Society

ნაბიჯი წინ 4

ამჯერად მოვლენები მაიამიში განვითარდება. ემილი, რომელიც არის მდიდარი ბიზნესმენის შვილი ჩადის მაიამიში, რათა გახდეს პროფესიონალი მოცეკვავე, თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც მას უყვარდება ქუჩის მოცეკვავე და ადგილობრივ მოცეკვავეთა ბანდის ლიდერი შონი, რომელიც ფლეშმობების ნამდვილი ოსტატია. ისინი ცდილობენ, რომ მოუგონ კონკურენტებს, მიიღონ დაფინანსება და გახდნენ პოპულარულები. მათ თითქოს ამ მიზნის მიღწევაში ხელს ვერავინ უშლის, თუმცა ემილის მამა გადაწყვეტს, რომ დააფინანსოს მათი კონკურენტები და თავის ქალიშვილს უარი ათქმევინოს ქუჩის ცეკვებზე. შონს და ემილის მოუწევთ, რომ ერთ გუნდად შეიკრან და მის მამას და ყველას დაუმტკიცონ, რომ ისინი საუკეთესონი არიან

Discussion

No one has commented yet — be the first.

Leave a comment

You are browsing as a guest. Enter your name and email address, or register.

Click on the image to refresh the code if it is illegible
Comments are published in accordance with the website rules. Rules