Article archive

--- gacpacho

წმინდა ღამე: დემონებზე მონადირეები

წმინდა ღამე არის გუნდი, რომელიც ებრძვის დემონების თაყვანისმცემელ ჯგუფებს. წმინდა ღამის გუნდის წევრები არიან ბაუ, შერონი და კიმ გონი. ბაუს განსაკუთრებული უნარი მისი ძლიერი ფიზიკური ძალაა. შერონს აქვს დემონების ამოცნობის უნარი და ატარებს ეგზორციზმს. კიმ გუნი ეხმარება ბაუს და შერონს. ამასობაში, ფსიქიატრი ჯონ ვონი სტუმრობს წმინდა ღამის გუნდს, რათა გადაარჩინოს მისი უმცროსი და, უნ სო. დემონი ცხოვრობს უნ სოს სხეულში.

558 0 00 Share Report Read
--- gacpacho

შეხვედრა ღამის ორ საათზე

გაიცანით სონ ჯი, მომხიბვლელი, დამწყები კონდიტერი, რომელსაც საიდუმლო აქვს, რომლის შესახებაც თვითონაც კი არ იცის: ის დაწყევლილია და ყოველ ღამე აუტანელ დემონად იქცევა. დღის სონ ჯის არაფერი ახსოვს ღამის სკნ ჯის უღირსი ქცევებიდან. ერთ ზაფხულის ღამეს, ღამის სონ ჯი უმუშევარ მეზობელს, გილ გუს ხვდება. ამ შესაძლებლობით სონ ჯის ოჯახის ისარგებლებს და გილ გუს ღამის მცველად ქირაობს, რათა მასზე იზრუნოს. მიუხედავად იმისა, რომ გილ გუს დღის სონ ჯი მოსწონს, მას ერთდროულად ღამის სეონ ჯის თავგადასავლების გადატანაც უწევს. მათი უცნაური ღამის შეხვედრების შემდეგ, გილ გუ გადაწყვეტს სონ მის წყევლა მოხსნას და გოგონას ორივე მხარეს საკუთარი მომავლის პოვნაში დაეხმაროს.

466 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ხუჭუჭა სიყვარული

მოქმედება 1998 წელს ვითარდება და 19 წლის პაკ სე რიზე გვიამბობს, რომელსაც თავისი ხუჭუჭა თმის გასწორება უნდა, მანამ სანამ ქრაშს გრძნობებში გამოუტყდება, თან ამავე დროს ახალგადმოსულ მოსწავლეს გაიცნობს, ჰან იუნ სოკს. უპასუხო სიყვარულში გამოცდილი სე რი მეგობრებთან ერთად ერთიანდება. რა მიზანი აქვთ? განახორციელონ „ოპერაცია სიყვარული“, რათა სკოლის ყველაზე პოპულარულ ბიჭს, კიმ ჰიონს, თავისი გრძნობები გაუმხილოს. მისი მცდელობები ბევრ კომიკურ სიტუაციას ქმნის, სადაც მისი მომხიბვლელი და მხიარული ხასიათი ნათლად ჩანს.

719 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ტკბილი ლიმონათი

იშიმორი უკა ძალიან მორცხვია და მეგობრების შეძენა უჭირს. როდესაც ის საშუალო სკოლის მოსწავლე იყო, მოსწავლეები დასცინოდნენ და „ქვას“ ეძახდნენ. დაახლოებით ამ პერიოდში ის შეხვდა ლიმონისფერი თმის მქონე მიურა კაის. მის გამო, იმავე საშუალო სკოლაში ჩააბარა. ახლა უკას სურს დაძლიოს თავისი მორცხვობა და მეგობრები შეიძინოს. კაი სკოლაში პოპულარული მოსწავლეა, მაგრამ ის ბევრს არ ლაპარაკობს და არ ეტყობა, რომ სხვებით ინტერესდება. მან არ იცის რატომ, მაგრამ უკაზე ღელავს.

544 0 00 Share Report Read
--- gacpacho

მეგობრები ერთი კვირით

ლინ სიანგჯი მეხსიერებას კარგავს ყოველ კვირას და ივიწყებს ახალ მეგობრებს. შუ იოუშუ, ერთგული და მზრუნველი თანაკლასელი, არ ნებდება და ცდილობს, ყოველი ახალი დღის მიუხედავად, მისი მეგობრობა შეინარჩუნოს და გოგონას გულამდე მიაღწიოს. ფილმი გვიყვება იმედის, ერთგულებისა და მეგობრობის ძალის შესახებ, რომელსაც ყველაფრის გადაჭრა შეუძლია.

431 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ყველაზე ლამაზი ოდრი

კი ჰუნი და დედამისი, მი იონი, მშვიდად მართავენ პატარა ბიზნესს, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა მი იონს მძიმე დიაგნოზს უსვამენ. ოჯახის გაერთიანების იმედით, კი ჰუნი ცდილობს დაუკავშირდეს თავის დას, ჯი უნს, რომელმაც კარიერის გამო ოჯახი დიდი ხნის წინ დატოვა.

572 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ჯუ ონი: შავი მოჩვენება

ექთანი სახელად იუკო უცნაურ გამოცდილებას იღებს ფუკიე სახელის მქონე გოგონას მოვლისას. სამედიცინო გამოკვლევები აჩვენებს კისტას ფუკიეს სხეულში, მაგრამ ეს კისტა სინამდვილეში არის დაუბადებელი ბავშვის წყევლის ნარჩენი. კისტის წყევლა ვრცელდება ფუკიეზე და მის გარშემო მყოფ ყველა ადამიანზე. მალე ფუკიეს მამა გიჟდება და მკვლელობას ჩადის. ფუკიეს დას მარიკოს განსაკუთრებული სულიერი ძალა აქვს და დედასთან ერთად, გარკვეულ წარმატებას აღწევენ ბოროტი სულის განდევნაში. მაგრამ წყევლის ყველაზე საშინელი ნაწილი ჯერ კიდევ წინაა.

440 0 00 Share Report Read
--- gacpacho

KPOP დემონებზე მონადირეები

ანიმე მოგვითხრობს გამოგონილ K-pop გოგონების ჯგუფზე — ჰანტრიქსზე, რომლებიც ორმაგ ცხოვრებას ეწევიან: სცენაზე ისინი ვარსკვლავები არიან, ხოლო კულისებში — დემონებზე მონადირეები. ისინი ეჯახებიან მოწინააღმდეგე ბიჭების ბენდს, რომლის წევრებიც დემონები არიან.

678 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ჯუ ონი: თეთრი მოჩვენება

იზობეს ოჯახი,  ახლახან გადავიდნენ ახალ სახლში, სადაც მარიკოს ოჯახის მკვლელობა მოხდა. სარკიდან გამოსული სულით შეპყრობილი აცუში სხვებს შორდება და მირაის სექსუალურ ძალადობას იწყებს. შობამდე ორი დღით ადრე გამოცდაზე ჩაჭრის შემდეგ, ის მთელ ოჯახს კლავს, მირაის თავის მოკვეთილი თავი ტყეში მიაქვს და  ბოლო სიტყვებს კასეტაზე იწერს, რის შემდეგაც ის თავს ჩამოიხრჩობს. კასეტა დაწყევლილია, რის შედეგადაც ყველა მსმენელი კვდება. მეორე დღეს, ფუმია, კურიერი, ოჯახს საშობაო ნამცხვარს მიუტანს, მაგრამ მსხვერპლთა მოჩვენებები მას აწამებენ. ინციდენტით ტრავმირებულ ფუმიას მისი შეყვარებული, ჩიჰო ანუგეშებს, თუმცა, ფუმია ჩიჰოს ბებიის მოჩვენებად დაინახავს  და დანით კლავს.

457 0 00 Share Report Read
--- gacpacho

მოსამსახურე

ეუნი მდიდარი ბიზნესმენის სახლში მოახლედ იწყებს მუშაობას. ოჯახის უფროსი (ჰუნი) მას შეაცდენს, იუნს სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ მისი ეროტიული მოთხოვნილებები შეუსრულოს. მათი რომანის შესახებ ოჯახის წევრი ქალები გაიგებენ და გადაწყვეტენ შეთქმულება მოუწყონ მოსამსახურეს. იუნსაც სხვა გზა არ აქვს, მან საკუთარი თავი უნდა დაიცვას. ფილმი კიმ კი იანგის 1960 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის რიმეიქია.

919 0 00 Share Report Read