Article archive

--- gacpacho

სიყვარული დაგვაშორებს

ათი წლის წინ, ღარიბმა სტუდენტმა ლუ ცინ იანმა საჯაროდ აღიარა თავისი გრძნობები ლინ იაოს მიმართ. ცინ იანი სიცოცხლეს გაწირავდა, რათა ბედნიერი ყოფილიყო ლინ იაო. თუმცა, ფულთან, სახლთან და ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხები მათი სიყვარულისთვის ნამდვილი გამოცდა ხდება. რაც მათ უფრო და უფრო აშორებს. შეძლებენ კი ამ დაბრკოლებების გადალახვას და ისევ ერთდ ყოფნას?....

537 0 00 Share Report Read
--- gacpacho

გამთენიისას შენთან მოვალ

ფუკაგავა სეიჯი საშუალო სკოლის მოსწავლეა, რომელსაც ვერცხლისფერი თმა აქვს. ის მხატვრობითაა გატაცებული. სეიჯი ადამიანებს ყოველთვის პირდაპირ ეუბნება იმას, რასაც ფიქრობს, თუმცა, მას იდუმალი მხარეც აქვს. მისი თანაკლასელია ნივა აკანე – იდეალური მოსწავლე, რომელიც ყოველთვის პირბადეს ატარებს. თავიდან აკანეს არ მოსწონს სეიჯი, თუმცა მალევე იზიდავს სეიჯის ნახატები და მისი პირდაპირი ხასიათი. მალე ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან, თუმცა ორივეს აქვს საიდუმლო, რომელსაც ვერავის ეუბნებიან.

483 0 00 Share Report Read
--- gacpacho

სიყვარული დიდ ქალაქში

ჯე ჰი თავისუფლების მოყვარული, მამაცი და მომხიბვლელი გოგონაა, რომელსაც არ ეშინია გრძნობების გამოხატვის. ჰუნგ სუს არ აინტერესებს არც სწავლა, არც გოგოები.მას შემდეგ, რაც ჯე ჰი მის საიდუმლოს გაიგებს ერთად ცხოვრებას იწყებენ და სიყვარულის საკუთარ გზას პოულობენ.

614 0 00 Share Report Read
--- gacpacho

პილოტი

Han Jung-woo, a pilot with top-class skills, is flying high and even appears on a famous TV show. But everything comes crashing down when a careless mistake causes him to lose everything, even his job. Blacklisted in the industry, no airline is willing to hire him. Desperate with no other choice, Han Jung-woo transforms completely into his younger sister's identity and succeeds in landing a job as a pilot.

493 0 00 Share Report Read
--- gacpacho

მრისხანე ქალი

ფილმი მოგვითხრობს მსახიობზე, რომელიც, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სამსახიობო კარიერაში დაბრუნებას ცდილობს, თუმცა მოულოდნელი შემთხვევა მის ცხოვრებას კატასტროფისკენ მიაქანებს.

559 0 00 Share Report Read
--- gacpacho

დაწყება და დასრულება

ფილმის ორი მთავარი გმირი აკარი და იუნა, ძალიან განსხვავდებიან: აკარი გახსნილი და მეგობრულია, ხოლო იუნა თავშეკავებული და ცოტა მეგობარი ჰყავს. მაგრამ ამის მიუხედავად დამეგობრდნენ და თავიანთი გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარება დაიწყეს. ასე გაიგო აკარიმ, რომ იუნას მანგადან პრინცი უყვარდა, იუნამ კი მისი ოჯახის საიდუმლოებები. შემდეგ აკარის იუნას ბავშვობუს მეგობარი შეუყვარდება,მის მეგობარს კი ძალიან მოსწონს აკარის ძმა. ურთიერთობები რთულდება და საიდუმლოებები ჩნდება.გმირები ჩხუბობენ, შორდებიან, მაგრამ საბოლოოდ ყველა ერთად წყვეტს პრობლემებს.

448 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ყველაფერი დედაჩემის შესახებ

ლი სიაო მეი მთელი თავისი ცხოვრება ცდილობდა დედამისის, ძი ფეი ჭენის, კონტროლისგან თავის დაღწევას. ის მარტო წავიდა პეკინში, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გოგონას აქვს სამსახური, რომელიც არ უყვარს, და ურთიერთობა, რომელსაც მომავალი არ აქვს. მას არ აქვს არც მიზნები და არც ოცნებები. მაგრამ ერთ დღეს დედის მოულოდნელი ვიზიტი აიძულებს ლი სიაო მეის, გადახედოს მათ ურთიერთობას. ამბავი დედის ავადმყოფობის შესახებ მთლიანად შეცვლის მის ცხოვრებას. სიმსივნესთან ბრძოლის პერიოდში სიაო მეის საბოლოოდ ეძლევა შესაძლებლობა, მოაწესრიგოს თავისი არეული ცხოვრება  და დედა სხვა კუთხით დაინახოს. მაგრამ, როცა სიკვდილის ჩრდილი უფრო და უფრო ახლოვდება, მათი განშორება მაინც გარდაუვალი ხდება…

608 0 00 Share Report Read
--- gacpacho

სამეფო მკერავი

ისტორია იმ ადამიანების სიყვარულის, შურის და სურვილებისა, რომლებიც მუშაობენ სანგივონში ჩოსონის დინასტიის პერიოდში. სანგივონი არის სამეფო ტანსაცმლის დამზადების განყოფილება. დოლ სოკი კი საუკეთესო ოსტატია, რომელიც პასუხისმგებელია სამეფო ტანსაცმელზე. ის მიიჩნევს, რონ განაწესები მისი სამუშაოს საფუძვლებია. გონგ ჯინი კი არის გენიალური  ხელმარჯვე დიზაინერი,რომელიც წესებს არ ემორჩილება. მისი ნიჭი პან სუმ შეამჩნია და სასახლეში მოიყვანა. ხელმარჯვე დიზაინერი დედოფლით მოიხიბლება და სურს მისი დიდებულება ყველას ანახოს მათ შორის მეფესაც, რომელიც დედოფალს არაფრად აგდებს. ამ დროს  ორი კერვის ოსტატს შორის კონკურენცია მძაფრდება, რაც ბოლოს სასახლეში სკანდალს და ტრაგედიას იწვევს.

577 0 00 Share Report Read
--- gacpacho

თუნდაც ეს სიყვარული ამაღამ ამ სამყაროდან გაქრეს

მოძალადე თანაკლასელებისგან მეგობრის დასაცავად,  ტორუ  კამია  თანაკლასელ  გოგონას  ჰინო მაორის გამოუტყდება გრძნობებში, რომელიც სინამდვილეში არ გააჩნია.  გოგონა რამდენიმე პირობით  დათანხმდება.  ერთ-ერთი პირობა ისაა, რომ ერთმანეთი არ უნდა შეუყვარდეთ.  მაგრამ თანდათან, როცა უფრო ახლოს იცნობენ ერთმანეთს, ერთმანეთს უახლოვდებიან. შეძლებენ კი ისინი პირობის დაცვას? ჰინო მაორის  უბედური შემთხვევის შემდეგ  ანტეროგრადული ამნეზია დაემართება. მას ყველაფერი ავიწყდება, როგორც კი ძილს მიეცემა. ამის გაგების შემდეგ ტორუ კამია გადაწყვეტს ჰინოს ცხოვრება რაც შეიძლება მეტი ბედნიერი დღეებით შეავსოს.  მღელვარე კულმინაცია და მსუბუქი სინაზე კიდევ ერთხელ სამყაროს თბილ ცრემლებად მოიცავს.

565 0 00 Share Report Read