ის და მისი კატა
ის და მისი კატა და ის რაც მნიშნელოვანია ორივე მათგანისთვის, ამ მოკლემეტრაჟიან ფილმში, სინკაი მაკოტო, შეეცადა სითბოს, მარტოობისა და გრძნობების გადმოცემას სურათებსა და მუსიკაში..
ის და მისი კატა და ის რაც მნიშნელოვანია ორივე მათგანისთვის, ამ მოკლემეტრაჟიან ფილმში, სინკაი მაკოტო, შეეცადა სითბოს, მარტოობისა და გრძნობების გადმოცემას სურათებსა და მუსიკაში..
მოქმედება ხდება სენგოკუს ეპოქაში. რონინი, სახელად ნანაში [რაც უსახელოს ნიშნავს], მიტოვებულ ტაძარში გადაარჩენს კოტაროს, ბიჭს, რომელსაც ჩინური სამხედრო ორგანიზაცია დასდევს. ამ ორგანიზაციის ერთ–ერთი წევრია რარო, რომლის მიზანი არა იმპერატორის მორჩილება, არამედ ძლიერი მოწინააღმდეგის მოძებნაა. გაურკვეველია რა მიზანი ამოძრავებს ორგანიზაციას, თუმცა ეს ყველაფერი პირდაპირ თუ ირიბად უკვდავების ელექსირს უკავშირდება...
ეისის სიკვდილის შემდეგ ლუფის რთული პერიოდი დაიწყო, მას მოუწია არც თუ ისე ადვილი გადაწყვეტილების მიღება და მოუწია მეგობრების ორი წლით გაშვება რათა ევარჯიშათ და ძალები მოეკრიბათ. თავად ლუფი გაემართა რეილისთან ერთად "რუსუკაინუ"-ზე. მან დაიწყო ვარჯიში რათა გამხდარიყო არა მხოლოდ კაპიტანი, რომელიც შეძლებდა თუნდ სამყაროს დასალიერში წაყვანას საკუთარი მეგობრების, მათ ოცნებების ასახდენად, არამედ ის კაპიტანიც რომელიც შეძლებდა მათ დაცვას. რა მოხდა ამ ორი წლის მანძილზე? ღირდა კი ეს პერიოდი ამ განშორებად? ეს უკვე თავად შეაფასეთ...
ამბავი იმის შესახებ თუ რამდენად ხშირად გვავიწყდება ცხოვრებაში რა არის მნიშნელოვანი, რას ვეჩვევით და რა ხდება ჩვენთვის უბრალო. ხშირად გვავიწყდება რა არის მშობლების სიყვარული და სამწუხაროდ ამას იქამდე ვერ ვაცნობიერებთ სანამ უკვე გვიანი არ იქნება...
მოქმედება ვითარდება კუნძულზე, სადაც ადგილობრივ სკოლაში მიმდინარეობს სამზადისი, მოახლოებული, ფესტივალისთვის. მზიანი ამინდი და სასიამოვნო ნიავი, უეცრად იცვლება საშინელი ღრუბელითა და ქარიშხლით. ამინდის გაუარესების გამო კუნძულის დატოვებას ვეღარავინ ახერხებს და სწორედ მაშინ, როდესაც უკვე თითქოს ვეღარაფერი გაგვაოცებს იწყება ჩვენი გმირების თავგადასავალი.
ნარუტოს პირველი ოვა, ცალკეული ამბავი კონოჰამარუს მისიაზე. ოვები წარმოადგენენ ცალკეულ დამატებით ეპიზოდებს, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ძირითად ამბავს ცდება, ხშირად გვხვდებიან უკვე მკვდარი პერსონაჯები, ასევე შესაძლოა ბოროტი პიროვნება კეთილად იყოს წარმოჩენილი.
მუგივარების გუნდი ახალ თავგადასავალს გრანდ ტესორაზე აწყდებიან, ოქროთი დაფარული ყველაზე დიდი გემი-კაზინო მსოფლიოში, რისი მომასწავლებელი უნდა იყოს? გამდიდრების თუ იმედგაცრუების? როგორც ყოველთვის ლუფისა და მისი მეგობრების ისტორია ამჯერადაც სახალისოდ იწყება და დატვირთულია მრავალი სახიფათო, სასაცილო და საინტერესო ამბით...
ისტორია ვითარდება იაპონიაში სადაც ათას წელიწადში პირველად ჩამოვარდა კომეტა. სასიყვარულო ისტორიის მთავარი გმირები კი მიცუჰა და ტაკი არიან. მიცუჰა - უფროსკლასელია და იგი ქალაქიდან მოშორებით ცხოვრობს. მამამისი - ადგილობრივი მერია, რომელიც შინ იშვიათად არის ხოლმე, შესაბამისად უმეტესი პერიოდი გოგონა ბებიასთან ცხოვრობს უმცროს დასთან ერთად... ტაკი - უფროსკლასელი, რომელიც ტოკიოს ცენტრში ცხოვრობს. ძირითადად მეგობრებთან ერთად ატარებს დროს და მუშაობს რესტორანში, დაინტერესებულია არქიტექტურით. სწორედ ეს ორი ადამიანი იცნობს ერთმანეთს მართლაც რომ სასწაულებრივად, დანარჩენი კი ჯობია უკვე თავად ნახოთ...
ანიმე დაფუძნებულია სიონ მურის რომანებზე და მოგვითხრობს იაპონიის სპორტის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მოვლენაზე — ჰაკონეს ეკიდენზე. ეს სიტყვები არაფერს გეუბნებათ? მაშინ იცოდეთ, ეკიდენ ჰაკონე — არის უმსხვილესი ესტაფეტის მარაფონი. უნივერსიტეტის სტუდენტების შეჯიბრი სირბილში რომელიც მხოლოდ რამოდენიმე რეგიონისთვისაა ნებადართული. ამ შეზღუდვების მიუხედავად, იაპონიის მორბენლებისთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელიც ტარდება ყოველ წერს 2-3 იანვარს, სადაც უნდა გაირბინო დისტანცია ტოკიოდან ჰაკონემდე. სრული მანძილი კი არის— ყურადღებით! — 218 კილომეტრი, რომელიც ატლეტებმა უნდა დაფარონ. ამ გრანდიოზულ ფონზე განვითარდება ორი კალაპოტიდან ამოვარდნილი სპორტსმენის ისტორია, რომლებსაც მეგობრობამ ძალა მისცა შეექმნათ გუნდი დამონაწილეობა მიეღოთ ამ საოცარ გარბენში.
მოკვდა ახალგაზრდა გოგონა - ამოუცნობმა დამნაშავემ სასიკვდილოდ დაჭრა და დაიმალა. ამ გამოძიებას წინ უძღვება გამომძიებელი საკაიდო, ის საუკეთესო დეტეკტივია ვირტუალურ სამყაროში. იგი ახდენს ჩატვირთვას დამნაშავეთა ფსიქოლოგიურ ეგოში. ამ სამყაროში ჩატვირთვა ყველას არ შეუძლია, ეს მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. ჩატვირთვის შემდეგ საკაიდა კარგავს მეხსიერებას და მას მხოლოდ მსხვერპლის სახელი ახსოვს, მაგრამ დროთა განმავლობაში ის თავის სახელსაც და მიზანსაც იგებს: იგი საუკეთესო გამომძიებელია და ის ვალდებულია რომ გოგონა კაეროს სიკვდილის მიზეზი გაიგოს. ამ გამოძიებაში საკაიდა გამომძიებელთა-ანალიტიკოსთა ორგანიზაცია კურას ეხმარება. ისტორია მოგვითხრობს იმაზე თუ როგორ მოგზაურობს დეტეკტივი საკაიდა მკვლელთა ქვეცნობიერში და ცდილობს მათი მსხვერპლის სიკვდილის მიზეზის გაგებას...