SocietyCulture

მე ვარ ბესო

ბესო არის 14 წლის ბიჭი, რომელიც ერთ-ერთ მიგდებულ სოფელში იზრდება. ბესოს ოჯახში ბევრი პრობლემაა, მამა ჩერნობილში დაინვალიდებული ხანშიშესული კაცია, რომელიც მთელი დღე ტელევიზორს უყურებს და ოჯახის წევრებს აგინებს. ბესოს დედა ოჯახის ძირითადი მარჩენალია, ყოველ დილით ქალაქში დადის სავაჭროდ. ძმა ლერი ჰომოსექსუალია და სახლში ცეკვის კერძო გაკვეთილებს ატარებს. ბესოს და მის მეგობარ ბექას თანაკლასელები ჩაგრავენ. მიუხედავად ყველაფრისა, ბესო და ბექა დროს კარგად ატარებენ, ბენზინს ყნოსავენ, გოგოებს ეპრანჭებიან და ბავშვურად ერთობიან. ბესო რეპს წერს დიქტოფონზე და ოცნებობს, რომ მუსიკით ბევრი ფული იშოვოს, ოჯახს დაეხმაროს და ცხოვრება აიწყოს

Discussion

No one has commented yet — be the first.

Leave a comment

You are browsing as a guest. Enter your name and email address, or register.

Click on the image to refresh the code if it is illegible
Comments are published in accordance with the website rules. Rules