მრისხანე ქალი
ფილმი მოგვითხრობს მსახიობზე, რომელიც, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სამსახიობო კარიერაში დაბრუნებას ცდილობს, თუმცა მოულოდნელი შემთხვევა მის ცხოვრებას კატასტროფისკენ მიაქანებს.
ფილმი მოგვითხრობს მსახიობზე, რომელიც, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სამსახიობო კარიერაში დაბრუნებას ცდილობს, თუმცა მოულოდნელი შემთხვევა მის ცხოვრებას კატასტროფისკენ მიაქანებს.
ფილმის ორი მთავარი გმირი აკარი და იუნა, ძალიან განსხვავდებიან: აკარი გახსნილი და მეგობრულია, ხოლო იუნა თავშეკავებული და ცოტა მეგობარი ჰყავს. მაგრამ ამის მიუხედავად დამეგობრდნენ და თავიანთი გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარება დაიწყეს. ასე გაიგო აკარიმ, რომ იუნას მანგადან პრინცი უყვარდა, იუნამ კი მისი ოჯახის საიდუმლოებები. შემდეგ აკარის იუნას ბავშვობუს მეგობარი შეუყვარდება,მის მეგობარს კი ძალიან მოსწონს აკარის ძმა. ურთიერთობები რთულდება და საიდუმლოებები ჩნდება.გმირები ჩხუბობენ, შორდებიან, მაგრამ საბოლოოდ ყველა ერთად წყვეტს პრობლემებს.
ლი სიაო მეი მთელი თავისი ცხოვრება ცდილობდა დედამისის, ძი ფეი ჭენის, კონტროლისგან თავის დაღწევას. ის მარტო წავიდა პეკინში, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გოგონას აქვს სამსახური, რომელიც არ უყვარს, და ურთიერთობა, რომელსაც მომავალი არ აქვს. მას არ აქვს არც მიზნები და არც ოცნებები. მაგრამ ერთ დღეს დედის მოულოდნელი ვიზიტი აიძულებს ლი სიაო მეის, გადახედოს მათ ურთიერთობას. ამბავი დედის ავადმყოფობის შესახებ მთლიანად შეცვლის მის ცხოვრებას. სიმსივნესთან ბრძოლის პერიოდში სიაო მეის საბოლოოდ ეძლევა შესაძლებლობა, მოაწესრიგოს თავისი არეული ცხოვრება და დედა სხვა კუთხით დაინახოს. მაგრამ, როცა სიკვდილის ჩრდილი უფრო და უფრო ახლოვდება, მათი განშორება მაინც გარდაუვალი ხდება…
ისტორია იმ ადამიანების სიყვარულის, შურის და სურვილებისა, რომლებიც მუშაობენ სანგივონში ჩოსონის დინასტიის პერიოდში. სანგივონი არის სამეფო ტანსაცმლის დამზადების განყოფილება. დოლ სოკი კი საუკეთესო ოსტატია, რომელიც პასუხისმგებელია სამეფო ტანსაცმელზე. ის მიიჩნევს, რონ განაწესები მისი სამუშაოს საფუძვლებია. გონგ ჯინი კი არის გენიალური ხელმარჯვე დიზაინერი,რომელიც წესებს არ ემორჩილება. მისი ნიჭი პან სუმ შეამჩნია და სასახლეში მოიყვანა. ხელმარჯვე დიზაინერი დედოფლით მოიხიბლება და სურს მისი დიდებულება ყველას ანახოს მათ შორის მეფესაც, რომელიც დედოფალს არაფრად აგდებს. ამ დროს ორი კერვის ოსტატს შორის კონკურენცია მძაფრდება, რაც ბოლოს სასახლეში სკანდალს და ტრაგედიას იწვევს.
მოძალადე თანაკლასელებისგან მეგობრის დასაცავად, ტორუ კამია თანაკლასელ გოგონას ჰინო მაორის გამოუტყდება გრძნობებში, რომელიც სინამდვილეში არ გააჩნია. გოგონა რამდენიმე პირობით დათანხმდება. ერთ-ერთი პირობა ისაა, რომ ერთმანეთი არ უნდა შეუყვარდეთ. მაგრამ თანდათან, როცა უფრო ახლოს იცნობენ ერთმანეთს, ერთმანეთს უახლოვდებიან. შეძლებენ კი ისინი პირობის დაცვას? ჰინო მაორის უბედური შემთხვევის შემდეგ ანტეროგრადული ამნეზია დაემართება. მას ყველაფერი ავიწყდება, როგორც კი ძილს მიეცემა. ამის გაგების შემდეგ ტორუ კამია გადაწყვეტს ჰინოს ცხოვრება რაც შეიძლება მეტი ბედნიერი დღეებით შეავსოს. მღელვარე კულმინაცია და მსუბუქი სინაზე კიდევ ერთხელ სამყაროს თბილ ცრემლებად მოიცავს.
ტაკუია ოკადა საშუალო სკოლის მოსწავლეა. ის საავადმყოფოში სტუმრობს თავის თანაკლასელს მამიზუ ვატარასეს. მამიზუ ვატარასე იტანჯება იდუმალი დაავადებით, ესაა "ლუმინესცენციის დაავადება". ადამიანები, რომლებსაც აქვთ ეს დაავადება, მთვარის შუქზე სინათლეს ასხივებენ, ეს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება მათი სიკვდილის მოახლოებისას. მამიზუს საავადმყოფოდან არ უშვებენ, ოკადა კი სთავაზობს დახმარებას მისი სურვილების შესრულებაში, სანამ სიკვდილის დრო მოვა....
მორიმია იუკო საშუალო სკოლის მოსწავლეა, ორი დედა და სამი მამა ჰყავს. სამჯერ მოუწია გვარის შეცვლა. მორიმია იუკოს მესამე მამინაცვალია. დედამისი რიკა თავისუფლებისმოყვარე ქალია და ხშირად ქორწინდება. ერთ დღეს ის უბრალოდ გაქრა იუკოს ცხოვრებიდან. ამრიგად, გოგონა ესტაფეტის მსგავსად ერთი ოჯახიდან მეორეში გადადის, მაგრამ თითოეულ ოჯახს თავისებურად უყვარს.
მიუხედავად იმისა, რომ ექიმ ჩონსა და მის თანაშემწეს ინ ბეს არ სჯერათ ზებუნებრივი არსებების, საარსებო წყაროს ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობით და უდანაშაულო მორწმუნეებზე ყალბი ეგზორციზმის აღსრულებით იღებენ. როგორც პროფესიონალი თაღლითი, ჩონი შოკირებულია, როდესაც სამუშაოს სოფელში მიიღებს და პირისპირ ხვდება პატარა გოგონას, რომელიც მართლაც შეპყრობილია. შეძლებს თუ არა პროფესიონალი თაღლითი თავისი შამანური მემკვიდრეობის გამოყენებას და ექნება თუ არა ამ საიდუმლოს ამოსახსნელად საჭირო უნარები?
რეალტორ ჯონგ თეს ჰობი, უცხო ადამიანების ცხოვრების თვალთვალია,ერთ დღეს მის ყურადღებას, ინსტაგრამის ვარსკვლავი, სო რა იპყრობს, რომელსაც სახლის გასაღები მის სააგენტოში დარჩება, ჯონგ თე სო რას სახლში შეიპარება და მის გვამს აღმოაჩენს
აოი ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც არც ოცნება აქვს და არც იმედი ცხოვრებაში. უბედური შემთხვევის შედეგად მან შეწყვიტა საუბარი. ერთ დღეს ის შემთხვევით ხვდება მიკას. მიკა მუსიკალური კოლეჯის სტუდენტია და სურს გახდეს პიანისტი. ავარიის გამო მან მხედველობა დაკარგა. აოი იზიდავს მას და ცდილობს დაიცვას იგი ნებისმიერი საშიში სიტუაციისგან. თავის გრძნობებს გოგონას საჩვენებელი თითის მსუბუქი შეხებით ან პატარა ზარის ხმით გადასცემს. აოისთან ერთად, მიკა იმედით ივსება, მაგრამ მათ შორის რაღაც ხდება....