Society

Society gacpacho

ერეტიკოსი

ფილმი მოგვითხრობს ორი ახალგაზრდა მორმონი მისიონერის შესახებ, რომლებიც იძულებულნი არიან დაამტკიცონ თავიანთი რწმენა, როდესაც ისინი აკაკუნებენ არასწორ კარზე და შეხვდებიან იდუმალ მისტერ რიდის (ჰიუ გრანტი). გმირები მთელი ძალებით ცდილობენ მისტერ რიდის მოქცევას, მაგრამ ეს ბევრად უფრო საშიში აღმოჩნდება, ვიდრე მათ შეეძლოთ წარმოედგინათ. მალე, მისიონერები ჩათრეულები აღმოჩნდებიან მის კატა–თაგვობანას სასიკვდილო თამაშში.

41 0 00 Share Report Read
Society gacpacho

პლატფორმა 2

2019 წლის ამავე სახელწოდების ესპანური სამეცნიერო ფანატასტიკური ჰორორის გაგრძელება, რომელშიც მოვლენები ვითარდება ვერტიკალურ და თვითმართვად ანტიუტოპიურ ციხეში, სადაც პატიმრებს შემთხვევით ანაწილებენ სართულებზე, ხოლო საჭმელი მიეწოდებათ დაღმავალი პლატფორმის მეშვეობით. მაშინ როცა ზედა სართულებზე მყოფ პატიმრებს შეუძლიათ იმდენი ჭამონ, რამდენიც უნდათ, დანარჩენები ნარჩენებით უნდა დაკმაყოფილდნენ. მას შემდეგ, რაც იდუმალი ლიდერი აყალიბებს თავის წესებს ვერტიკალური პლატფორმის სასტიკ სისტემაში, ახალბედა პატიმარი საკვების განაწილების საეჭვო მეთოდს აწყდება.

39 0 00 Share Report Read
Society gacpacho

როგორ მოვათვინიეროთ ქმარი

ქორწინების მრჩევლის მცდელობაა გამოასწოროს საკუთარი ქორწინება. ის გეგმავს ქმრის შეცვლას მაგრამ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო ...

34 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ქანთრის ძალა

მოვლენები ვითარდება ახალგაზრდა ამომავალი მომღერლის ბოს გარშემო, რომელიც დაინტერესებულია ქანთრი მომღერალი კელი კანტერით, რომლის პოპულარობა უკვე გარკვეულწილად გაქრა

64 0 00 Share Report Read
Society gacpacho

არწივის მოთვინიერება

როდესაც განცაკლევებით მცხოვრები ლიფის დედა, ჰანი კვდება, იგი მას “პირობით მემკვიდრეობას” უტოვებს. სანამ ის იოსემიტში მდებარე მის ულამაზეს ქოხში გადავა, ლიფიმ გარდაცვლილი დედის რთული და ზოგჯერ საეჭვო სამუშაოების ჩამონათვალი უნდა შესარულოს. შედეგად, როდესაც მთავარი გმირი თავისი შეცდომების გამოსყიდვას ცდილობს, ლეიფი და ნორა, მისი საუკეთესო ძაღლები, ჰანის ველურ სამყაროში აღმოჩნდებიან…

42 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ბედლენდის მონადირეები

მოვლენები ვითარდება პოსტ-აპოკალიფსურ სეულში, როდესაც სასიკვდილო მიწისძვრა კორეის დედაქალაქს უკანონობის ტერიტორიად აქცევს, სადაც უბრალო გადარჩენა ფუფუნებად გადაიქცევა, ერთგულება არ არის მუდმივი, ხოლო ადამიანის ნებისყოფა გამოიცდება ბუნების უმძიმეს პირობებში. უშიშარი მონადირე საქმეს საკუთარ ხელში იღებს, როდესაც მოზარდს, რომელთანაც ის ახლოსაა, გაიტაცებს შეშლილ ექიმი, რომელიც ატარებს საშინელ ექსპერიმენტებს ადამიანებზე…

40 0 00 Share Report Read
Society gacpacho

აპოკალიფსი Z: დასასრულის დასაწყისი

ცოფის მსგავსი უცნაური დაავადება იწყებს უკონტროლოდ გავრცელებას მთელს პლანეტაზე, რაც ადამიანებს უკიდურესად აგრესიულ არსებებად აქცევს. მაგრამ ხავიერი უკვე გარკვეული ხანია საკუთარ აპოკალიფსში ცხოვრობს; უბედური შემთხვევის შედეგად ცოლის დაკარგვის გამო მგლოვიარე ხავიერი დეპრესიაშია და იზოლირებულია ოჯახისგან, მის ერთადერთ კომპანიონ კატასთან ერთად. ავადმყოფობის გამწვავების გამო, მისი და დაჟინებით მოითხოვს, რომ მან დატოვოს ვიგო და შეუერთდეს მას კანარის კუნძულებზე, მაგრამ გეგმა ჩავარდა. ხავიერი და მისი კატა მალე იძულებულნი გახდებიან წავიდნენ და შეხვდნენ საეჭვო, მაგრამ მნიშვნელოვან კომპანიონებს გზაში.

37 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ალქაჯი

გრეგორი მაგუაირის რომანზე “ბოროტი: დასავლეთის ბოროტი ჯადოქრის ცხოვრება და თავგადასავალი” დაფიძნებული უინი ჰოლცმანისა და სტივენ შვარცის ბროდვეის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიუზიკლის ორნაწილიანი ფილმის პირველი სრულმეტრაჟიანი ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები ვითარდება ოზის ჯადოსნურ სამყაროში, რომლის ცენტრში აღმოჩნდება ორი ჯადოქარი: ოზის მიერ მწვანეკანიან ქალად ქცეული – დასავლეთის მომავალი ბოროტი ჯადოქარი ელფაბა, და მიმზიდველი და ამბიციური გოგონა გლინდა, რომელიც მოგვიანებით ჩრდილოეთის კეთილი ჯადოქარი გახდება. ფილმი მოგვითხრობს ამბავს ორი გოგონას მოზარდობის, მათ მეტოქეობის ერთი შეყვარებულისთვის ბრძოლაში, ასევე ტირან ჯადოქართან ბრძოლის შესახებ, რომლის ძალისხმევითაც ოზის სამყაროს მკვიდრნი ელფაბას დაუპირისპირდებიან.

65 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

დიდი გასროლა

კერძო დეტექტივს ქირაობენ იმისთვის, რომ იპოვონ დაკარგული სტრიპტიზის მოცეკვავე. ადვილი საქმე ნელ-ნელა იხლართება - ის, ვისაც დეტექტივი შეკითხვებს უსვამს, კვდება...

39 0 00 Share Report Read