User articles

--- gacpacho

რევანში

რაოდენ სუსტი შეიძლება იყოს ადამიანი სპორტში, დარწმუნებულები იყავით, რომ ჰან ო კი ნამდვილად გაგაკვირვებთ, მაგრამ ისტორიის მთავარი არსი ამაში არაა, მთავარი აქ მისი გარდაქმნის, სურვილის, მიზეზია რომელსაც უკვე თავად ნახავთ ამ ერთ პატარა ეპიზოდიან ფილმში.

2 201 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ლეგენდა ლურჯ ზღვაზე

კორეული დორამა "ლურჯი ზღვის ლეგენდა", ცნობილი ასევე როგორც "ლეგენდა ლურჯ ზღვაზე", იწყება 1598 წლის აგვისტოს ამბით ცუნამის შესახებ, რომელმაც ზღვის პირა სოფელს ერთდროულად სიხარულიც და ზარალიც მოუტანა. განადგურებელი საცხოვრებლები და დაღუპული პირუტყვი კომპენსირდა მრავალი გასაოცარი თევზით რომელიც ნაპირზე გამოირიყა, როგორც იტყვიან მთელი წლის სამყოფი მარაგი დაგროვდა, მაგრამ ყველაზე გასაოცარი აღმოჩენა რომელიც ამ ცუნამმა მოუტანა კუნძულს სრულიად სხვა რამ იყო, რისი აღწერაში წაკითხვა უკვე აღარ შეიძლება, ამიტომაც ყველას გისურვებთ სასიამოვნო ყურებას...

1 646 0 00 Share Report Read
--- gacpacho

თავებზე მონადირეები

ლი შანი და ვაბ ბა იუ ოდეზღაც ინტერპოლში მუშაობდნენ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო სამსახურის დატოვება მოუწიათ, რის შემდეგაც მათმა ცხოვრებამ დაიწყო შეცვლა, ერთ საბედისწერო დღეს კი ისინი დაიქირავეს დავალებაზე, რომლის რეალური არსი არ იცოდნენ...

1 572 0 00 Share Report Read
--- gacpacho

სკოლა მურიმ / Moorim School

დორამა მოგვითხრობს განსაკუთრებულ, სპეციალიზირებულ სკოლაზე, სასწავლებელზე სადაც ძირითადი სწავლებები ეთმობა საბრძოლო ხელოვნების შესწავლას. თუმცა სკოლა მურიმი მხოლოდ საბრძოლო სკოლა როდია, უპირველესად იქ ცხოვრებისეულ ფილოსოფიას ასწავლიან. ეს ყველაფერი მოიცავს მრავალ საკითხს: მომავალი მეომრის სულის სიმყარეს, მეგობრობისა და ამხანაგობის გააზრებას, უმაღლესი იდეალებისა და სხვა ადამიანისთვის საკუთარი თავის გაწირვას... ახალგაზრდა ადამიანისთვის შესანიშნავი საშვალებაა განვითარებისთვის, რათა მზად შეხვდეს ზრდასრულთა ცხოვრებას. სასწავლებელში სწავლის საშუალება პლანეტის ყველა ადგილიდან აქვთ. სკოლა მურიმი, ადგილია სადაც ყველას საკუთარი ისტორია და ცხოვრება აქვს.

2 478 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ბლიჩი - Bleach

უფროსკლასელ კუროსაკი იჩიგოს ბავშვობიდან ჰქონდა განსაკუთრებული შესაძლებლობა, მას მოჩვენებების დანახვა შეეძლო, დროის მანძილზე ამ წარმოუდგენელ უნარს შეეჩვია და გარკვეულ წილად დაიწყო დაკარგული სულების დახმარება, ჩვეულებრივი ადამიანები მის განსაკუთრებულობას ვერც კი ამჩევდნენ, მაგრამ ბოროტმა არსებებმა ის მხედველობის მიღმა არ დატოვეს, რის გამოც იჩიგოს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა...

2 107 0 00 Share Report Read
gacpacho

მიტოვებული წმინდა მხეცები

ხანგრძლივი სამოქალაქო ომის დროს, რომელიც  ჩრდილოეთსადა სამხრეთ შორის იყო,  ჩრდილოეთმა გამოიყენა არაამქვეყნიური ძალა და შექმნა სუპერჯარისკაცები იგივე ხორცშესხმულები, ომის დასრულების შემდეგ ხორცშესხმულებს უნდა ეცხოვრათ ისე როგორც აქამდე ცხოვრობდნენ, მათ დარჩათ ორი გზა ან სიცოცხლე ან სიკვდილი.

4 014 0 00 Share Report Read
gacpacho

სოულ ითერი

თუ ფიქრობთ, რომ სიკვდილის ღმერთი ბოროტია, მაშინ არასწორად მოგეცათ ინფორმაცია! სიკვდილის ღმერთს, ან შინიგამი-სამას, შეიძლება სამართლიანად ეწოდოს მსოფლიოს მხსნელი: მან ერთხელ დაამარცხა საშიში დემონი კიშინი, რომელმაც ყველაფერი სიგიჟის უფსკრულში ჩააგდო. ისე, რომ ეს აღარ განმეორდეს, შინიგამი-სამამ დააფუძნა სპეციალური აკადემია მისი თანაშემწეებისთვის - სტუდენტები, რომლებიც ან ჯადოსნური იარაღის ოსტატები არიან, ან სწორედ ის იარაღი, რომელსაც ადამიანის ფორმა აქვს. სტუდენტთა მიზანია დაიცვან ადამიანები ცოდვილი სულებისგან, რომლებიც მზად არიან გადაიქცნენ კიშინის კვერცხად. სტუდენტები-ადამიანი სწავლობენ იარაღის დიდ ოსტატობაზე და სამყაროს ბოროტი სულებისგან დაცვაზე. მათ თანამოაზრეებს კი სურთ ოდესმე თავად შინიგამი-სამას ემსახურონ.

8 683 0 00 Share Report Read
--- gacpacho

სადაც ვარსკვლავები ეშვებa

მელიის თანავარსკვლავედი აღწერს ინჩონის აეროპორტში მომუშავე ადამიანების ცხოვრებას, უფრო ზუსტად კი დაბნეული, ხალისიანი ქალის, ჰან იო რუმისა და მისტიური კაცის, ლი სუიონის ურთიერთობას. ჰან იორუმი მგზავრთა მომსახურების ახლად შეძენილი თანამშრომელია, რომელიც არის ყველაფერი, გარდა ჩვეულებრივისა. მას უნდა, რომ პერფექციონისტი იყოს და ყველაფერი ზუსტად შეასრულოს, თუმცა მისი მოუხერხებელობა და წინდაუხედავობა ამ ოცნების ასრულებაში ხელს უშლის. მას კეთილი გული აქვს და სურს ყველაფერი სწორად გააკეთოს, წესების წინააღმდეგ წასვლა რომც მოუწიოს. ლი სუიონიც ზოგადი დაგეგმარების გუნდის ახალი თანამშრომელია. ისიც პერფექციონისტია. KAIST კურსდამთავრებულია და პილოტობაზე ოცნებობს. ცივი და ჩაკეტილი ჩანს, თუმცა რეალურად მარტოსულია. მისტიური საიდუმლო, რომელსაც ის მალავს, უბიძგებს იმისკენ, რომ ყველას ჩამოშორდეს, ვისთანაც ურთიერთობა აქვს

1 822 0 00 Share Report Read