ბედნიერები ერთად
დაკარგული, მარტოსული სულები, ერთმანეთის მიმართ ლტოლვა, გაუცხოება კარვაის სამყაროს ძირითადი ელემენტებია. „ბედნიერები ერთად“ შესანიშნავად ასახავს სიყვარულის სილამაზესა და ამავდროულ საბრალოებას, მის ვარიაციებსა და ილუზიებს.
დაკარგული, მარტოსული სულები, ერთმანეთის მიმართ ლტოლვა, გაუცხოება კარვაის სამყაროს ძირითადი ელემენტებია. „ბედნიერები ერთად“ შესანიშნავად ასახავს სიყვარულის სილამაზესა და ამავდროულ საბრალოებას, მის ვარიაციებსა და ილუზიებს.
იუ ჯონმა სამჯერ სცადა თვითმკვლელობა. დედის მიმართ ზიზღმა და სამყაროს მიმართ გულგრილობამ ბედნიერების შეგრძნება დაუკარგა. იუ ჯონის დეიდა, და მონიკა მონაზონია და ის ხშირად მიდის ციხეში სიკვდილმისჯილთა მოსანახულებლად. და მონიკა ხვდება ახალ სიკვდილმისჯილს, რომელიც სთხოვს რომ მის დიშვილს შეხვდეს. ასე იკვეთება ცხოვრებისგან იმედგაცრუებული გოგონასი და სიკვდილმისჯილი პატიმრის გზები...
ჯუნ ვუ იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ იდუმალი ვირუსის გავრცელდა. ეპიდემია მოულოდნელად გავრცელდა მთელს სეულში და სწრაფად იზრდება დაავადებულთა რიცხვი.გადარჩენილებს თავიანთ ბინებში, Wi-Fi-ზე, ტექსტურ შეტყობინებებზე ან სატელეფონო ზარებზე წვდომის გარეშე უწევთ ყონა.. ჯუნ ვუ და იუ ბინ იბრძვიან გადარჩენისთვის, იზოლირებულ საცხოვრებელ კომპლექსში, ვირუსით ინფიცირებულებისგან.
19 წლის იუნ იონი დედასთან ერთად მარტო ცხოვრობს და ნახევარ განაკვეთზე მუშაობისას, საჯარო სამსახურის გამოცდისთვის ემზადება. მიუხედავად კეთილი გულისა და გულწრფელი ნებისა, მოულოდნელი ინციდენტები იუნ იონს მკვლელად აქცევს. ციხეში მას პატიმარი "2037" უწოდებენ. გამოუვალ სიტუაციებში, მე-12 საკანში მყოფი დანარჩენი პატიმრები ცდილობენ მის დაცვას....
არალეგალურ თამაშებში მებრძოლი ბიჭი იბრძვის ავადმყოფი დედის გადასარჩენად და ამავე დროს ეძებს კორეელ მამას. ერთ დღეს მას კორეელი მამის მხრიდან შეტყობინება მოუვა და მასთან შესახვედრად სამხრეთ კორეაში მიფრინავს. თუმცა, მოგზაურობა სავსეა ხიფათით, რადგან მას დასდევს ორი დაქირავებული პროფესიონალი მკვლელი და მისი კორეელი მამის შვილი.
ინსპექტორი ჩე ი დო დაინიშნა სასტიკი სერიული მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად და მაშინვე ასახელებს მდიდარ ჩრდილოეთ კორეელ დეზერტირს, სახელად კიმ გვან ილს, როგორც მთავარ ეჭვმიტანილს. მაგრამ ი დოს ხელები შეკრული აქვს, როცა გაიგებს, რომ მისი მთავრობა ეჭვმიტანილს იცავს. CIA-ს მხარდაჭერით, ეროვნული სადაზვერვო სამსახურის აგენტი ჯე ჰიუკს ევალება ჩაერიოს გამოძიებაში. მის წინააღმდეგ უდავო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ი დო იძულებულია გაათავისუფლოს ეჭვმიტანილი და ჩამოშორდეს საქმეს. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ კორეელი ოფიცერი რი დე ბუმი ჩნდება მის წინაშე და სთავაზობს ერთობლივ გამოძიებას სერიული მკვლელის დასაკავებლად, ნებისმიერი საჭირო საშუალებით.
ორი ალქიმიკოსი ძმა მიდის ფილოსოფიური ქვის საძიებლად, მას შემდეგ რაც მათი გარდაცვლილი დედის გაცოცხლების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
როდესაც იდუმალი ფიგურა იწყებს სახელმწიფო ალქიმიკოსების დევნას, ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვების გამო, ალქიმიკოსი ედვარდ ელრიკი და მისი ძმა ალფონსი ყველაზე დაუცველები არიან. ხოლო ჰომუნკულები კვლავ იწყებენ ასპარეზზე გამოჩენას.
ძმები ელრიკების გრძელი და მიხვეულ-მოხვეული მოგზაურობა სრულდება ამ ეპიკურ ფინალში, სადაც ისინი უნდა შეხვდნენ არაამქვეყნიურ, მაშტაბურ საფრთხეს