Articles tagged “animeebi qartulad”

--- ryo

ყველა ჩვენგანი მკვდარია ქართულად

კორეის საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის ეს ჩვეულებრივი სასკოლო დღე იყო - სანამ მოსწავლე უცნობი ვირუსით ინფიცირებული არ დაბრუნდება სკოლის სამეცნიერო ლაბორატორიიდან. ვირუსი ვრცელდება სკოლიდან მთელს ნახევარკუნძულზე. სტუდენტები იბრძვიან გადარჩენისთვი ს, სანამ დახმარება არ მოვა.

14 733 0 00 Share Report Read
--- gacpacho

მემკვიდრეები

"მემკვიდრეები" სწორედ ასე უწოდებენ იმ მოზარდ ახალგაზრდებს რომლებიც სკოლის დამთავრების მერე, შეძლებენ საკუთარი მშობლების, კომპანიების მემკვიდრეობით მიღებას. ერთი შეხედვით მათ ყველაფერი აქვთ და საკუთარი ცხოვრების კონტროლიც შეუძლიათ, მაგრამ არის რაღაც რაც ასე მარტივად მართვადი არაა... სიყვარული... ახალ ისტორიასთან ჩაჭიდებას პირველივე ეპიზოდი განაპირობებს, შესაბამისად აჯობებს დანარჩენი უკვე თავად ნახოთ...

16 399 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ვანპანჩმენი

მოქმედება სამყაროსი ხდება, რომელიც ირონიულად ჰგავს ჩვენსას. მტავარი გმირი 25 წლის ბიჭია, რომელიც მელოტი და ძალიან ძლიერია. იგი ცდილობს გზა გაიკვლიოს ცხოვრებაში, რომელზეც მონსტრები და ურჩხულები ეღობებიან წინ.

7 877 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ჩემი საგმირო აკადემია

ბოლო წლებში მუდმივად იზრდება "კვირკების" - ახლად აღმოჩენილი სუპერძალების - გამოვლინება. კაცობრიობის 80% ფლობს სხვადასხვა უნარებს, ელემენტების მანიპულირებიდან დაწყებული ფორმის შეცვლით დამთავრებული. დანარჩენი მსოფლიო კი მთლიანად ძალების გარეშეა, ხოლო მათ შორის გახლავთ იზუკუ მიდორია.
ბავშვობიდანვე ამბიციური საშუალო სკოლელი, რომელსაც არაფერი არ უნდა იმაზე მეტად, ვიდრე გმირობა. იზუკუს უსამართლო ბედი მას აიძულებს რომ გმირებს შორიდან დააკვირდეს, იგი მათით აღფრთოვანებულია და ცდილობს მაქსიმალურად მეტი ცოდნა დააგროვოს.  მაგრამ ჩანს, რომ მისმა მონდომებამ გარკვეული შედეგი გამოიღო: იზუკუ ხვდება ნომერი პირველ გმირს და მის პირად კუმირს, ოლ მაითს, რომლის "კვირკი" უნიკალური უნარია, რომელიც შეიძლება მემკვიდრეობით მიიღო, მან კი იზუკუ აირჩია თავის მემკვიდრედ!მრავალთვიანი დამღლელი ვარჯიშის გავლის შემდეგ, იზუკუ ჩაირიცხება UA High-ში, პრესტიჟულ საშუალო სკოლაში, რომელიც ცნობილია თავისი გამორჩეული გმირის ტრენინგის პროგრამით და ამ წლის პირველკურსელები განსაკუთრებით პერსპექტიულები ჩანან. თავისი ნიჭიერი კლასელების და ბოროტი ორგანიზაციის მზარდი საფრთხის გათვალისწინებით, იზუკუ მალე გაიგებს, რას ნიშნავს ნამდვილ გმირად ყოფნა.



118 665 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ქალაქელი მონადირე

ისტორია იწყება საიდუმლო დავალების შესრულებით, მისიით რომლის შესახებაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის. თუმცა ეს წარმატებული გასვლა ყოველი ჯარისკაცის ცხოვრებას ცვლის და მაშინ როდესაც თითქოს ყველაფერი წარმატებით უნდა დასრულებულიყო, ხდება სრული გადატრიალება. სიმართლე გითხრათ მოკლე აღწერის დართვა არც მინდა რადგან ფილმში ძალიან, ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და პირველი ეპიზოდიდანვე ჩნდება კითხვა, როდის იქნება ახალი სერია?

4 634 0 00 Share Report Read
--- turdzeladze

რა დაემართა მდივან კიმს?

ლი იანგ-ჯუნის ოჯახი მართავს დიდ კომპანიას, სადაც ის ვიცე პრეზიდენტის პოზიციას იკავებს. ჭკვიანი, მდიდარი და სიმპატიურია, მაგრამ ქედმაღალი. მისი მდივანი კიმ მი-სო მასთან წლებია მუშაობს და იდეალურად ასრულებს მოვალეობას, მაგრამ მაინც გადაწყვეტს სამსახურიდან წასვლას. 

4 456 0 00 Share Report Read
--- gacpacho

როგორ ვასწავლე შერცხვენილ დიდგვაროვან ქალბატონს თავხედობა

იმ დანაშაულებისთვის დევნილი, რომლებიც არ ჩაუდენია, შერცხვენილი დიდგვაროვანი ქალბატონი შარლოტ ევანსი ტყის სიღრმეში უგონოდ ეცემა. მას იპოვის ჯადოქარი სახელად ალენ კროუფორდი—რომელსაც „დემონთა მბრძანებლადაც“ იცნობენ—და მის მდევრებს წინ აღუდგება. რადგან შარლოტს წასასვლელი არსად აქვს, ალენი მის მიმართ თანაგრძნობას იჩენს და სთავაზობს, რომ მასთან საცხოვრებლად მოსამსახურედ იმუშაოს.

3 250 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ყვავები - Crows Zero

ისტორია ვითარდება ბიჭების სკოლა სუძურანში, იქ სადაც ყველაფერი სხვაგვარადაა და რადიკალურად განსხვავებული ჩვეულებრივი სასწავლებლებისგან. ბრძოლები, არანაირი დანდობა, ლტოლვა პირველობისკენ, მეფობის სურვილი, სწორედ ეს უნდა იქ მოხვედრილ ყველა ახალგაზრდას, მაგრამ ცოტას თუ ყოფნის გამბედაობა, რომ საამისოდ ნაბიჯი გადადგას.

7 906 0 00 Share Report Read