Article archive

Society gacpacho

დედპული 3

Marvel-ის კომიქსების ამავე სახელწოდების პერსონაჟზე დაფუძნებული 2016 წლის “დედპული“ და 2018 წლის “დედპული 2” ფილმების გაგრძელება ცინიკური სუპერგმირის დედპულის და სამურავის შესახებ, რომელიც ასევე Marvel-ის კინოსამყაროს მედია ფრენჩაიზის 38-ე და მეხუთე ფაზის უკანასკნელი ფილმი გახდება…

53 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ყვავი

ჯეიმზ ო’ბარის გრაფიკული რომანების სერიებზე დაფუძნებული 1994 წლის ამავე სახელწოდების საკულტო საშინელებათა ფილმის რიმეიკი, ახალგაზრდა გიტარისტის, ერიკ დრეივენის და მისი შეყვარებული გოგონას შესახებ, რომლებსაც ქუჩის ბანადის წევრები ყოველგვარი მიზეზის გარეშე და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლავენ. მაგრამ სადისტებისთვის საუბედუროდ, სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, ერიკი მისტიკური ყვავის სახით საფლავიდან დგება და იწყებს შურისძიებას საკუთარი თავის და საყვარელი ადამიანისათვის. საიქიოდან დაბრუნებულ გიტარისტს ტყვიები არ ეკარება, რადგან ის უკვე მკვდარია და ნაძირალათა ბანდა ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება.

42 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ჩემი ფანჯრიდან 3

2023 წლის რომანტიკული დრამის “ჩემი ფანჯრიდან 2“ გაგრძელება ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის, რეკუელის და არესის შესახებ, რომლებიც ახლა შორი მანძილიდან ურთიერთობენ. თუმცა, ზაფხულში ისინი საბოლოოდ იკრიბებიან მეგობრებთან ერთად კოსტა-ბრავას ველური პეიზაჟების ფონზე. მაგრამ რეკუელი და არესი იწყებენ ძალიან რთული კითხვის დასმას, შეძლებს თუ არა მათი სასიყვარულო ურთიერთობა დროის გამოცდას გაუძლოს…

42 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ყველაფერი მთავრდება ჩვენით

კოლინ ჰუვერის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული რომანტიკული დრამა, ახალგაზრდა ლილის შესახებ, რომლისთვის არსებობა ყოველთვის ადვილი არ იყო, მაგრამ ამას არასოდეს შეუშლია ხელი მისთვის სასურველი ცხოვრებისთვის ემუშავა. ის დიდი ხანია ჩამოვიდა იმ პატარა ქალაქიდან, სადაც გაიზარდა და დაამთავრა კოლეჯი, შემდეგ გადავიდა ბოსტონში და გახსნა საკუთარი ბიზნესი. და როდესაც მას გრძნობა უჩნდება ექიმის, სახელად რაილის მიმართ, ლილის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება. რაილი არის თავდაჯერებული, ჯიუტი და, შესაძლოა, ცოტათი ამპარტავანიც კი, რომელიც ლილის მიმართ სისუსტით იკვებება. იმ დროს, როდესაც მთავარი გმირი გადატვირთულია კითხვებით მისი ახალი ურთიერთობის და წარსულთან დამაკავშირებელი პირველი სიყვარულის, კორიგანის ფიქრებით, რომელიც იყო მისი სულიერი მეგობარი და მფარველი, კარიგანის მოულოდნელი გამოჩენით, ყველაფერს, რაც ლილიმ ააშენა რაილთან საფრთხე დაემუქრება.

36 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ფუტკრის სეზონი

ელისა ნაუმანს აქვს ყველაზე რთული და გრძელი სიტყვების ზუსტად დაწერის იშვიათი უნარი და ის ამას დიდი ძალისხმევის გარეშე აკეთებს, რაც აოცებს ყველას, მათ შორის მის მასწავლებლებს, თანაკლასელებს, განსაკუთრებით კი მის მშობლებსა და ძმას. მაგრამ როდესაც ელიზა იწყებს მომზადებას მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენისთვის, მისი ოჯახი მოულოდნელად იშლება მის თვალწინ ...

39 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ჰაროლდი და მეწამული ფანქარი

კროკეტ ჯონსონის ამავე სახელწოდების საბავშვო წიგნზე დაფუძნებული ანიმაციური ფილმი, ცნობისმოყვარე პატარა ბიჭის, სახელად ჰაროლდის შესახებ, რომელსაც ძალიან უყვარს ხატვა. თავის წიგნში მამაც ჰაროლდს შეუძლია ყველაფერი გააცოცხლოს მხოლოდ ხატვით. მას შემდეგ, რაც ის გაიზრდება და წიგნის ფურცლებს შორდება, ჰაროლდი აღმოაჩენს, რომ მას ბევრი რამ აქვს სასწავლი რეალურ ცხოვრებაში – და რომ მისი ერთგული იისფერი ფანქარი შეიძლება გახდეს უფრო მხიარული ხუმრობების მიზეზი, ვიდრე ის ფიქრობდა. როდესაც უსაზღვრო ფანტაზიის ძალა არასწორ ხელში მოხვდება, მთავარ გმირს და მის მეგობრებს დასჭირდებათ მთელი მათი კრეატიულობა, რათა გადაარჩინონ როგორც რეალური, ისე საკუთარი სამყარო.

40 0 00 Share Report Read
Society gacpacho

კოდი 8: ნაწილი 2

ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიან ფილმზე დაფუძნებული სამეცნიერო-ფანატასტიკური თრილერის “კოდი 8“ გაგრძელება, მომავლის სამყაროს შესახებ, სადაც მოსახლეობის 4% სხვადასხვა ზებუნებრივ შესაძლებლობებს ფლობს. მოვლენები ვითარდება გამოგონილ ქალაქ ლინკოლნ-სიტში და მოგვითხრობს ანომალური შესაძლებლობების მქონე თინეიჯერი გოგონას მოგზაურობაზე, რომელიც მისი ძმის მკვლელობის მოწმე გახდება, დახმარებისთვის მიმართავს ყოფილ თაღლითს და მის ყოფილ თანამზრახველს. ახლა ისინი ერთად უნდა დაუპირისპირდნენ კორუმპირებულ პოლიციელებს, რომლებიც იყენებენ მოწინავე რობოტიზირებულ ტექნოლოგიას, რათა თავიდან აიცილონ მათი დანაშაულის გამოვლენა.

49 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ჩვენ ასეთები ვართ

დრამატული ამბავი ორი შვილის განქორწინებული ახალგაზრდა დედის ებიგეილის შესახებ, რომელიც მთელი ძალებით ცდილობს მის პრობლემურ და დისფუნქციურ ოჯახში დინამიური ძალების დაბალანსებას, ურთიერთობების გაუმჯობესებას და ძმისა და მამის შერიგებას. მის მამას უჯინს დეგენერაციული დაავადება აქვს, რომლის მიღებაზე ის და მისი მეუღლე ბარბარა უარს ამბობენ, ხოლო მისი ძმა ნათანი ათწლეულებია ოჯახისგან გაუცხოებულია. ამ რთულ დროს ახალგაზრდა მთავარი გმირი თავის ახალ სიყვარულს ხვდება…

59 0 00 Share Report Read
Society gacpacho

შენზე ფიქრი

ამერიკელი მსახიობისა და მწერალის, ლი რობინის 2017 წლის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული რომანტიკული კომედია, 40 წლის განქორწინებული დედის, სახელად სოფის (ენ ჰეთეუეი) შესახებ, რომელიც მარტო ცხოვრობს მას შემდეგ, რაც მისი ქმარი დენი მას მიატოვებს უფრო ახალგაზრა ქალის გამო. მაგრამ სოფის ცხოვრება იცვლება, როდესაც ის მოულოდნელ რომანს იწყებს პლანეტაზე ყველაზე პოპულარული ბოიბენდის August Moon-ის 24 წლის სოლისტთან ჰეის კემპბელთან (ნიკოლას გალიცინი). მთელი რიგი მოვლენების შემდეგ, მარტოხელა დედა იძულებულია ჩემოდანი ჩაალაგოს და მისი თინეიჯერი ქალიშვილი წაყვანოს “კოაჩელას” ფესტივალზე, სადაც შემთხვევით შეხვდება ჰეის, რომელთა შორის მყისიერი ნაპერწკალი გაჩნდება. როცა ისინი იწყებენ ფარულ და მღელვარე რომანს, ჰეისის სუპერვარსკვლავის სტატუსი მალევე უქმნის გარდაუვალ პრობლემებს მათ ურთიერთობას, და მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ მისი ყურადღების ფონზე ცხოვრება შეიძლება იმაზე მეტი იყოს, ვიდრე ელოდა.

49 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

პოლიციელი ბევერლი ჰილზიდან 4 (ქართულად)

1994 წლის ფილმის “პოლიციელი ბევერლი-ჰილზიდან 3”-ის გაგრძელება დეტროიტის პოლიციის ლეიტენანტის, აქსელ ფოლის (ედი მერფი) შესახებ, რომელიც ბრუნდება ბევერლი-ჰილზის მდიდრულ გარემოში, რათა გამოიძიოს მისი ძველი მერგობრის უდროო სიკვდილი. ამ რთული მოგზაურობის დროს ის აწყდება ღრმად ფესვგადგმულ კორუფციას, რომელიც მზაკვრულად გავრცელდა ბევერლი-ჰილზის პატივცემული პოლიციელების რიგებში. სიცრუის ამ ჩახლართულ ქსელში, ფოლი ნუგეშს პოულობს საყვარელ ქალიშვილთან გაერთიანებაში. ბედის ირონიით, მთავარი გმირი აყალიბებს ალიანსს მის ყოფილ კოლეგა პოლიციელთან, რომელიც ცნობილია კანონის სკრუპულოზური დაცვით, რომლებიც მათი გამოძიების რთულ ლაბირინთში მიდიან.

58 0 00 Share Report Read