Society

ქალები

1939 წელს გადაღებული ფილმის თანამედროვე ვერსია.ისტორიის სათავეში მდიდარი ქალბატონია,რომელსაც წარმოდგენაც კი არ აქვს მისი ქმრის სასიყვარულო ურთიერთობაზე რომელიღაც გამყიდველთან და ასევე მის უამრავ ყოფილ და ამჟამინდელ საყვარლებზე... ერთი მხრივ მერი ჰეინს ყველაფერი აქვს რათა თავი ბედნიერ ქალად იგრძნოს – მას აქვს სახლი კონექტიკუტში,ჰყავს 12 წლის მომხიბვლელი ქალიშვილი,წარმატებული ბიზნესმენი ქმარი და დიზაინერის კარიერაც აქვს აწყობილი...მისი საუკეთესო მეგობარი სილვია ფოულერი ჟურნალ «კაშეს» მთავარი რედაქტორია,მისი კარადები პოდიუმის ტანსაცმლითაა სავსე,მას ნიუ–იორკში «გემოვნებისა და სტილის არბიტრის» სახელი აქვს და გასათხოვარი ქალის აგრესიული პოზიცია უკავია,რომელიც მას სრულიად აკმაყოფილებდა ან უბრალოდ ასე ეგონა.. როცა მერი აღმოაჩენს,რომ მის ქმარს პარფიუმერული მაღაზიის გამყიდველთან ხანგრძლივი რომანი აქვს,მისი იდეალური სამყარო წამში იმსხვრევა ..ამ მომენტში მერის საუკეთესო დაქალების დახმარება უფრო მეტად სჭირდება...

Discussion

No one has commented yet — be the first.

Leave a comment

You are browsing as a guest. Enter your name and email address, or register.

Click on the image to refresh the code if it is illegible
Comments are published in accordance with the website rules. Rules