Top stories now

---

შავი კლოვერი სეზონი 2

ანიმე მოგვითხრობს ჯადოსნურ სამყაროზე სადაც მაგია უმაღლეს საფეხურზეა, წარმატებისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთ პირველ საფეხურს კი ინდივიდუალური გრიმუარის მიღება წარმოადგენს. თითქმის

Read article
Featured
---

დიდებული ოკეანე

იორი კიტაჰარა უნივერსიტეტის პირველ კურსზე სანაპირო ქალაქ იზუში გადადის საცხოვრებლად და ბიძის აკვალანგის მაღაზია „გრანდ ბლუს“ ზემოთ დასახლდება. იორის დიდი იმედები და ოცნება აქვს

Read article

Latest articles

News, stories, and useful articles in one feed

All articles
--- gacpacho

ჩემი ბედნიერი ქორწინება

საიმორი მიო არის ერთი უბედური გოგონა, რომელსაც დედის გარდაცვალების მერე მამის საყვარელი და მისი შვილი სასტიკად ექცეოდნენ. გოგონა უსტატუსო იყო, და ჩვეულებრივ მონად აქციეს. დროთა განმავლობაში საბრალომ ისწავლა თავის დახრა და ტკივილის დამალვა. არ აკმარეს ამდენი დამცირება და გადაწყვიტეს ძალით გაეთხოვებინათ კუდო კიოკაზე არმიის ცივ და სასტიკ მეთაურზე, რომელზეც დადიოდა ჭორები, რომ მან ამ დრომდე ყველა მისი პოტენციური საცოლე გააქცია. საბრალო მიო ფიქრობდა, რომ ქორწინებაშც ისე დაიტანჯებოდა, როგორც მამისეულ სახლში. თუმცა დროთა განმავლობაში მიო მიხვდა რომ მისი მეუღლე საოცარი ადამიანია.

1 119 0 00 Share Report Read
--- gacpacho

გოგონა მოჩვენება

მოვლენები ვითარდება ერთ-ერთ სკოლაში, სადაც ჩვეულებრივი ბავშვები სწავლობენ. მაგრამ მათ შორის არის ერთი მოსწავლე ინ სუ,რომელსაც განსაკუთრებული უნარი გააჩნია, მას შეუძლია მოჩვენებების ნახვა და საუბარი. მაგრამ მისი უნარის გამო ქალაქში ცხოვრება მისთვის გახდა საშიში. რის გამოც სოფელში გადაწყვიტა ცხოვრება. თუმცა, ამ ნაბიჯმა ინ სუს პრობლემები უფრო მოუმატა. ის შეხვდა გოგონას მოჩვენებას და დაუმეგობრდა. უჩვეულო მოვლენები ვითარდება. კლასელების რიგები თხელდება, ისინი სათითაოდ ქრებიან…

449 0 00 Share Report Read
--- gacpacho

წითელი, თეთრი და სამეფო ლურჯი

ალექს კლერემონტ-დიაზი შეერთებული შტატების პირველი ქალი პრეზიდენტის ვაჟია, რომელსაც ქიშპისა და შეჯიბრის მომენტი აქვს, ინგლისის უფლისწულ ჰენრისთან და სძულს იგი მისი ქედმაღლობისა და სნობური დამოკიდებულების გამო. უფლისწული ჰენრიც თავის მხრივ, არ არის კეთილგანწყობილი ალექსის მიმართ და იგი ხმაურიან, გამაღიზიანებელ ადამიანად მიაჩნია. სწორედ ამ მტრული ურთიერთდამოკიდებულების შედეგად ისინი საერთაშორისო დონის სკანდალს გამოიწვევენ, როდესაც პრინცი ფილიპის ქორწილში, ტორტში ამოსვრილები აღმოჩნდებიან იატაკზე. ვინაიდან, მომხდარი ორი ქვეყნის მთავრობებს შორის თანამშრომლობას უშლის ხელს, სიტუაციის გამოსწორებაა საჭირო. თუმცა ამ ყველაფერის მოგვარების მცდელობას გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება. ალექსსა და ჰენრის შორის აღმართული უხილავი კედელი ნელ-ნელა ნგრევას იწყებს, როცა ისაუბრებენ გაურკვევლობის შესახებ, რომლის გამოც ერთმანეთი აითვალწუნეს. ისინი საერთო ენასაც გამონახავენ, დამეგობრდნენ და თვეების განმავლობაში მიმოწერის საშუალებით უკეთესად გაიცნობენ ერთმანეთს. და მართლაც სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯი აღმოჩნდება, თუმცა სამეფო ოჯახის ტრადიციები მკაცრია, პოლიტიკა - სასტიკი… შეძლებენ ისინი ამ სიყვარულისთვის ბრძოლაში გამარჯვებას?

481 0 00 Share Report Read
--- gacpacho

თოვლი ზღვაში

სონ მი ბავშვობიდან მიელოიდური მეტაპლაზიითაა დაავადებული. იგი სუნამოების ექსპერტია, სონ მი ხვდება აკვარეუმის ახალგაზრდა თანამშრომელს, მათ შორის გრძნობა ჩნდება. მამაკაცი ეხმარება მას დაავადებასთან ბრძოლაში. ისინი ქორწინდებიან, მაგრამ მათი ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება...

438 0 00 Share Report Read
--- gacpacho

თავბრუსხვევა

სო იონი 30-იანი წლების ადრეული გრაფიკული დიზაინერია, იგი მუშაობს სეულის ოფისში, ცათამბჯენში, თავბრუსხვევის მიუხედავად. ის ურთიერთობაში შედის მამაკაცთან, რომელიც მუშაობს შენობის ფასადზე და არემონტებს მას, თოკზე მაღლა-ქვევით გადაადგილებით. წყვილი ფანჯრასთან ხვდება ერთმანეთს

438 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ზოდიაქოს რაინდები

როდესაც თავქარიანი ქუჩის ობოლი, სეია, თავისი გატაცებული დის ძიებაში უნებლიეთ ფარულ ძალებს ავლენს, აღმოაჩენს, რომ ის შეიძლება იყოს ერთადერთი ცოცხალი ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაიცვას რეინკარნირებული ქალღმერთი, რომელიც გაგზავნილია კაცობრიობის საყურადღებოდ. შეუძლია მას გაუშვას თავისი წარსული და აითვისოს თავისი ბედი,რათა გახდეს ზოდიაქოს რაინდი?

716 0 00 Share Report Read

Latest comments

The latest reader messages from discussions

All comments
სტუმარი saba Thursday at 03:10

gtxovt all americans meotxe sezonidan gaaxmovanettt madloba small cilustvis<3

სმოლვილი

Partner news

Content from connected RSS sources

Our feed