Technology

Technology gacpacho

თინეიჯერი მუტანტი კუ-ნინძები

ერთ დღეს, იაპონიიდან ემიგრანტმა, ჰამატო იოშიმ, საკუთარ თავს შინაური ცხოველების სახით ოთხი კუ უყიდა. მაგრამ მუტაგენის გავლენის ქვეშ, იოში გადაიქცა ნახევრად ვირთხა, ნახევრად კაცი სპლინტერად, კუები კი გაიზარდა უზარმაზარი ზომებით და შეიძინეს ადამიანური თვისებები

50 0 00 Share Report Read
Technology gacpacho

სკოტ პილიგრიმი

ანიმაციური სერიალი მოგვითხრობს ტორონტოში მცხოვრები, ავტოფარეხის ინდი-როკ ჯგუფის “Sex Bob-omb” 20 წლის ბასისტის, სკოტ პილიგრიმის შესახებ, რომელიც მთელი ძალებით ცდილობს იპოვოს და შეინარჩუნოს სამუშაო, ასევე თავი აარიდოს ბინიდან გამოსახლებას. ახალგაზრდა სკოტის არასდროს ჰქონია პრობლემა შეყვარებულებთან; როგორც წესი, პრობლემა მათგან თავის დაღწევაა. მაგრამ მისი ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც გაიცნობს რამონა ფლაუერს. როცა რამონა სკოტის გულში აღწევს, ის აღმოაჩენს, რომ მას აქვს ყველაზე უსიამოვნო პრობლემა: რამონას ყოფილი ბოიფრენდების არმია, რომლებიც ახლა არაფრის წინაშე არ გაჩერდებიან, რათა ამოშალონ იგი თაყვანისმცემლების სიიდან.

52 0 00 Share Report Read
Technology gacpacho

ლურჯ თვალება სამურაი

მე-17 საუკუნის იაპონიაში, როდესაც საზღვრები დაკეტილი იყო გარე სამყაროსთვის, მოქალაქეებს არასოდეს უნახავთ ადამიანი, რომელიც არ იყო იაპონელი, გარდა უკანონო ვაჭრობის იშვიათი შემთხვევებისა. მთავარმა გმირმა მიცუმ იცის, რომ მისი დაბადების დღეს იაპონიაში მხოლოდ ოთხი თეთრკანიანი მამაკაცი იყო, და ამ კაცების მოსაკლავად მიდის, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს მისი მამა, რომელმაც იგი “სამარცხვინო არსებად” აქცია. მაგრამ შურისძიება ქალის საქმე არ არის, ამიტომ მიცუმ შურისძიება უნდა ეძებოს, თავისი სქესისა და ცისფერი თვალების დამალვით. მის მოგზაურობისას უერთდება, სობის ოსტატი, რომელიც ოცნებობს სიდიადეზე; ქედმაღალი სამურაი და პრინცესა.

52 0 00 Share Report Read
Technology gacpacho

ბუს სახლი

თავდაჯერებული თინეიჯერი გოგონა ლუზი აღმოჩნდება ჯადოსნურ სამყაროში, სადაც პოულობს ახალ მეგობრებს - მეამბოხე ჯადოქარ იდას და პატარა დემონს სახელად მეფე. ამ სამყაროში ლუზი ჯადოქრობის ხელობის დაუფლებაში და სხვადასხვა თავგადასავალში ჩაიძირება.

44 0 00 Share Report Read
Technology gacpacho

კასტელვანია: ნოქტურნი

ვიდეო თამაშის “Castlevania” სერიებზე დაფუძნებული ამავე სახელწოდების ანიმაციური სერიალის სპინ-ოფი, რომელშიც მოვლენები ვითარდება 1792 წელს, საფრანგეთის რევოლუციის დროს, რომელიც სიფასა და ტრევორ ბელმონტების ვაჟის, რიჰტერ ბელმონტის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღო ვამპირებზე მონადირის სახელი და შესაძლებლობები. საფრანგეთის რევოლუცია, უდავოდ დააპირისპირებს მთავარ გმირს საშინელ ურჩხულებს, როგორც ადამიანებს, ასევე დემონებს.

49 0 00 Share Report Read
Technology gacpacho

სამურავი

მოხუცი კანადელი ჯარისკაცი ლოგანი დაუბრუნდა ფორმას, ის მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა იაპონიაში და სწორედ მანდ მოუწევს დაბრუნება რათა დაიცვას მარიკო, ვისი მამაც იაპონური მაფიის ლიდერია

41 0 00 Share Report Read
Technology gacpacho

ბლეიდი

აფრო-ინგლისელი ერიკ ბრუკსი, მეტსახელად ბლეიდი, გამოცდილი და დაუნდობელი მონადირეა ღამის ვამპირებზე, რომლებმაც კაცობრიობა შიშსა და უმეცრებაში შეინახეს მრავალი ათასწლეულის განმავლობაში. ვამპირის მიერ დაკბენილი ქალის შვილმა ბლეიდმა მიიღო ძალები, რომ ებრძოლოს მისივე რასას

60 0 00 Share Report Read
Technology gacpacho

რკინის კაცი

ტონი სტარკი არის ფიზიკოსი და იარაღის დიდი კომპანიის პრეზიდენტი. ბრძოლაში ის საკუთარი წარმოების იარაღით დაიჭრა და ტერორისტებთან ტყვედ ჩავარდა. თავის გადასარჩენად მან მოტყუებით შექმნა რკინის კაცის კოსტუმი, რომლითაც გაიქცა

45 0 00 Share Report Read
Technology gacpacho

იქს-ადამიანები

მრავალი ბრძოლის, დიდი გამარჯვებისა და მწარე წარუმატებლობის შემდეგ, პროფესორ ქსავიეს ჯგუფი დაიშალა. მაგრამ ახლა კიდევ ერთი განგაშის სიგნალი მოდის იაპონიიდან და მოკლე გამოძიება აჩვენებს, რომ უბედურება ემუქრება არა ინდივიდებს, არამედ მსოფლიოს ბედს და დროა იქს-ადამიანები კვლავ გაერთიანდნენ

47 0 00 Share Report Read
Technology gacpacho

მე ვარ გრუტი

Marvel Comics-ის ამავე სახელწოდების პერსონაჟზე დაფუძნებული მოკლემეტრაჟიანი ფანტასტიკური სერიალი, გალაქტიკის მცველების წევრის, ხის მსგავსი ჰუმანოიდისა და რაკეტას თანამზრახველი პატარა გრუტის შესახებ, რომელშიც თითოეული სერია მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ იზრდება პატარა გრუტი გალაქტიკაში, სადაც ის თავგადასავლებით სავსე მოგზაურობებში მიდის ახალ და უჩვეულო პერსონაჟებთან ერთად, რომლებიც მთავარ გმირს მუდმივად უსიამოვნებებში ხვევენ.

40 0 00 Share Report Read