Society

Society gacpacho

უჯრედი - გალია

ფსიქოთერაპევტი კომაში მყოფი სერიული მკვლელის ცნობიერებაში აღწევს, რათა დაადგინოს, თუ სად დაამწყვდია მან თავისი უკანასკნელი მსხვერპლი, რომელიც დაიღუპება, თუ დროულად არ დაიხსნიან ...

37 0 00 Share Report Read
Society gacpacho

გარიყული

ამ ფილმის გმირი, ჩაკ ნოლანი, - საფოსტო სამსახურის 'ფედერალ ექსპრესის' თანამშრომელია. ჩაკი - გამოუსწორებელი პედანტია. ნოლანის ცხოვრება, მაღალთანამდებობიანი ინსპექტორის ისეთი გადატვირთულია, რომ არც პირად ცხოვრებაზე რჩება დრო, არც საყვარელი ქალისთვის... მაგრამ დაუნობელმა ბედისწერამ აიძულა ნოლანი სხვანაირად შეხედოს თავის სიცოცხლეს... თვითმფრინავი, რომლითაც მიფრინავს ჩაკი, ოკეანეში ჩავარდება. ჩაკი, ერთადერთი გადარჩენილი კატსტროფიდან, უკაცრიელ კუნძულზე ხვდება. აქ ნოლანს მოუწევს დიდი ხნის გატარება სასტიკ ბრძოლაში სიცოცხლის გადასარჩენად...

33 0 00 Share Report Read
Society gacpacho

იპოვო ფორესტერი

მწერალი უილიამ ფორესტერი მრავალი წელია რაც, საკუთარი ნებით, განდეგილად ცხოვრობს. ის ხალხში უკანასკნელად ორმოცი წლის წინ გამოჩნდა, როდესაც მისი შესამიშნავი წიგნი დაიბეჭდა. მას შემდეგ, მისი სახლის ზღურბლზე არავის გადაუბიჯებია. მაგრამ 16 წლის ჯამალ უოლესმა მასთან შეღწევა მოახერხა. ეს შემთხვევითი შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა. ფორესტერს კარს მიღმა ცხოვრების ინტერესი კვლავ გაუჩნდა, ჯამალი კი, რომელსაც ბრწყინვალე სპორტული მომავალი აქვს, მიხვდა, რომ მისი ჭეშმარიტი მოწოდება - ლიტერატურული ხელოვნებაა.

29 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ამერიკელი ფსიქოპატი

დღისით ის არაფრით განირჩევა სხვებისგან, და ხალხმრავლობაშიც თქვე არ მიაქცევდით მას არანაირ ყურადღებას. მაგრამ ღამით ეს კეთილშობილი მოქალაქე გარდაიქმნება სასტიკ მკვლელად, რომელიც მთელ ქალაქს ატერორებს. თანამედროვე ველური, რომელსაც ეზიზღება ადამიანთა კანონები, ის იკვებება თავისი სიძულვილით ამომფრქვევ ცეცხლით, რომელიც ყოველ ახალ დანაშაულზე იზრდება. საშინელების ზღვარი კრიტიკულ წერტილამდეა მისული. მალე დადგება ის მომენტი, როდესაც მის გაჩერება უკვე შეუძლებელი იქნება...

47 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ცხრა იარდი

უამრავი უსიამოვნება ხდება ჩვენი ბევერლი ხილსის საყვარელი დანტისტის ნიკოლას ოზერანსკის ცხოვრებაში. კარგი ამბავი ის არის, რომ მისი ცოლი სინტია ორსულადაა. ცუდი ამბავი? მას პარანოია დაეწყო... ცნობილი ვენგრული მაფიის მეთაური ლაზლო ციხიდან გამოვიდა და ფულის დაბრუნება უნდა, რომელიც ოზმა და ჯიმ ტულპანებმა მას ცხვირ წინ მოპარეს. ლაზლო ყველაფერზე წავა, იმისათვის, რომ დაიბრუნოს თავისი ფული , და ამ მიზნისთვის ის იტაცებს ორსულ სინტიას... ამბავი უფრო და უფრო იხლართება, მაგრამ ეს ხომ მხოლოთ ერთი დღეა ჩვენი გმირების ცხოვრებიდან...

40 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ბრძოლის წესები

საზღვაო ქვეითი ჯარის პოლკოვნიკი ტერი ჩილდერსი მიემგზავრება სახიფათო დავალების შესასრულებლად ერთერთ ახლოაღმოსავლეთის ქვეყანაში, სადაც ამერიკული საელჩოს კედლებთან გააფთრებული ისლამისტები დემონსტრაციას ატარებენ. როდესაც ისინი შენობის კარების შემტვრევას დაიწყებენ, ის ბრძოლის წესების მიხედვით ცეცხლს გახსნის აშშ–ს ელჩის და მისი ოჯახის სიცოცხლის დასაცავად. ახლა კი ნამდვილ პატრიოტს, რომელიც ყველაზე სარისკო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა ადანაშაულებენ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეების მკვლელობაში.

60 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ეჭვქვეშ

პუერტო-რიკო გაბრწყინებულია სადღესასწაულო განათებებით... გავლენიანი ადვოკატი - ჰენრი ჰორსტი, საქველმოქმედო წვეულებაზე მიიჩქარის... მაგრამ მანამდე მან პოლიციის ინსპექტორის - ვიქტორ ბენეზეს შეკითხვებს უნდა უპასუხოს, მის მიერ ბაღში ნაპოვნ ცხედართან დაკავშირებით...

39 0 00 Share Report Read
Society gacpacho

აზარტული თამაშები

მახე დაგებულია. თავხედი ძარცვისთვის თავზეხელაღებულიბისგან შემდგარ ბანდას ესაჭიროება ვინმე ნიკი, რომელმაც ხუთი თითივით იცის მდიდარი კაზინოს დაცვის სისტემა. სატყუარას სახით მასთან შეხვედრაზე გააგზავნიან ლამაზმანს ეშლის, რომელსაც მასთან საიდუმლო რომანტიული მიმოწერა ჰქონდა. არაფრის აზრზე მყოფი ნიკის მეგობარი რუდი გადაწყვეტს თავისი თავი ნიკად გაასაღოს, იმისათვის, რომ გაიცნოს საიდუმლო გოგონა. და ახლა ეს აზარტული თამაში შეიძლება მას სიცოცხლის გფასად დაუჯდეს...

47 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სიყვარული და რისხვა

ირლანდია. XIX საუკუნის მიწურული. აგნეს მაკ დონელი – ცივსისხლიანი ინგლისელია, რომელიც ულამაზესი კუნძულზე ადგილ–მამულებს ფლობს. ის თავის თავის ბატონ–პატრონია და მის ცხოვრებაში ჩარევა არავის ძალუძს. ერთხელაც მის ცხოვრებაში გამოჩნდება ამოუცნობი ჯეიმს ლინჩჰაუნი – მკაცრი ირლანდიელი, უცნობი წარსულითა და გაუგებარი აწმყოთი. თავისი "ნიჭის" წყალობით ის მალე აღწევს წარმატებას კარიერაშიც და იმკვიდრებს ადგილს არც ისე ახალგაზრდა მასპინძლის გულში.

32 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ბარი საძაგელი კოიოტი

ვაიოლეტმა მთელი ცხოვრება გაატარა გარეუბანში და ოცნებობდა მომღერალი გამხდარიყო. მაგრამ მას არასოდეს ტოვებდა განათებულ სცენაზე და ხმაურიანი მაყურებლის წინაშე გამოსვლის შიში

42 0 00 Share Report Read