გოლი 2 (ქართულად)
გოლი ამავალ ფეხბურთის ვარკვლავს სანტიაგო მუნიეს ყველაფერი აქვს: ის თავდამსხმელია ლეგენდარულ გუნდში "რეალ მადრიდი", ახალი "ლამბორჯინი"
გოლი ამავალ ფეხბურთის ვარკვლავს სანტიაგო მუნიეს ყველაფერი აქვს: ის თავდამსხმელია ლეგენდარულ გუნდში "რეალ მადრიდი", ახალი "ლამბორჯინი"
პიტერ პარკერი ცდილობს, მთელი დრო სწავლას დაუთმოს და ადამიანი ობობა წარსულში დატოვოს. თუმცა როცა მის მეგობრებს ახალი საფრთხე დაემუქრებათ, პირობის დარღვევა და ისევ კოსტიუმში გამოწყობა მოუწევს. საყვარელი ადამიანების გადარჩენის გზაზე ის მოულოდნელ თანამებრძოლს შეიძენს.
ლორელი თინეიჯერი გოგოა, რომელსაც უცნაური წყევლა აქვს — ვისაც კი აკოცებს, იმ ადამიანის სიკვდილის ხილვას იღებს. როცა ხედავს, რომ მისთვის საყვარელი ბიჭი და მეგობრები ნიღბიანი სერიული მკვლელის სამიზნეები გახდებიან, ლორელი საკუთარი უნარის გამოყენებას იწყებს, რათა მკვლელის ვინაობა გამოავლინოს და მათ სიცოცხლე გადაარჩინოს.
რეისი 298 ნიუ-ორლეანიდან სიეტლისკენ მიფრინავს, როდესაც თვითმფრინავში უცნაური და აუხსნელი ზებუნებრივი მოვლენები იწყება. მგზავრები და ეკიპაჟი მალე ხვდებიან, რომ ისინი პარანორმალური ძალების გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ და გადარჩენისთვის მათ ამ იდუმალი საფრთხის ამოხსნა მოუწევთ.
მოსკოვში ხუთი ახალგაზრდა უცხოპლანეტელთა წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება. მტერი დედამიწას ენერგოსისტემის გამოყენებით ესხმის თავს, რის გამოც ახალგაზრდებს კაცობრიობის გადასარჩენად მძიმე ბრძოლა უწევთ.
ბიოლოგიის სტუდენტი ოლივ სმიტი სტენფორდში დოქტორანტურის დაწყებისას ცდილობს სწავლასა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნას. მეგობრის დასახმარებლად იგი მკაცრი მკვლევრის, დოქტორ ადამ კარლსენის, ვითომ შეყვარებული ხდება. თავდაპირველად მათი ურთიერთობა მხოლოდ შეთანხმებაა, თუმცა დროთა განმავლობაში მოჩვენებითი რომანი ნამდვილ გრძნობებში გადაიზრდება.
აშშ-ის საზღვაო ძალების პილოტი, ლეიტენანტი ტროი კელი, რუსეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდებენ. მას ყოფილი კგბ-ს აგენტი ნიკოლაი უსტინოვი იპოვის და სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება. ისინი, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, ერთიანდებიან, რათა რუსი სამხედროების დევნას თავი დააღწიონ და ტროი უსაფრთხოდ დაბრუნდეს სახლში.
კოლეჯში ჩარიცხვისას მორიდებული დევონი პოპულარულ სელესტს თავის ოთახში დარჩენას სთავაზობს. თავიდან მათი ურთიერთობა მეგობრობას ჰგავს, თუმცა მალე უთანხმოებები, პასიურ-აგრესიული დაპირისპირება და ფარული მტრობა იჩენს თავს.