Travel

Travel gacpacho

მისიე სპეიდი

ამერიკელი მწერლის დეშილ ჰემეთის 1930 წლის კლასიკური რომანის “მალტის შევარდენი” ცნობილ მთავარ გმირზე დაფუძნებული კრიმინალური თრილერი, რომელშიც მოვლენები ვითარდება 1963 წელს და მოგვითხრობს პენსიაზე გასული ლეგენდარული დეტექტივის სემ სპეიდის შესახებ, რომელიც ცხოვრებით ტკბება სამხრეთ საფრანგეთში. სან-ფრანცისკოში კერძო გამომძიებლად მუშაობისგან განსხვავებით, სპეიდის ცხოვრება ბოზულში მშვიდია. მაგრამ ჭორები მისი ძველი მტრის დაბრუნების შესახებ ყველაფერს შეცვლის. ექვსი საყვარელი მონაზონი სასტიკად მოკლეს ადგილობრივ მონასტერში. სანამ ქალაქი გლოვობს, საიდუმლოებები ვლინდება და ჩნდება ახალი მინიშნებები. სპეიდი გაიგებს, რომ მკვლელობები რატომღაც დაკავშირებულია იდუმალ ბავშვთან, რომელსაც თვლიან, რომ დიდი ძალა აქვს.

43 0 00 Share Report Read
Travel gacpacho

სამი სხეულის პრობლემა

ჩინეთის კულტურული რევოლუციის ფონზე, საიდუმლო სამხედრო პროექტი აგზავნის სიგნალებს კოსმოსში უცხოპლანეტელებთან კონტაქტის დასამყარებლად. შედეგად, განადგურების ზღვარზე მყოფი უცხოპლანეტური ცივილიზაცია იღებს სიგნალს და ახლა გეგმავს დედამიწაზე შემოჭრას. ამავე დროს დედამიწაზე სხვადასხვა ბანაკები იწყებენ ფორმირებას, რომელთა ნაწილი გეგმავს მიესალმოს უმაღლეს არსებებს და დაეხმაროს მათ მსოფლიოს დაპყრობაში, რომელიც კორუმპირებულად ითვლება, ხოლო მეორე ნაწილი მთელი ძალებით ცდილობს შეებრძოლოს შემოჭრას.

54 0 00 Share Report Read
Travel gacpacho

იდუმალი ობოლი: გამოძახილი

2013—2017 წლების პოპულარული სერიალის “იდუმალი ობოლი” სპინ-ოფი, რომელშიც მოვლენები ვითარდება უახლოეს მომავალში და ღრმად იძირება ადამიანის არსებობის მეცნიერული მანიპულირების კვლევაში, რომელიც მოგვითხრობს ქალების ჯგუფის შესახებ, რომლებიც ირევიან ერთმანეთის ცხოვრებაში და იწყებენ შთამბეჭდავ მოგზაურობას, რომლის დროსაც ხსნიან თავიანთი იდენტობის საიდუმლოებებს და ავლენენ სიყვარულისა და ღალატის შემზარავ ამბებს.

41 0 00 Share Report Read
Travel gacpacho

ქიმერა

წარსულში აფეთქება მოხდა. კვალმა გამოძიება სერიული მკვლელობების საქმემდე მიიყვანა, რომელიც ცნობილია, როგორც ქიმერას საქმე. 35 წლის შემდეგ მსგავსი აფეთქება ხდება.

130 0 00 Share Report Read
Travel gacpacho

გაუჩინარებული

ირლანდიელი დეტექტივი და ახალზელანდიელი პოლიციელი ერთად იწყებენ მუშაობას, რომ იპოვონ ირლანდიელი წყვილი, რომელიც ახალზელანდიური ქალაქიდან გაუჩინარდა. ქალაქის მოსახლეობა ვარაუდობს, რომ გაუჩინარება ისტორიულ მკვლელობებს უკავშირდება.

38 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

უცნობი

ისტორია მოგივთხრობს ერთ მამაკაცზე, რომელიც კომიდან გამოფხიზლებისას აღმოაჩენს, რომ ვიღაცამ მიითვისა მისი სახელი, ხოლო არავის, საკუთარ ცოლსაც კი არ ჯერა მისი. ამის შემდეგ ახალგაზრდა ტაქსის მძღოლ გოგონას დახმარებით ის ესწრაფვის დაამტკიცოს თავისი ვინაობა…

30 0 00 Share Report Read
Travel gacpacho

შუქურა 23

სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერი, სამთავრობო აგენტის, ასტერის და სტოიკოსი ყოფილი ჯარისკცის, ჰალანის შესახებ, რომელთა გზები ერთმანეთს კვეთს, როდესაც ისინი ირმის ნახტომის ყველაზე შორეულ მონაკვეთში არსებული მრავალი შუქურიდან ერთ-ერთის შიგნით აღმოჩნდებიან ხაფანგში, რომელიც გალაქტიკათშორისი მოგზაურების შუქურას წარმოადგენს. თითოეულ შუქურას აკონტროლებს ერთი მაღალკვალიფიციური ადამიანი და სპეციალიზებული ხელოვნური ინტელექტი. ასტერი იდუმალებით მოცულ ვითარებაში იპოვის გზას კოსმოსის ყველაზე ბნელ მონაკვეთში მდებარე შუქურის მარტოხელა მცველ ჰალანისკენ, და იწყება ნებისყოფის ინტენსიური ბრძოლა. ჰალანი იწყებს დაეჭვებას, ასტერი მეგობარია თუ მტერი, რადგან მისი განზრახვების და მოტივების დამალვის უნარმა შეიძლება ის დიდ მოწინააღმდეგედ აქციოს.

43 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ჰაკერი

ჰაკერი ფილმის სიუჟეტი ვითარდება სამყაროში, სადაც ყველაზე დიდ საფრთხეს კიბერტექნიკის სფეროს განვითარება წარმოადგენს...

32 0 00 Share Report Read
Travel gacpacho

პატარა საყვარელი მატყუარები: თავდაპირველი ცოდვა

სარა შეპარდის ამავე სახელწოდების რომანების სერიებზე დაფუძნებული თინეიჯერული მისტიკური ტელესერიალის სპინ-ოფი, რომელშიც მოვლენები ვითარდება კარგი რეპუტაციის მქონე ქალაქ მილვუდში მომხდარი საშინელი ტრაგედიიდან 20 წლის შემდეგ, რომელმაც კინაღამ გაანდგურა ქალაქი. ახალგაზრდა გოგონების ჯგუფი უცნობი თავდამსხმელის სამიზნე აღმოჩნდება, რომელსაც აქვს გადაწყვეტილი, აიძულოს ისინი საკუთარი და მათი მშობლების მიერ წარსულში ჩადენილ ცოდვებზე აგონ პასუხი.

41 0 00 Share Report Read
Travel gacpacho

ბოლო კანდიდატი

სერიალი ტომ კირკმენზე - აშშ-ს მთავრობის უმნიშვნელო წევრზე მოგვითხრობს რომელიც კატასტროფის შედეგად მთავრობის ყველა სხვა წევრის სიკვდილის შემდეგ, მოულოდნელად ქვეყნის პრეზიდენტი ხდება.

59 0 00 Share Report Read