Article archive

--- gacpacho

მომკალი, განმკურნე

ჩა დო-ჰიონი საოჯახო კომპანიის მდიდარი მემკვიდრეა, რომელსაც ერთი მთავარი პრობლემა აქვს. ბავშვობის ჩახშობილი ტრავმის გამო, მას აწუხებს იდენტობის დისოციაციური აშლილობა და გამოიხატება 7 უნიკალურ პიროვნებაში, რომლებიც მის კონტროლს არ ექვემდებარება. იმისათვის, რომ ფარულად დაძლიოს ეს აშლილობა, ის ქირაობს პირველი წელის სამედიცინო რეზიდენტს, რათა დაეხმაროს მას გამოჯანმრთელებაში თითოეული პიროვნების სათითაოდ მოკვლით.

421 0 00 Share Report Read
--- gacpacho

პინოქიო

ჩოი დალ-პო, კაცი, რომლის ოჯახი საინფორმაციო არხმა დაანგრია, და ჩოი ინჰა, მისი მეგობარი, რომელსაც პინოქიოს სინდრომი აქვს, რომელიც მას სიცრუის თქმას უკრძალავს, ხდებიან ჟურნალისტები და იბრძვიან სამართლიანობისთვის.

451 0 00 Share Report Read
--- gacpacho

მშვენიერი დღე, როცა ძაღლი გავხდი

ჰან ჰე ნა არის საშუალო სკოლის მასწავლებელი, ოჯახური საიდუმლოებით.  ჰან ჰაე ნას ოჯახი თაობების განმავლობაში დაწყევლილია. როდესაც მის ოჯახის წევრი ვინმეს კოცნის, ისინი შუაღამისას ექვსი საათის განმავლობაში ძაღლად იქცევიან. შემდეგ კი უბრუნდებიან ჩვეულებრივ გარეგნობას. ერთ ღამეს მთვრალი ჰან ჰე ნა შემთხვევით კოცნის ჯინ სო ვონს, იმავე საშუალო სკოლის მასწავლებელს, თუმცა ისინი არც ისე ახლობლები არიან. ჰან ჰე ნა დაჟინებით ცდილობს სო ვონთან მორიგი კოცნის შანსის მისაღებად. თუმცა, ჯინ სო ვონს ძაღლების შიში აქვს...

484 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ძლიერი ქალი კანგ ნამ სუნი

კანგ ნამ სუნი ზეადამიანურ ძალას ფლობს. იგი ბავშვობაში გაუჩინარდა მონღოლეთში. ახლა, როგორც ზრდასრული, ის ბრუნდება განგნამში, სეულში, მშობლების საპოვნელად. ის საბოლოოდ ხვდება დედას ჰვან გომ ჯუს. დედამისი მდიდარი ქალია და განგნამის მკვიდრი. რატომღაც, კანგ ნამ სუნი, დედამისი და ბებია ერთვებიან ნარკომანიის საქმეში, რომელიც ხდება განგნამში. დეტექტივი კან ჰო სიკი იწყებს მუშაობას 3 ქალთან ნარკოტიკების საქმეზე. დეტექტივი კან ჰი სიკს გრძნობები უჩნდება კანგ ნამ სუნის მიმართ.

428 0 00 Share Report Read
--- gacpacho

საუკუნის პატარძალი

" Taeyang Corporation " არის უდიდესი კონგლომერატი სამხრეთ კორეაში. ოჯახი, რომელიც მართავს ამ კომპანიას, 100 წელია წყევლის ქვეშაა. წყევლა მაშინ დაიწყო, როცა ოჯახის პირველი ვაჟის პირველი პატარძალი გარდაიცვალა. ამ რთულ სიტუაციაში, ღვივდება სხვა, ლამაზი სიყვარული

412 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ჩემი სურვილი ხარ

ლინ იუ ძინის მშობლების განქორწინების შემდეგ, ის და მამამისი საცხოვრებლად ახალ ქალაქში გადადიან, ახალ სკოლაში ის ხვდება ცნობილ "ცუდ  ბიჭს". ისინი გაიცნობენ ერთმანეთს, შორდებიან და შემდეგ უნივერსიტეტში ისევ ხვდებიან ერთმანეთს...

594 0 00 Share Report Read
--- gacpacho

სავსე სახლი

ჰან ჯი უნი, დამწყები სცენარისტია, ცხოვრობს სახლში, სახელად "სავსე სახლი", რომელიც გარდაცვლილმა მამამ ააშენა. ერთ დღეს, მისმა ორმა საუკეთესო მეგობარმა მოატყუა, რომ მან მოიგო უფასო შვებულება და მისი არ ყოფნისას სახლი გაუყიდეს. თვითმფრინავში ის ხვდება ცნობილ მსახიობ ლი იონ ჯეს. როცა დაბრუნდება, აღმოაჩენს, რომ მისი სახლი მას მიყიდეს. მათ ერთად უწევთ ცხოვრება და დებენ შეთანხმებას- ექვსთვიანი კონტრაქტით ქორწინება. გართულებები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც წყვილს ერთმანეთის მიმართ გრძნობები უჩნდება.

513 0 00 Share Report Read
--- gacpacho

დიდი კუში

სერიალი წარმოადგენს Netflix-ის ეკრანიზაციას, ამავე სახელწოდების იაპონური ანიმესი, რომელიც გადაღებულია ეიჩირო ოდას მანგის მიხედვით. ახალგაზრდა, მეოცნებე და თავგადასავლების მოყვარული ბიჭი მანკი დ. ლუფი ცდილობს აიხდინოს ყველაზე დიდი ოცნება და იპოვოს მეკობრე - გოლდ როჯერის განძი, რომელსაც ქვია„One Piece“(დიდი კუში) და გახდეს „ მეკობრეთა მეფე“. ამისათვის კი მას სჭირდება პირველ რიგში მისი კუმირის -მეკობრე შანქსის ჭილის ქუდი, ერთგული გუნდი, კარგი გემი და ზურგის ქარი. ასე იწყება მისი მოგზაურობა ისტ-ბლუსს უკიდეგანო ზღვებში, მიზანი კი გრანდ-ლაინია. უყურეთ ჩვენთან ერთად და გაიგეთ აიხდენს ლუფი ოცნებას?

578 0 00 Share Report Read
--- gacpacho

უცნობი ექიმი

ბავშვობაში პაკ ჰუნი და მისი მამა ჩრდილოეთ კორეამ გაიტაცა. ჩრდილოეთ კორეაში მას ექიმობა მამამ ასწავლა. პაკ ჰუნი ბრწყინვალე გულის ქირურგი გახდა. შემდეგ ის სამხრეთ კორეაში გაიქცა. პაკ ჰუნი იწყებს მუშაობას ექიმად სამხრეთ კორეის საუკეთესო საავადმყოფოში, მიუნგვუს უნივერსიტეტში, მაგრამ თავს აუტსაიდერად გრძნობს. იგი ყველაფერს აკეთებს ფულის საშოვნელად...

723 0 00 Share Report Read