ყველაფერი რაც გვიყვარდა
სიყვარულის ისტორია, რომელიც მოიცავს მოზარდებს, რომლებსაც უჭირთ სიყვარულისა და მეგობრობის სიმძიმის გადაწყვეტა.
სიყვარულის ისტორია, რომელიც მოიცავს მოზარდებს, რომლებსაც უჭირთ სიყვარულისა და მეგობრობის სიმძიმის გადაწყვეტა.
დრამა, რომელიც იკვლევს სისხლის სამართლის სისტემას ძალიან პოპულარული პერსპექტივიდან, ქალის მკვლელობაში მონაწილე ორი მამაკაცის სასტიკი ისტორიის მეშვეობით. ჰიუნ სუ, კოლეჯის სტუდენტია, რომელიც მოულოდნელად ხდება მთავარი ეჭვმიტანილი მკვლელობის საქმეში. შინ ჯუნ ჰანი ერთადერთი ადვოკატია, რომელსაც სურს დაეხმაროს კიმ ჰიუნ სუს. იურიდიული სკოლის დამთავრებული, შინ ჯუნ ჰანი ერთვება კიმ ჰიუნ ვუს საქმეში, რაც საბოლოოდ მის გამორჩეულ ცხოვრებას შემდეგ ეტაპზე გადაიყვანს.
შინ ჯი ჰიონი ბედნიერია, რადგან ის აპირებს დაქორწინებას. მაგრამ მისი სრულყოფილი ცხოვრება ინგრევა, როდესაც ის ავტოკატასტროფაში მოხვდება, რის შედეგადაც იგი კომაში ვარდება. მას სიცოცხლის მეორე შანსს სიკვდილის ანგელოზი აძლევეს , ერთი პირობით: მან უნდა მოძებნოს სამი ადამიანი ოჯახის გარეთ, რომლებიც მის გამო გულწრფელ ცრემლებით იტირებენ. ამისათვის ის ი კიონის სხეულს 49 დღით თხოულობს...
29 წლის მინატო აკირა გაექცა ტოკიოში მძიმე საოფისე საქმიანობას და მშობლურ ქალაქში დაბრუნებულმა, თავის თავზე აიღო ბაბუამისის სამრეცხაოს მუშაობა. სამრეცხაო- პოპულარული ადგილია, ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან მოსული ადამიანების შეხვედრისთვის. მინატო ძალიან ბედნიერი იყო მისი ახალი და მშვიდი ცხოვრებით. ერთ დღეს აკირა ახალ მომხმარებელთან, უფროსკლასელ კაცუკი შინტაროსთან საუბარში გაერთო, რომლის სილამაზის შემჩნევაც შეუძლებელი იყო. ასაკის მიუხედავად საკმაოდ მალე დამეგობრდნენ. ერთ დღესაც აკირამ უბრალოდ აღმოაჩინა, რომ გეია.
სეგესაკი არის მეტეოროლოგიური გადაცემის წამყვანი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ არავინ იცის რომ როგორც კი სახლის ზღურბლს გადააბიჯებს მძვინვარე ტირანად გადაიქცევა.. იო არის მანგის მხატვარი რომელიც ფინანსური პრობლემების გამო, იძულებულია სეგესაკისთან იცხოვროს, სანანცვლოდ კი მისი ნებისმიერი სურვილი შეასრულოს. საინტერესოა რით დამთავრდება ეს უცნაური თანაცხოვრება .
გვირგვინოსანი პრინცის ი კაკის მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, პრინცი თავისი მხლებლებით 300 წლის შემდეგ, მომავალში, 21-ე საუკუნის სეულში ხვდება. დღევანდელ სეულში, იგი ხვდება ჯუ სე ნას, რომელიც ძალიან გავს თავის გარდაცვლილ პრინცესას.
დიდება, ფული, ძალაუფლება... ერთი ახალგაზრდა ქალი იბრძვის იმისთვის, რომ გახდეს ყველაზე პოპულარული სახე, სეულის გავლენიან, მომხიბვლელი ინფლუენსერების სკანდალურ სამყაროში.
ოდესღაც ქალაქში დომინირებდა დაჯგუფება " MUGEN"_ი , მაგრამ ძმებთან ამამიებთან დაპირისპირების შემდეგ დაჯგუფება დაიშალა და შეიქმნა ხუთი სხვადასხვა ფრაქცია რომლებსაც ერთობლივად მოიხსენიებდნენ როგორც "S.W.O.R.D". დიდი ხნის განმავლობაში ფრაქციებს შორის მშვიდობა სუფევდა, თუმცა საკმაოდ არასტაბილური, სიტუაცია იცვლება, როდესაც "S.W.O.R.D" _ს უპირისპირდება და მისი ტერიტორიების ხელში ჩაგდებას ცდილობს კრიმინალური ორგანიზაცია " MIGHTY WARRIORS”
აკარი ახალგაზრდა გოგოა, რომელიც წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ თავს არასასიამოვნოდ,მორცხვად გრძნობს. წვეულებაზე ყოფნისას ის ხვდება მასზე უმცროს ბიჭს, იზუმის მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს დაივიწყოს თავისი ყოფილი, ის იზუმისთან მეგობრობას იწყებს და ყველაფერი კარგად მიდის მათ შორის, სანამ ერთ დღეს იგი გაიგებს რომ იზუმი მისი ყოფილი შეყვარებულის უმცროსი ძმაა!
სანგ ჭის შეუყვარდება ბიჭი, რომელიც ხშირად მოდის მის სახლში უფროს ძმასთან, თამაშების სათამაშოდ. ის მასზე ხუთი წლით უფროსია. იგი ბავშობაში მასზე იყო შეყვარებული, მაგრამ რატომღაც ერთმანეთთან კონტაქტი გაწყვიტეს. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი შედის უნივერსიტეტში, იმ ქალაქში, სადაც ბიჭი ცხოვრობს და მათი ყოველდღიური, მჭიდრო ურთიერთობით ნელ-ნელა ერთმანეთი უყვარდებათ.