წითელი კლდე
208 წელს, მხედარმთავარების სან ციუანის და ლიუ ბაოს გაერთიანებულმა ჯარებმა მხედარმთავარის ცაო ცაოს ბევრად ძლიერი ჯარი დაამარცხეს ...
რომანტიკული დრამა, ახალგაზრდა დაქორწინებული წყვილის მეგის და კარსტენის შესახებ, რომლებიც კულინარიულ სამყაროში თავიანთი ცხოვრების მთავარი და უმაღლესი ჯილდოს – მიშლენის ვარსკვლავების მისაღებად, მზად არიან ყველაფერი გაიღონ. მაგრამ წარმატების მიღწევის დევნაში ახალგაზრდა წყვილის ავიწყდება, რომ ცხოვრებაში საუკეთესო კერძი ერთად მზადდება.
მოქმედება ვითარდება საინვესტიციო ბანკის მთავარი თანამშრომლების გარშემო,24 საათის განმავლობაში, ფინანსური კრიზისის საწყის პერიოდში.
როჯერ გრინბერგმა დაკარგა სამსახური მაგრამ ძალიან არ ჩქარობს ახალის პოვნით. ამის მაგივრად ის ბრუნდება ნიუ–იორკიდან ლოს–ანჯელესში იმისათვი რომ თავისი უფროსი წარმატებული ძმის სახლს მოუვაროს. ასე მას უფასო საცხოვრებელი ადგილი მაინც ექნება. მშობლიურ ქალაქში ის ვერ პოულობს გაგებას და ვერც ძველ მეგობრებს. ზრდასრული ადამიანის უმოქმედობა ზოგს იმედს უცრუებს, ზოგს კი ინტერეს აკარგინებს. მხოლოდ ფლორენს, ძმის თანაშემწეს, გრინბერგის სულის კრიზისის ესმის. ის თვითონაც ბედნიერებას ეძებს. მაგრამ ბედნიერების ასაგებად ხომ ყველაზე ნაკლებადაა საჭირო მორიგი ნერვიული უიღბლო ვინმე...
გარეულ ცხოველებს შორის ჯუნგლებში გაზრდილ მაუგლის შეუყვარდება კეტლინი, პოლკოვნიკ ჯეფრი ბრაიდონის ქალიშვილი, რომელსაც ჯუნგლებში დაკარგვის წინ იცნობდა. მაგრამ კეტლინის საზიზღარი საქმრო ...
როი ანდერსონის დრამატული ფილმი, რომელიც ადამიანის ცხოვრებას მთელი თავისი სილამაზით და სისასტიკით, სიდიადითა და ბანალურობით ასახავს, სადაც უმნიშვნელოვანესი მომენტები ისეთივე მნიშვნელობას იძენენ, როგორც ისტორიულ მოვლენებს აქვთ: წყვილი ომებისგან გადანდგურებული ქალაქის, კელნის თავზე დაფრინავს; დაბადების დღეზე სახლისკენ მიმავალ გზაზე მამა ჩერდება, რათა თავსხმა წვიმაში ქალიშვილს ფეხსაცმლის ზონარი შეუკრას; მოზარდი-გოგონა კაფეს მახლობლად ცეკვავს; დამარცხებული არმია ტყვეებისთვის განკუთვნილ სამხედრო ბანაკში მიდის. ფილმი დაუცველი არსებობის უსასრულო ისტორიაა, რომელიც უცვლელი ადამიანის ყველაფრის კალეიდოსკოპს წარმოადგენს.
ახალგაზრდა ამერიკელი უილ შოუს ოცნებაა მარტო წავიდეს დასასვენებლად. მაგრამ ოჯახის დაჟინებული თხოვნით ერთად გადაწყვეტენ წასვლას. ჩასვლის თანავე ყველას ტყვედ აიყვანენ. მხოლოდ შოუმ უნდა შეძლოს მათი გადარჩენა.
პრობლემური მოზარდი სემი სკოლა-პანსიონიდან სახლში ბრუნდება, სადაც თავის ინვალიდის ეტლს მჯაჭვულ ინგლისელ ბებიას რუთს აღმოაჩენს. რუთი – სიცოცხლეს და ალკოჰოლს მოწყურებული, ომის ყოფილი ფოტოგრაფია. ახლა სემი იძულებულია მას მოუაროს, რომელიც მალე მისი ალკოჰოლური მახვილგონივრულობის და თავხედობის პირისპირ დგება. ვითარება კიდევ უფრო მწვავდება, როდესაც სემი სკოლის არდადეგებზე მარტო აღმოჩნდება რუთის მედდასთან, სარათან. მაგრამ მათი ერთად გატარებული გიჟური დრო თავდაყირა დააყენებს ახალგაზრდა გმირის ცხოვრებას, რაც სემის სიცოცხლის ხელახლა შეგრძნობის, ხოლო რუთს – თავის სიკვდილთნ შეხვედრის საშუალებას აძლევს.
ფილმი ინდოეთის შორეულ სოფელში ოჯახთან ერთად მცხოვრები 9 წლის ბიჭის სამაიას შესახებ მოგვითხრობს, რომლის ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც ის კინოთეატრ “გალაქტიკაში” პირველად ნახავს ფილმს. მამის სურვილის საწინააღმდეგოდ, ახალგაზრდა გმირს ვნებიანად უყვარდება ფილმები და ახალი ფილმების საყურებლად ყოველდღე დადის კინოში, სადაც პროექციონერ ფაზალს დაუმეგობრდება, რომელიც მას ფილმების უფასოდ ყურების უფლებას აძლევს მისი ლანჩის სანაცვლოდ. სამაია ხვდება, თუ როგორ იქცევა ისტორიები სინათლედ, სინათლე ფილმებად, ხოლო ფილმები ოცნებად. მალე სამაია თავის მეგობრებთან ერთად კინოპროექციის მოწყობილობის შექმნას ახერხებს.