გახმაურებული რეჟისორის ედგარ ვრაითის ფსიქოლოგიური თრილერი. ელოიზს, მიზანსწრაფულ დიზაინერს, 1960იანებში იდუმალად მოხვედრის შესაძლებლობა ეძლევა, სადაც იგი მოულოდნელად თვალისმომჭრელ და მისაბაძ მომღერალ, სენდის ხვდება
სახელგანთქმული ეგზორცისტი ახალბედა მღვდელს შეეკვრება თავისი წვრთნის პირველ დღეს. როდესაც ისინი დედამიწაზე არსებულ ჯოჯოხეთში ღრმად ჩაეფლობიან, ბოროტისა და კეთილის გამყოფი ხაზები წაიშლება, საკუთარი დემონები კი თავს იჩენს
საშინელი ისტორია -ტერორი, მკვლელობა და უცნობი ბოროტება - რომელმაც რეალური პარანორმალური მოვლენების გამოცდილი მკვლევარები, ედ და ლორენ უორენებიც კი შოკში ჩააგდო
ფილმი საფარქვეშ მომუშავე ბრიტანელი ჟურნალისტის ემი უიტაკერის შესახებ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს, რომელიც სოციალურ ქსელებში ISIS-ის მიერ ახალგაზრდა ევროპელი ქალების გადაბირების საქმის გამოძიებას და ტერორისტების გამოაშკარავებას გადაწყვეტს
ახალგაზრდა მამაკაცი, კირანი მის გარშემო განვითარებული უცნაური ტრაგედიების გამო იტანჯება. კირანის ქცევა ყოველი ტრაგედიის შემდეგ უფრო ტრაგიკული ხდება - ის განიცდის მოვლენებს, რომლის გაგება ან ახსნა არ შეუძლია
ქმრის მოულოდნელი სიკვდილისგან დამწუხრებული ბეთი ტბის პირას მდებარე სახლში მარტო რჩება, რომელიც მისმა მეუღლემ მისთვის ააშენა. მთავარი გმირი ღამით, აშკარად გრძნობს ქმრის სახლში ყოფნას
საშინელებათა თრილერი, ახალგაზრდა ქალის მედისონის შესახებ, რომელიც ერთ ღამეს თავის სიზმარში ბოროტი არსების მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობის მოწმე გახდება
მთავარი გმირი იღებს საიდუმლო შეთავაზებას, რაზეც არ შეუძლია უარი თქვას. გმირს შესთავაზებენ 7 საიდუმლო შინაარსის ყუთის მიტანას გულუხვი ჯილდოს სანაცვლოდ, რაც სასიკვდილო საშიშ -ამერიკულ ატრაქციონად- გადაიქცევა
ახალგაზრდა მამას ედმონდ მიურეის მოულოდნელად მისი აცრემლებული ყოფილი მეუღლე ჯოანი დაურეკავს, რომელიც აკანკალებული ხმით აცნობებს, რომ კემპინგში მყოფი მათი ერთადერთი 7 წლის ვაჟი უკავალოდ გაუჩინარდა