Article archive

Society gacpacho

ბოი თაუნი

ეს არის ამბავი ბიჭების ბენდის შესახებ, რომელიც პოპულარული იყო 80-იან წლებში, ერთ მშვენიერ დღეს, დიდი ხნის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს აღედგინათ ჯგუფი და დაემატებინათ მას თანამედროვეობა იმ იმედით, რომ მათ შეეძლოთ დაებრუნებინათ თავიანთი ყოფილი დიდება და გულშემატკივართა სიყვარული.

44 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სიყვარული წესების გარეშე

არი სანბორნი, მუსიკალური ინდუსტრიის უკვე ასაკოვანი ხელმძღვანელია, რომელსაც ახალგაზრდა ქალები იზიდავს და მისი ბოლო მსხვერპლი მარინია. ყველაფერი მაშინ რთულდება, როდესაც მარინის დედის, ერიკას სახლში ჰარის გულის შეტევა მოუვა. ის ერიკას და ექიმის გარემოცვაში რჩება და ნელნელა, სასიყვარულო სამკუთხედიც იკვეთება...

43 0 00 Share Report Read
SocietyCultureLifestyle gacpacho

მესი

მისი მასწავლებლები, მწვრთნელები, ბავშვობის მეგობრები და ბარსას თანაგუნდელები ჟურნალისტებთან, მწერლებთან და გამოჩენილ ხალხთან ერთად შეიკრიბებიან რესტორანში, რათა გაანალიზონ მესის პიროვნება მინდორზე და მის გარეთ

60 0 00 Share Report Read
SocietyCultureLifestyle gacpacho

რონალდუ

დოკუმენტური ფილმი ცნობილ ფეხბურთელზე, რონალდუზე. ფილმის გადაღებები 14 თვე მიდიოდა, მასში ბევრი ისეთი დეტალია რაც სხვა ფილმებში მასზე ჯერ არ ყოფილა.

41 0 00 Share Report Read
SocietyCultureLifestyle gacpacho

მარლი

ბობ მარლის უნივერსალური მიმართვა, გავლენა მუსიკის ისტორიაზე, როლი სოციუმსა და პოლიტიკაში, უნიკალური და შეუდარებელია. აკადემიური ჯილდოს ნომინანტი კევინ მაკდონალდის ფილმი "მარლი" არის ბობ მარლის, როგორც მუსიკოსის, რევოლუციონერისა და ლეგენდის ცხოვრების აღწერა ადრეული წლებიდან ინტერნაციონალურ ვარსკვლავობამდე. ფილმი შეიცავს უცნობ და იშვიათ კადრებს, ინტერვიუებს იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ბობი ახლოს იყო.

52 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მეხთამტეხლები*

Marvel Comics-ის ამავე სახელწოდების პერსონაჟების ჯგუფზე დაფუძნებული მძაფრსიუჟეტიანი ფანტასტიკა, რომელიც მედია ფრენჩაიზის 35-ე ფილმი და მეექვსე ფაზის დასკვნითი ნაწილი გახდება. სამყარო შურისმაძიებლების გარეშე არ ნიშნავს, რომ მასში არ არის სუპერგმირების ჯგუფი. არის ასეთი ჯგუფი და მათ ეძახიან “მქუხარებს”. აშშ-ს სახელმწიფოს მიერ დაკომპლექტებული სუპერბოროტმოქმედების ჯგუფი იგზავნება ყველაზე სახიფათო მისიაში.

45 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ბაკლის შანსი

მამის სიკვდილიდა ერთი წლის შემდეგ, 12 წლის რიდლი და მისი დედა გლორია იძულებულნი არიან ნიუ-იორკიდან დასავლეთ ავსტრალიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც რიდლის გაუცხოებული ბაბუა სპენსერი ცხოვრობს. ავსტრალიის უდაბნოში დაკარგული ქალაქელი ახალგაზრდა გმირი ძველ მავთულხლართებში გამბულ ძაღლს ხვდება. როდესაც რიდლი იხსნის დინგოს გარდაუვალი სიკვდილისგან, ისინი ქმნიან მოულოდნელ კავშირს და იწყებენ თავგადასავლებისა და გადარჩენის ეპიკურ მოგზაურობას, რათა იპოვონ თავიანთი გზა სახლისკენ.

41 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ჯონ უიკის სამყაროდან: ბალერინა

ფრენჩაიზის “ჯონ უიკი” სპინ-ოფი, რომელშიც მოქმედება ვითარდება 2019 წლის “ჯონ უიკი 3: ემზადე ომისთვის“ და 2023 წლის “ჯონ უიკი 4“ მოვლენებს შორის და მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონას, სახელად რუნი ბრაუნის შესახებ, რომელიც იდუმალი დირექტრისას ხელმძღვანელობის ქვეშ ბალეტის სკოლაში შედის. შედეგად, რუსი ბოშების ტრადიციებით გაწვრთნილი, გამოცდილ დაქირავებულ მკველად და პროფესიონალ ბალერინად ქცეული, ახალგაზრდა გმირი აპირებს ნადირობას და შურისძიებას იმ ადამიანებზე, რომლებიც მისი მშობლების სიკვდილზე არიან პასუხისმგებლები.

54 0 00 Share Report Read
Society gacpacho

საოცრებათა წიგნი

ტელმას ყველაფერი აქვს – წარმატებული კარიერა, ოჯახი, საყვარელი შვილი. მაგრამ ერთ დღეს ბიჭს შემთხვევით დაეჯახება სატვირთო მანქანა და ვარდება კომაში. დედა გრძნობს, რომ არის შანსი, გააცოცხლოს შვილი და გადაწყვეტს მისი ყველა ოცნება აახდინოს კამერაზე ჩაწერით

46 0 00 Share Report Read
Society gacpacho

გრაფი მონტე-კრისტო

ალექსანდრე დიუმას ამავე სახელწოდების კლასიკური რომანის კინოადაპტაცია, 19 წლის მეზღვაური ედმონდ დანტეს შესახებ, რომელიც ნიშნობისთვის მარსელში ჩადის. მაგრამ შურიანი მეგობრების მიერ გაყიდული, ახალგაზრდა გმირს ადანაშაულებენ ბონაპარტიულ შეთქმულებაში და თვისი ნიშნობის დღეს აკავებენ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. თოთხმეტი წელი პატიმრობის შემდეგ ის ახერხებს ციხიდან გაქცევას და კუნძულ მონტე-კრისტოზე დამალული საგანძუის დაუფლებას. წარმოუდგენლად მდიდარი ედმუნდი ბრუნდება როგორც გრაფი მონტე-კრისტო, რომელმაც ახლა შური უნდა იძიოს მათზე, ვინც მას ცრუ ბრალდება წაუყენა და უღალატა.

55 0 00 Share Report Read