Travel

SocietyTravel gacpacho

ანგარიშსწორება 2

2006 წლის ფილმის “ბუღალტერი“ გაგრძელება კრისტიან ვოლფის შესახებ, რომელსაც რთული პრობლემების გადაჭრის ნიჭი აქვს. როდესაც მის ძველ ნაცნობს კლავენ მას შემდეგ, რაც დატოვებს კოდირებულ შეტყობინებას ” იპოვე ბუღალტერი”, ვოლფი იძულებულია საქმე გომოიძიოს. როცა ვოლფი აცნობიერებს, რომ უფრო ექსტრემალური ზომებია საჭირო, ის დახმარებას სთხოვს თავის გაუცხოებულ და ძალიან საშიშ ძმას, ბრექსს. აშშ-ს სახაზინო დირექტორის მოადგილე მერიბეტ მედინასთან პარტნიორობით ისინი აღმოაჩენენ სასიკვდილო შეთქმულებას, ხდებიან მკვლელთა დაუნდობელი ქსელის სამიზნეები, რომლებიც არაფრის წინაშე არ შეჩერდებიან თავიანთი საიდუმლოების დასამალად.

68 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ბოროტი პატარა წერილები

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული კომედია, რომელშიც მოვლენები ვითარდება 1920-იან წლებში ზღვისპირა ქალაქ ლიტჰემპტონში და მოგვითხრობს ედიტ სვონისა და მისი მეზობელის როუზ გუდინგის შესახებ. ერთ დღეს ედიტი და ქალაქის სხვა მაცხოვრებლები იწყებენ უხამსი ენით დაწერილი სკანდალური წერილების მიღებას. ეჭვი მაშინვე როუზიზე ჩნდება, რომელსაც თავისუფლების და ქალიშვილზე მეურვეობის დაკარგვა ემუქრება, ხოლო როცა აღმაშფოთებელი წერილები განაგრძობენ ქალაქის მოწამვლას, პოლიციელი გლედის მოსი იწყებს ეჭვს, რომ რაღაც არ არის რიგზე. მარგი ქალების ჯგუფთან ერთად, გლედისი ცდილობს ამოხსნას საიდუმლო, გაათავისუფლოს როუზი და დაიჭიროს ნამდვილი დამნაშავე.

69 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ტალღმჭრელი

ფილმი მოგვითხრობს ცოტა ხნის წინ ციხიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა ყოფილი პატიმარის, დივოს შესახებ, რომელსც პატიმარი რეი ჩაილდერსი ავალებს თავისი გაუცხოებული ქალიშვილი ევას მოძებნას. ამისთვის დივოს მოუწევს შტატის საზღვრის გადაკვეთა, რაც არღვევს მის პირობით გათავისუფლებას და ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი კვლავ დაპატიმრება. ახლა საკმარისია ერთი შეცდომა, რომ მთავარი გმირი დაბრუნდეს იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. თუმცა, ეს მას ყველაზე ნაკლებად აწუხებს, რადგან ევას წარსული ხსნის ახალ საფრთხეებს, რისთვისაც დივი მოუმზადებელი აღმოჩნდება.

54 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

პაპის კონკლავი

რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდებირს რომანზე დაფუძნებული რეჟისორ ედუარდ ბერგერის დეტექტიური თრილერი, რომელიც მოგვითხრობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო და უძველესი მოვლენის – ახალი პაპის არჩევის შესახებ. კარდინალ ლოურენსს დაევალება ამ საიდუმლო პროცესის თავმჯდომარეობა მისი საყვარელი პაპის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ. მაგრამ მას შემდეგ, რაც კათოლიკური ეკლესიის გავლენიანი ლიდერები შეიკრიბებიან მთელი მსოფლიოდან და იკეტებიან ვატიკანის დარბაზებში, ლოურენსი აღმოჩნდება შეთქმულების ცენტრში, რომლის დროსაც გამოავლენს საიდუმლოს, რომელმაც შეიძლება შეარყიოს ეკლესიის საფუძველი.

77 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

მოჩვენებები ვენეციაში

აგათა კრისტი ნაკლებად ცნობილ რომანზე “ჰელოუინის სადღესასწაულო წვეულება” დაფუძნებული კრიმინალური დეტექტივი, და 2017 წლის “მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ და 2022 წლის “სიკვდილი ნილოსზე“ ფილმების გაგრძელება, პენსიაზე გასული კერძო დეტექტივის, ერკიულ პუაროს შესახებ, რომელიც ახლა ცხოვრობს ვენეციაში. მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაცარიელებულ ქალაქში, პუარო აღმოჩნდება სპირიტულ სეანსზე ძველ პალაცოში, სადაც სავარაუდოდ მოჩვენებები სახლობენ. სწორედ ამ დროს კლავენ სპირიტული სეანსის ერთ-ერთ მონაწილეს. შედეგად, პენსიაზე გასულ დეტექტივს მოუწევს მკვლელობის გამოძიება, რომლის დროსაც აღმოჩნდება ჩრდილებისა და საიდუმლოებების ბოროტ სამყაროში.

52 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ნადირობა

ჟაშუშური თრილერი, ჩრდილოეთ კორეელი ჯაშუშის ძებნაზე სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის რიგებში 1980-იან წლებში, როდესაც სამხედრო დიქტატურა თავის პიკს მიაღწევს, შიდა და საგარეო საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელებს ჩრდილოეთ კორეელი ჯაშუშის გამოვლენა დაევალებთა. როცა ჯაშუში იწყებს საიდუმლო მონაცემების მოპოვებას, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, თითოეულ განყოფილებას დაევალება ერთმანეთის გამოძიება. ამ დაძაბულ სიტუაციაში, თუ ისინი ვერ იპოვიან ბოროტმოქმედს, შეიძლება თავად აღმოჩნდნენ ციხეში. გმირები თანდათან იწყებენ სიმართლის გამოვლენას და იგებენ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მკვლელობის წარმოუდგენელ შეთქმულებას.

120 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

პადინგტონი 3

2017 წლის ფენტეზური ანიმაციური ფილმის “პადინგტონი 2“ მესამე ნაწილი მსოფლიოში ყველაზე გულისხმიერი, კეთილი და გონიერი დათუნიას, სახელად პადინგტონის და მისი ახალი თავგადასავლების შესახებ, რომელიც ბედნიერად ცხოვრობს მისის და მისტერ ბრაუნების ოჯახში. ამჯერად პადინგტონი ლონდონიდან მშობლიურ პერუში ბრუნდება, რომელსაც ახლა მხიარული და საინტერესო თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა ელის…

48 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

წარსული

აჰმედი და მისი ფრანგი მეუღლე ოთხი წელია დაშორებულები არიან. მარის თხოვნით, გმირი პარიზში ჩადის თეირანიდან, რათა მოაგვაროს მათ განქორწინებასთან დაკავშირებული ფორმალური საკითხები

58 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

მზის ჩასვლა

ბრიტანელი ელისი და ნილ ბენეტები, მდიდარი დაქორწინებული წყვილია, რომლებიც მათ შვილებთან, კოლინთან და ალექსთან ერთად აკაპულკოს მდიდრულ კურორტზე ისვენებენ. გმირების ცხოვრება იდეალური ჩანდა იქამდე, სანამ ნათესავის გადამწყვეტი სატელეფონო ზარი იდილიას არ დაარღვევს. ოჯახში ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ახლა ნილი, ელისი და ბავშვები იძულებულნი არიან სასწრაფოდ დაბრუნდნენ ლონდონში. მაგრამ მათი თვითმფრინავის გაფრენამდე, ნილი ისე იქცევა, თითქოს პასპორტი დარჩა სასტუმროსში. ის მათ სახლში წასვლას აიძულებს და ირწმუნება, რომ მომდევნო რეისით გამოფრინდება. თუმცა, ამის ნაცვლად, ნილი იაფ სასტუმროს ქირაობს და იწყებს თავისი წარსული ცხოვრების ეჭვქვეშ დაყენებას. ის მთელ დროს სანაპიროზე ატარებს, სადაც ადგილობრივ მიმზიდველ გოგონას ბერნისის გაიცნობს. შედეგად, მთავარი გმირი ლონდონში დაბრუნების გადადების მიზეზების ძებნას აგრძელებს. ამასობაში მის ოჯახს საოჯახო საქმეების და იურიდიული საკითხების მოგვარება უწევს. საბოლოოდ, ნილის უჩვეულო ქცევა ოჯახში დაძაბულობას იწვევს.

48 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

დიდი გასროლა

კერძო დეტექტივს ქირაობენ იმისთვის, რომ იპოვონ დაკარგული სტრიპტიზის მოცეკვავე. ადვილი საქმე ნელ-ნელა იხლართება - ის, ვისაც დეტექტივი შეკითხვებს უსვამს, კვდება...

39 0 00 Share Report Read