SocietyTravel

თანდაყოლილი მანკიერება

მოქმედება 1970 წელს, ლოს-ანჯელესში ვითარდება. პერიოდში, როდესაც ჰიპების ერა ერთგვარ დასასრულს უახლოვდება და მის სანაცვლოდ ამერიკაში ბევრად უფრო ცინიკური ხანა მკვიდვრდება. ფილმის მთვარი პერსონაჟი, კერძო დეტექტივი დოქ სპორტელო სწორედ ამ წარმავალი ჰიპების ეპოქის წარმომადგენელია, იგი არატრადიციული დეტექტივია: ბევრს ეწევა, სოციალურად საკმაოდ პასიურია, მაგრამ ამავე დროს შესანიშნავი დეტექტივი და უბრალოდ კარგი ადამიანია. სწორედ ამიტომ მასთან ერთ დღესაც დიდი ხნის გაუჩინარების შემდეგ მისი ძველი შეყვარებული მოდის თხოვნით, რომ საკმაოდ ჩახლართული საქმის გამოძიებაში დაეხმაროს. აი ამ მომენტიდან იწყება დოქ სპორტელოს თავბრუდამხვევი მოგზაურობა სიხარბის, ველური კაპიტალიზმის და ნიქსონის პერიოდის ამერიკისათვის დამახასიათებელ ერთგვარ იუმორ ნარევ პარანოიაში, საიდანაც ის უნდა უვნებელი გამოვიდეს და თან რაციონალური სურათი ჩამოაყალიბოს იმისი თუ რა და რატომ მოხდა.…

Discussion

No one has commented yet — be the first.

Leave a comment

You are browsing as a guest. Enter your name and email address, or register.

Click on the image to refresh the code if it is illegible
Comments are published in accordance with the website rules. Rules