User articles

--- gacpacho

ინიციალური დი დამატებითი საფეხური

"იმპერატორი" - მრბოლელთა ჯგუფი, რომელიც შედგება Mitsubishi Lancer EVO-ს მძღოლებისგან - მათ შეძლეს დაემარცხებინათ ყველა სხვა გუნდი გუნმას პრეფექტურაში. ახლა, მათ თვალი დაადგეს მთა უსუის და ლეგენდარული ზემოქმედი ლურჯის (impact blue) სარბოლო დუეტის დაპყრობას, რომლებიც ფლობენ უსუის უღელტეხილის რეკორდს. მისი Nissan SilEighty (სი80), მაკო სატოუ და ნავიგატორი საიუკი მიიღებენ გამოწვევას, რომ დაიცვან თავიანთი ტიტული. თუმცა მაკოს ბოლო დროინდელმა პრობლემებმა გავლენა მოახდინა მის კონცენტრაციაზე. რითმიდან ამოვარდნილობის გრძნობის დასაჯაბნად საიუკი მას დაეხმარება, მაგრამ შეძლებს თუ არა ის პრობლემის სრულად გადაჭრას გადამწყვეტი რბოლის წინ?


1 485 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ინიციალური დი მეორე საფეხური

ტაკუმი და მისი 86 ზედიზედ დაგროვებული გამარჯვების შემდეგ, ქუჩის რბოლების ახალ ამომავალ ვარსკვლავად იქცა. თუმცა მის პირველობას აკინას მთაზე ამჯერად გუნდი იმპერატორი აყენებს საფრთხის ქვეშ. ისინი ასპარეზობენ მანქანებით, რომლებსაც პროფესიონალები ანიჭებენ უპირატოესობას: Mitsubishi Lancer Evolutions. იმპერატორის გუნის მეთაური, კიოიჩი სუდუ, კი ტაკუმის ზევიდან უყურებს, რადგან მისი აზრით ძველი გამოუსადეგარი ჯართით გამოდის ტრასაზე. ის ძალზედ დაწრმუნებულია თავისი გუნდით და მათი უახლესი მოდელის მანქანებით.

 


2 445 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ინიციალური დი პირველი საფეხური

ტაკუმი ფუჯივარა არის სკოლის მოსწავლე რომელიც ბენზინ გასამართ სადგურზე ნახევარ განაკვეთზე მუშაობს და ასევე ეხმარება მამამისს ოჯახურ საქმეში, ტოფუს შეკვეთების ადგილობრივ მთა აკირას მწვერვალზე მყოფ სასტუმროში მიტანით. ყოველ ღამე, დილის 4 საათზე, ტაკუმი იაპონური ლეგენდარული Toyota Corolla GTSით (იგივენაირად 86) მთა აკირას აღმართს და დაღმართს გადიოდა, რითიც მას უნებლიედ ვარჯიშ გამოსდიოდა. ერთ დღესაც ქალაქ შიჰიბუკავაში, სადაც ტაკუმი ცხოვრობდა გამოჩნდა ცნობილი RedSunsის გუნდი, რომლებმაც ადგილობრივ Akina Speedstars_ის გუნდს მეგობრულად გამოწვევა შესთავაზეს.


8 817 0 00 Share Report Read
--- gacpacho

დემონების მკვეთი ხმალი ქართულად

ტაიშოს ეპოქა, იაპონია. ტანჯირო, ნახშირით მოვაჭრე გულკეთილი ბიჭი, თავის ოჯახს დემონის მიერ მოკლულს პოულობს. თითქოსდა ეს საკმარისი არ ყოფილიყო, მისი უმცროსი და, ნეზუკო, დემონად იქნა გადაქცეული. ამ მწარე რეალობით განადგურებული ტანჯირო გადაწყვეტს რომ დემონების მკვლელი გახდეს, რათა დაუბრუნოს თავის დას ადამიანობა და მოკლას დემონი, რომელმაც მისი ოჯახი ამოწყვიტა.


47 315 1 00 Share Report Read
--- gacpacho

ჯუჯუცუ კაისენი 0 ქართულად

იუტა ოკკოცუ ნერვიული საშუალო სკოლის მოსწავლეა, რომელსაც სერიოზული პრობლემა აწუხებს - მისი ბავშვობის მეგობარი რიკა წყევლაში გადაიქცა და მას მარტო არ დატოვებს. 

1 808 0 00 Share Report Read
--- gacpacho

პრეზიდენტი მოახლედ!

ოდესღაც, სეიკას სკოლაში, მხოლოდ ბიჭები სწავლობდნენ. არც თუ დიდი ხნის უკან, იგი შერეული გახადეს, მაგრამ უმრავლესობა მაინც ვაჟებია. ამ სკოლის ერთი გოგონა, რომელსაც მისაკი აიუძავა ჰქვია, სკოლის საბჭოს თავმჯდომარე გახდა და ყოველ ღონეს ხმარობს, რომ ხულიგანი ბიჭებისგან დაიცვას გოგონები. ასევე, გოგონა ცდილობს შეცვალოს სკოლის სახე, რომ ის მაღალაკადემიური, დამწყებთათვის მიმზიდველი და საინტერესო გახადოს. მაგრამ მისაკის ერთი საიდუმლო აქვს - ფინანსური პრობლემების გამო, მას კაფეში ოფიცინტად უწევს სამსახური. ბუნენრივია, გოგონას არ სურს ამის შესახებ სკოლაში იცოდნენ. მაგრამ ერთხელ, ამ კაფეში უსუი ტაკუმი, გოგონებში ძალიან პოპულარული ბიჭი შევიდა. მას არავისთვის უთქვამს, რაც იქ დაინახა. ამის შემდეგ, ბიჭმა კაფეში სიარულს რეგულარულად უმატა...

3 116 00 Share Report Read
--- gacpacho

შარლოტა

ისტორია ვითარდება ალტერნატიულ რეალობაში. მოზარდების რაღაც კატეგორია 12-16 წლის ასაკში ავლენს სხვადასხვა პარანორმალურ უნდარებს. ერთ-ერთი მადგანია ბიჭუნა სახელად იუ ტანასაკა. ძალებისდა მიუხედავად, ბიჭი ცხოვრობს უბრალო სკოლის მოსწავლის ცხოვრებით და საკუთარ ძალებს სახალხოდ არ ამჟღავნებს, თუმცა ნაო ტამორისთან შეხვედრის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა...

11 665 00 Share Report Read
--- gacpacho

Tokyo Ghoul

ისტორია იწყება ერთი ჩვეულებრივი ბიჭის ამბით, რომელსაც უყვარდება მშვენიერი, ინტელექტუალური გოგონა რიზე. იგი მასთან დაახლოებას ცდილობს სწორედ იმ კაფეს მეშვეობით, რომელშიც ყველაზე ხშირად დადის, სწორედ აქ იწყება მის ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები, ამბები რომლებიც ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის რთულად აღსაქმელი და გასააზრებელია...

60 526 00 Share Report Read
--- gacpacho

ფრენბურთი!! მწვერვალისკენ

საგაზაფხულო ჩემპიონატის შედეგებიდან გამომდინარე საფრენბურთო კლუბი კარასუნო გავიდა იაპონიის ჩემპიონატში. მთელი გუნდი მზადყოფნაშია გავიდეს ეროვნულ დონეზე, კაგეამას კი მოუვიდა მიწვევა იაპონიის ახალგაზრდული ეროვნული ნაკრების ბანაკიდან, ხოლო ცოკიშიმა დაპატიჟეს გამორჩეულ პირველწლიანთა ბანაკში. ჰომატამ ამით იგრძნო თუ რაოდენ დიდი იყო მათ შორის სხვაობა... მაგრამ დანახა შანსი თუ როგორ შეძლებდა ერთ-ერთ ბანაკში მოხვედრას. მანამ სანამ ტურნირი დაიწყება კარასუნოს ბიჭები ახალ მიზანს ისახავენ და ანვითარებენ საკუთარ უნარებს

 


148 604 0 20 Share Report Read
SocietyCulture gacpacho

უკეთესი კაცი

რობი უილიამსის ცხოვრების ისტორია მოგვითხრობს მის სწრაფ აღზევებაზე პოპვარსკვლავობის მწვერვალზე, რთულ პერიოდებსა და კარიერულ დაცემაზე, რასაც მოჰყვა ძლიერი და შთამბეჭდავი დაბრუნება სცენაზე.

130 0 00 Share Report Read