Society

მზეც ხომ ვარსკვლავია

ნიკოლა იუნის თინეიჯერული რომანის ეკრანიზაცია ახალგაზრდა იამაიკელი ემიგრანტის, ნატაშა კინგსლის შესახებ, რომელიც მოულოდნელად გაიგებს, რომ 24 საათში მას და მის ოჯახს ამერიკიდან იამაიკაზე გააძევებენ. საზრიანი და შეუპოვარი გოგონა დეპორტაციის თავიდან აცილების გზებს ეძებს. თუმცა, მისი პრაგმატიზმის და გამეფებული რასობრივი სიძულვილის მიუხედავად, ნატაშას ყველაზე არახელსაყრელ მომენტში კორეელი რომანტიკოსი დანიელი შეუყვარდება. ნატაშას მხოლოდ მეცნიერებისა და ფაქტების სჯერა. ბედისწერა, იღბალი და მიუღწეველზე ოცნება მისთვის გაუგებარი რამაა. დანიელი ნატაშასგან სრულიად განსხვავებულად ფიქრობს, ლექსების წერა უყვარს და პოეტობაზე ოცნებობს. სწორედ ამიტომ ჰგონია, რომ ბედისწერა მას და ნატაშას რაღაც განსაკუთრებულს უმზადებს ...

Discussion

No one has commented yet — be the first.

Leave a comment

You are browsing as a guest. Enter your name and email address, or register.

Click on the image to refresh the code if it is illegible
Comments are published in accordance with the website rules. Rules