Top stories now

---

შავი კლოვერი სეზონი 2

ანიმე მოგვითხრობს ჯადოსნურ სამყაროზე სადაც მაგია უმაღლეს საფეხურზეა, წარმატებისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთ პირველ საფეხურს კი ინდივიდუალური გრიმუარის მიღება წარმოადგენს. თითქმის

Read article
Featured
---

დიდებული ოკეანე

იორი კიტაჰარა უნივერსიტეტის პირველ კურსზე სანაპირო ქალაქ იზუში გადადის საცხოვრებლად და ბიძის აკვალანგის მაღაზია „გრანდ ბლუს“ ზემოთ დასახლდება. იორის დიდი იმედები და ოცნება აქვს

Read article

Latest articles

News, stories, and useful articles in one feed

All articles
--- gacpacho

ესტაფეტის გადაცემა

მორიმია იუკო საშუალო სკოლის მოსწავლეა, ორი დედა და სამი მამა ჰყავს. სამჯერ მოუწია გვარის შეცვლა. მორიმია იუკოს მესამე მამინაცვალია. დედამისი რიკა თავისუფლებისმოყვარე ქალია და ხშირად ქორწინდება. ერთ დღეს ის უბრალოდ გაქრა იუკოს ცხოვრებიდან. ამრიგად, გოგონა ესტაფეტის მსგავსად ერთი ოჯახიდან მეორეში გადადის, მაგრამ თითოეულ ოჯახს თავისებურად უყვარს.

606 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ექიმი ჩონი და დაკარგული თილისმა: თოვლის სცენის საიდუმლო

მიუხედავად იმისა, რომ ექიმ ჩონსა და მის თანაშემწეს ინ ბეს არ სჯერათ ზებუნებრივი არსებების, საარსებო წყაროს ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობით და უდანაშაულო მორწმუნეებზე ყალბი ეგზორციზმის აღსრულებით იღებენ. როგორც პროფესიონალი თაღლითი, ჩონი შოკირებულია, როდესაც სამუშაოს სოფელში მიიღებს და პირისპირ ხვდება პატარა გოგონას, რომელიც მართლაც შეპყრობილია. შეძლებს თუ არა პროფესიონალი თაღლითი თავისი შამანური მემკვიდრეობის გამოყენებას და ექნება თუ არა ამ საიდუმლოს ამოსახსნელად საჭირო უნარები?

536 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ის გოგო მკვდარია

რეალტორ ჯონგ თეს ჰობი, უცხო ადამიანების ცხოვრების თვალთვალია,ერთ დღეს მის ყურადღებას, ინსტაგრამის ვარსკვლავი, სო რა იპყრობს, რომელსაც სახლის გასაღები მის სააგენტოში დარჩება, ჯონგ თე სო რას სახლში შეიპარება და მის გვამს აღმოაჩენს

520 0 00 Share Report Read
--- gacpacho

მდუმარე სიყვარული

აოი ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც არც ოცნება აქვს და არც იმედი ცხოვრებაში. უბედური შემთხვევის შედეგად მან შეწყვიტა საუბარი. ერთ დღეს ის შემთხვევით ხვდება მიკას. მიკა მუსიკალური კოლეჯის სტუდენტია და სურს გახდეს პიანისტი. ავარიის გამო მან მხედველობა დაკარგა. აოი იზიდავს მას და ცდილობს დაიცვას იგი ნებისმიერი საშიში სიტუაციისგან. თავის გრძნობებს გოგონას საჩვენებელი თითის მსუბუქი შეხებით ან პატარა ზარის ხმით გადასცემს. აოისთან ერთად, მიკა იმედით ივსება, მაგრამ მათ შორის რაღაც ხდება....

446 0 00 Share Report Read
--- gacpacho

საოცრებათა ქვეყანა

Wonderland-ის იმიტირებულ სამყაროში ინდივიდებს შეუძლიათ ხელახლა დაუკავშირდნენ საყვარელ ადამიანებს, ვისთანაც რეალურ სამყაროში ურთიერთობა აღარ შეუძლიათ. ჯონგ ინი და თე ჯუ, ახალგაზრდა წყვილი, აღმოაჩენენ, რომ მათი ცხოვრება კრიზისს განიცდის, რადგან თე ჯუ კომაში ვარდება. სასოწარკვეთილი ჯონგ ინი გადაწყვეტს მიმართოს საოცრებათა ქვეყანას, სადაც მას შეუძლია შეხვდეს თე ჯუს და აღადგინოს მათი კავშირი.

470 0 00 Share Report Read
--- gacpacho

შესაძლო სიყვარული

რა უნდა გააკეთო, თუ არჩევანი გაქვს კინომსახიობის კარიერასა და საყვარელ ადამიანს შორის? ს სასიყვარულო სამკუთხედის ისტორია, სადაც არ არის განსხვავება რეალობასა და ფილმს შორის...

1 055 0 00 Share Report Read
--- gacpacho

არც ზარი არც ცხოვრება

საშუალო სკოლის მესამე კურსის მოსწავლე საკურა იუმი,მობილურზე იღებს უცნაურ შეტყობინებებს,რომელიც შემდეგ ტელეფონზე დატოვებული წარსულის შეტყობინებები აღმოჩნდება. ამავე დროს საკურა იუმი სკოლაში ხვდება ყველაზე პრობლემურ ბიჭს ჰარუკავა მაჰიროს,რომელსაც მძიმე ბავშვობა ჰქონდა. როცა მუდმივი წარსულის შეტყობინებებიდან ჭეშმარიტება ვლინდება იუმის შოკისმომგვრელი წარსული ჩნდება, რომელიც კარგად მივიწყებული ქონდა. იუმი და მაჰირო , ორი დაჭრილი სული ერთმანეთის შევსებას ცდილობს, მაგრამ დააცდის კი სამყარო მათ მოუშუშონ ერთამენთს ჭრილობები?

474 0 00 Share Report Read
--- gacpacho

კუთხეში მომწყვდეული თაგვი, რომელიც ყველზე ოცნებობს

ოტომო კიოიჩი, არის სუსტი ნებისყოფის ოფისის თანამშრომელი, რომელიც პრობლემურ ქორწინებაში იმყოფება და ცოლს ღალატობს.. მისი მეუღლე ქირაობს კერძო დეტექტივს, რათა ღალათში ამხილოს..აღმოჩნდება, რომ ეს დეტექტივი არის კიოიჩის სტუდენტობის მეგობარი, იმაგასე ვატარუ რომელიც წლებია ცამხრივადაა მასზე შეყვარებული, იმაგასე კოიჩის საიდუმლოს შენახვას "სიყვარულის ღამის" სანაცვლოდ სთავაზობს, კიოიჩი თავისი ნების საწინააღმდეგოდ თანხმდება, ფიქრობს, რომ ქორწინებას გადაარჩენს, მაგრამ მალე ყველაფერი კონტროლიდან გამოდის.

460 0 00 Share Report Read
--- gacpacho

სიკვდილამდე 1 წლით ადრე შენ შეგხვდი

ჰაიასაკა აკიტო ნიჭიერი მხატვარია. "NIKA"-ს გამოფენაზე მისვლისთვის ბევრს მუშაობს, მაგრამ გულში სიმსივნე აღმოაჩნდება და 1 წელი აქვს დარჩენილი.ერთ დღეს, საავადმყოფოს სახურავზე, ჰაიასაკა აკიტო ხვდება საკურაი ჰარუნას, რომელიც ხატავს. საკურაი ჰარუნა ეუბნება, რომ მას მხოლოდ ნახევარი წელი აქვს დარჩენილი. ჰაიასაკა აკიტოს უფრო და უფრო მოსწონს იგი, მაგრამ არ ეუბნება თავისი მდგომარეობის შესახებ

429 0 00 Share Report Read

Latest comments

The latest reader messages from discussions

All comments
სტუმარი saba Thursday at 03:10

gtxovt all americans meotxe sezonidan gaaxmovanettt madloba small cilustvis<3

სმოლვილი

Partner news

Content from connected RSS sources

Our feed