას ასევე ძირავს ქაოსში, როდესაც იწყებს რჩევებით სავსე “გადაწყვეტილებების წიგნის” დაწერას, პრაქტიკული სახელმძღანველო, რომელიც შეიძლება ნიშნავს მისი ყველა პრობლემის გადაწყვეტას.
მხიარული ამბავი ნერვული აშლილობის ზღვარზ მყოფი 17-დან 70 წლამდე ასაკის, შვიდი მამაკაცის შესახებ, რომლებიც სტრესთან გამკლავებას სწავლობენ. ისინი ჯგუფური თერაპიისთვის ველურ ბუნებაში იკრიბებიან. “ექსკლუზიურად მამაკაცებისთვის განკუთვნილ”, ამ იდუმალმა კურსმა, საოცრება უნდა მოახდინოს, ასწავლოს ძლიერი სქესის წარმომადგენლებს სტრესისა და თანამედროვე სამყაროს სხვა გამოწვევებთან გამკლავება. მაგრამ როდესაც ყველა მონაწილე ადგილზე იკრიბება, მათ პირველი და ყველაზე შოკისმომგვრელი სიურპრიზი ელით: მათი მწვრთნელი ქალია! ახლა არაპროგნოზირებადი და დაბნეული, მწვრთნელი ყველაფერს გააკეთებს, რომ დაეხმაროს გმირებს გამოჯანმრთელებაში.
2010 წლის ამავე სახელწოდების პოპულარული ანიმაციური ფილმის რიმეიკი, რომელიც თავად დაფუძნებულია კრესიდა კაუელის 2003 წლის ამავე სახელწოდების წიგნების სერიებზე. ფილმში მოვლენები ვითარდება ლეგენდარული ვიკინგებისა და დრაკონების მკვლელების სოფელში და მოგვითხრობს სოფლის ბელადის, სტოიკი უკიდეგანოს მოუქნელი ვაჟის, ჰიკუპ ჰორენდუს ჰედოკ III-ის შესახებ, რომელმაც ოჯახის ტრადიციის შესანარჩუნებლად, მან უნდა მოკლას დრაკონი, როცა ის სრულწლოვანებას მიაღწევს. მაგრამ კეთილსინდისიერი ჰიკუპი ვერ აიტანს სხვის მოკვლას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეგობრულ დრაკონს, უკბილოს, შეხვდება.
საშინელებათა ფილმის “საზარელი 2“ მესამე ნაწილი საშინელი და სისხლისმსმელი კლოუნი არტის შესახებ, რომელიც კლავს თავის მსხვერპლს სხვადასხვა დახვეწილი გზით – ამჯერად არტი აპირებს მეხი დასცეს მაილსის ოლქის მაცხოვრებლებს, სანამ მათ მშვიდად სძინავთ შობის ღამეს…
თითქმის შეუძლებელია მარტო დიდი ჯეკპოტის მოპოვება. ეს მოითხოვს მრავალსაფეხურიან თაღლითობას. ახლა კი ვიღაცამ დაგეგმა წარმოუდგენელი: დიდი თამაში ლეგენდარული სტივენსის წინააღმდეგ! ასე რომ, თაღლითობის გენიოსი ჩარლი მილერი, ბარათის ვირტუოზი ვერნონი და მახვილგონიერი ლარი ჯენინგსი შემთხვევით არ შეხვდნენ ერთმანეთს. თითოეული მათგანისთვის მოტყუება არის საშუალებაც და საფრთხეც. ყოველივე ამის შემდეგ, კრიმინალურ სამყაროში სიცოცხლის ფასი უმნიშვნელოა სხვისი დანაკარგების ოდენობასთან შედარებით!
2020 წლის კომედიის “მხოლოდ 30 დღე” გაგრძელება, მოუხერხებელი პოლიციელის, რეიანეს შესახებ, რომელიც “მხოლოდ 30 დღე”-ში გმირობების მიუხედავად, ამჯერად ყველაზე წარმოუდგენელი სიტუაციის წინაშე აღმოჩნდება: მისი ბებია გაიტაცა მექსიკურმა კარტელმა და ახლა მას მაქსიმუმ 3 დღე აქვს მის გასათავისუფლებლად. შედეგად, თავის ერთგულ კოლეგებთან ერთად მთავარ გმირს მოუწევს განიცადოს ექსტრემალური თავგადასავლები პარიზს, აბუ-დაბისა და კანკუნს შორის.
ფილმი მოგვითხრობს ორი ახალგაზრდა მორმონი მისიონერის შესახებ, რომლებიც იძულებულნი არიან დაამტკიცონ თავიანთი რწმენა, როდესაც ისინი აკაკუნებენ არასწორ კარზე და შეხვდებიან იდუმალ მისტერ რიდის (ჰიუ გრანტი). გმირები მთელი ძალებით ცდილობენ მისტერ რიდის მოქცევას, მაგრამ ეს ბევრად უფრო საშიში აღმოჩნდება, ვიდრე მათ შეეძლოთ წარმოედგინათ. მალე, მისიონერები ჩათრეულები აღმოჩნდებიან მის კატა–თაგვობანას სასიკვდილო თამაშში.
2019 წლის ამავე სახელწოდების ესპანური სამეცნიერო ფანატასტიკური ჰორორის გაგრძელება, რომელშიც მოვლენები ვითარდება ვერტიკალურ და თვითმართვად ანტიუტოპიურ ციხეში, სადაც პატიმრებს შემთხვევით ანაწილებენ სართულებზე, ხოლო საჭმელი მიეწოდებათ დაღმავალი პლატფორმის მეშვეობით. მაშინ როცა ზედა სართულებზე მყოფ პატიმრებს შეუძლიათ იმდენი ჭამონ, რამდენიც უნდათ, დანარჩენები ნარჩენებით უნდა დაკმაყოფილდნენ. მას შემდეგ, რაც იდუმალი ლიდერი აყალიბებს თავის წესებს ვერტიკალური პლატფორმის სასტიკ სისტემაში, ახალბედა პატიმარი საკვების განაწილების საეჭვო მეთოდს აწყდება.
ორი მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობის მქონე ადამიანი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხვდება ერთმანეთს და ...
ქორწინების მრჩევლის მცდელობაა გამოასწოროს საკუთარი ქორწინება. ის გეგმავს ქმრის შეცვლას მაგრამ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო ...
The latest reader messages from discussions
Content from connected RSS sources
კაია
სმოლვილიa
სმოლვილიgtxovt all americans meotxe sezonidan gaaxmovanettt madloba small cilustvis<3
სმოლვილი