დიდებული ოკეანე
იორი კიტაჰარა უნივერსიტეტის პირველ კურსზე სანაპირო ქალაქ იზუში გადადის საცხოვრებლად და ბიძის აკვალანგის მაღაზია „გრანდ ბლუს“ ზემოთ დასახლდება. იორის დიდი იმედები და ოცნება აქვს
Read articleიორი კიტაჰარა უნივერსიტეტის პირველ კურსზე სანაპირო ქალაქ იზუში გადადის საცხოვრებლად და ბიძის აკვალანგის მაღაზია „გრანდ ბლუს“ ზემოთ დასახლდება. იორის დიდი იმედები და ოცნება აქვს
Read articleNews, stories, and useful articles in one feed
კო იამორი ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე იყო მანამ, სანამ შინაგანი თავისუფლების სურვილმა არ გააძლიერა და სკოლა მიატოვა. უძილობის გამო კოუ ხშირად გამოდის ღამის სასეირნოდ, სადაც ერთ დღეს ხვდება იდუმალ გოგონა ნაზუნას.
მაკუნოჩი იპო იაპონელი სკოლის მოსწავლეა. რადგან მას სკოლის შემდეგ უწევს დედამისისთვის დახმარება საოჯახო საქმეებში, ვერ ატარებს ისეთ ახალგაზრდობას როგორც უმეტესი თინეიჯერი. მას დასცინიან სკოლაში თავისი სუნის გამო, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ბულინგის შემთხვევისას მას მოკრივე ტაკამურა გადაარჩენს და იპოს ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. იპო გადაწყვეტს მიჰყვეს ტაკამურას კვალდაკვალ და გახდეს სრულყოფილი მოკრივე.
კორეის საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის ეს ჩვეულებრივი სასკოლო დღე იყო - სანამ მოსწავლე უცნობი ვირუსით ინფიცირებული არ დაბრუნდება სკოლის სამეცნიერო ლაბორატორიიდან. ვირუსი ვრცელდება სკოლიდან მთელს ნახევარკუნძულზე. სტუდენტები იბრძვიან გადარჩენისთვი ს, სანამ დახმარება არ მოვა.
"მემკვიდრეები" სწორედ ასე უწოდებენ იმ მოზარდ ახალგაზრდებს რომლებიც სკოლის დამთავრების მერე, შეძლებენ საკუთარი მშობლების, კომპანიების მემკვიდრეობით მიღებას. ერთი შეხედვით მათ ყველაფერი აქვთ და საკუთარი ცხოვრების კონტროლიც შეუძლიათ, მაგრამ არის რაღაც რაც ასე მარტივად მართვადი არაა... სიყვარული... ახალ ისტორიასთან ჩაჭიდებას პირველივე ეპიზოდი განაპირობებს, შესაბამისად აჯობებს დანარჩენი უკვე თავად ნახოთ...
მოქმედება სამყაროსი ხდება, რომელიც ირონიულად ჰგავს ჩვენსას. მტავარი გმირი 25 წლის ბიჭია, რომელიც მელოტი და ძალიან ძლიერია. იგი ცდილობს გზა გაიკვლიოს ცხოვრებაში, რომელზეც მონსტრები და ურჩხულები ეღობებიან წინ.
როდესაც ლაითი ტომთა კავშირისგან გააძევეს, მისმა ყოფილმა თანამებრძოლებმა მაშინვე უღალატეს. სასწაულით გადაურჩა ამ საზარელ ღალატს და თავი აღმოჩნდა უფსკრულის ყველაზე ბნელ კუთხეში სამეფოს ყველაზე საშიშ სარდაფში! ხორცისმჭამელი მონსტრების მსხვერპლად გადაქცევის თავიდან ასაცილებლად, ლაითმა გამოიყენა ერთადერთი ჯადოსნური უნარი უსასრულო გაჩა. თუ აქამდე მას მხოლოდ უსარგებლო ნივთები მოჰქონდა, ამჯერად იქიდან გამოვიდა მეი ლამაზი, 9999-დონიანი მებრძოლი, ძლიერ კოსტიუმში! სამი წელი გავიდა ლაითმა ამ უკანა სარდაფში საკუთარი სამეფო აღმართა, სადაც გამოიძახა მრავალი სხვა ულამაზესი 9999-დონიანი მეომარი, რომლებიც უსასრულო ერთგულებას შეჰფიცავდნენ მას. ახლა, თავადაც 9999-დონიანი მბრძანებელი, ლაითი ამზადებს გეგმას დაბრუნდეს ზედაპირზე და თითოეული მოღალატე ერთიმეორის მიყოლებით დასაჯოს!
გასულია უკვე 10 წელი მას შემდეგ, რაც სამოთხის კარები სამხრეთ ამერიკაში და ჯოჯოხეთის კარები იაპონიაში გამოჩნდა, და ერთ დროს ნაცნობი ღამის ცა დამძიმდა უცნაური და შემზარავი ცისახედით. მათი მიზნები უცნობია — ეს კარები ისეთ სივრცეებს ქმნიან, სადაც ფიზიკის კანონები აღარ მოქმედებს. კარების გამოჩენასთან ერთად გამოჩნდნენ კონტრაქტორები — ადამიანები, რომლებმაც ზებუნებრივი ძალების სანაცვლოდ თავიანთი ადამიანურობა დაკარგეს. იაპონიის იმ ქალაქში, სადაც ჯოჯოხეთის კარია, მე-4 განყოფილების უფროსი მისაკი კირიჰარა ცდილობს გაუმკლავდეს სახიფათო კონტრაქტორს კოდური სახელით ჰეი. მიწისქვეშა სამყაროში მას "შავი მკაფავი" ეწოდება. ჰეი და მისი მოკავშირეები საიდუმლო და დაუნდობელი სინდიკატის დავალებებს ასრულებენ, თანდათან კი მხდის ბნელ ფენებს, რომლებიც ფარავს ბოროტ გეგმას, რაც კონტრაქტორების არსებობას საფრთხეს უქმნის. ტენსაი ოკამურას ხედვიდან დაბადებული ეს სამეცნიერო-ფანტასტიკური თრილერი არის ფრთხილი გამოძიება იმ ომისა, სადაც პოლიტიკას და სამართალს ძალა არ აქვს — ომი, რომელიც მხოლოდ ჩრდილებში მიმდინარეობს.
ჰელოუინის ხალხმრავლობის ფონზე, შიბუიას ხალხმრავალ რაიონს მოულოდნელად ფარდა ეშვება და უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ იჭედება. შედეგად, იაპონიის ათი კოლონია წყევლის ბუნაგად იქცევა.
ტაროუ საკამოტო ითვლებოდა ყველა დროის უდიდეს დაქირავებულ მკვლელად. ბევრის შიშით იგი იდგა მიწისქვეშა სამყაროს მწვერვალზე, სანამ არ შეხვდა ქალს რომელიც შეუყვარდა. შედეგად, საკამოტომ მიატოვა დანაშაულებრივი ცხოვრება და ახლა მუშაობს მაღაზიაში გამყიდველად. მისი დაჩრდილული წარსულის დატოვება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე საკამოტო თავდაპირველად წარმოიდგენდა. მის ბევრ ყოფილ კონკურენტს და პარტნიორს არ სჯერა, რომ მან ნამდვილად მიატოვა ეს ცხოვრება და მოდიან მისი უკან დაბრუნების იმედით. საკამოტომ, რომელსაც მკვლელობა ეკრძალება, უნდა მოძებნოს კრეატიული გზები, რათა თავიდან ააცილოს ზიანი საკუთარ ოჯახს, მაღაზიასა და პატარა ქალაქს, რომელშიც ის ცხოვრობს.
The latest reader messages from discussions
Content from connected RSS sources
კაია
სმოლვილიa
სმოლვილიgtxovt all americans meotxe sezonidan gaaxmovanettt madloba small cilustvis<3
სმოლვილი