Article archive

Society gacpacho

ზარი

მოვლენები 1987 წელს პატარა ქალაქში მცხოვრები ოთხი თინეიჯერი მეგობრის გარშემო ვითარდება, რომლებიც იდუმალი მოხუცი წყვილის, ედიტის და ედვარდის სახლის დარბევას გადაწყვეტენ, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ედიტი ჯადოქარია. რის შედეგადაც, ედიტი თავს მოიკლავს. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ედვარდი ახალგაზრდა გმირებს სახლში მიიწვევს, სადაც ის მათ ედიტის მიერ მათვის დატოვებული 100 000 დოლარის შესახებ აცნობებს. თუმცა, ამ თანხის მისაღებად მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარი და ხაზზე ერთი წუთით დარჩენაა საჭირო. ვის ვურეკავთ? – კითხულობს ერთ-ერთი მეგობარი. “Ჩემს ცოლს. მან მაიძულა ტელეფონი მასთან ერთად დამემარხა ”, – პასუხობს ედვარდი. ეს მარტივი დავალება მალევე ჯოჯოხეთად გადაიქცევა, როდესაც გმირები ნომერს აკრეფენ და ვიღაც მეორე ბოლოში ყურმილის აიღებს, რაც საბოლოოდ მათ ყველაზე საშინელ კოშმარებს რეალობად აქცევს.

43 0 00 Share Report Read
Society gacpacho

არაჯენტლმენურ საქმეთა სამინისტრო

დამიენ ლუისის ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული წიგნის “არაჯენტლმენთა ომის სამინისტრო: როგორ დაწვეს ჩერჩილის საიდუმლო მეომრებმა ევროპა და გააჩინეს თანამედროვე ჩრდილოვანი ოპერაციები” ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები ვითარდება 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის პირველ ეტაპზე, როდესაც გერმანია გამანადგურებელ დარტყმას აყენებს ბრიტანეთის არმიას ევროპაში, ხოლო პრემიერ მინისტრი უინსტონ ჩერჩილი გადაწყვეტს უპასუხოს და წყვეტს ბრძოლას მიღებული ჯენტლმენური წესებით, რომელიც აყალიბებს არაჯენტლმენი ჯარისკაცების საიდუმლო ორგანიზაციას, რათა დაუპირისპირდნენ მესამე რაიხის ჯარებს ფარულ ოპერაციებში. ფაქტობრივად, ეს არის პირველი ბრიტანული საიდუმლო განყოფილება, რომლის წევრები ძალიან მჭიდრო სპეცდანიშნულების რაზმად იქცევა, რომელთა სამსახური მოიცავს მეორე მსოფლიო ომს. ისინი მოიპოვებენ მნიშვნელოვან გამარჯვებებს ნაცისტების წინააღმდეგ, განახორციელებენ უამრავ დივერსიულ აქტს, არღვევენ ომის ყველა მიღებულ წესს, არ ერიდებიან მოტყუებას, ბინძურ ხრიკებს, სისხლს და იყენებენ მშვილდ-ისრებსაც კი მტრის გასანადგურებლად.

40 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მე შენ გიპოვი

მოვლენები 1930-იან წლებში ვითარდება და ახალგაზრდა პოლონელი მუსიკოსების უჩვეულო სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. რობერტი, კათოლიკე ოპერის მომღერალია, ხოლო რეიჩელი, ებრაელი მევიოლინეა, რომლებიც კარნეგი-ჰოლში ერთად გამოსვლაზე ოცნებობენ. მაგრამ როდესაც პოლონეთში გერმანიის შეჭრის შედეგად ახალგაზრდა გმირები ერთმანეთს დაშორდებიან, რობერტი პირობას დებს, რომ იპოვის რეიჩელს, რაც არ უნდა მოხდეს. მის ძიებას სასოწარკვეთილი რობერტი ნაცისტური გერმანიის გულში მიჰყავს, სადაც იმ აზრამდე მიდის, რომ რეიჩელი შეიძლება სამუდამოდ დაიკარგოს მისთვის.

58 0 00 Share Report Read
Society gacpacho

პატარძლის მამა

ბილი და ინგრიდი შოკირებულია მათი უფროსი ქალიშვილის სოფიას ამბით. ის მექსიკელზე დაქორწინდება და მექსიკაში გაემგზავრება. კონსერვატორ ამერიკელ ბილიმ უამრავი სტერეოტიპი და ცრურწმენა უნდა დაძლიოს, რათა ქალიშვილის დღესასწაული არ გაუფუჭოს. საქორწინო სამზადისი ნამდვილი ატრაქციონი იქნება ბილისა და ინგრიდის ოჯახისთვის.

44 0 00 Share Report Read
Society gacpacho

45 კალიბრი

ბონი და კლაიდი მონაწილეობენ წვრილმან მახინაციებში, კერძოდ ნიუ-იორკში, მანჰეტენის Hell's Kitchen-ის უბანში 1970-იანი წლების შუა პერიოდში

53 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ორი შეფის ბრძოლა

ფილმი მოგვითხრობს მხიარულ ამბავს ამბიციური ახალგაზრდა შეფ-მზარეულის, მიკელეს შესახებ, რომელსაც უწევს გაერთიანდეს მამასთან, რომელიც მოულოდნელად ეწვია მას მრავალი წლის წინ გაუჩინარების შემდეგ. შედეგად, მთავარი გმირის ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც მამამისი ყველა მის წარმოდგენას სამზარეულოსა და ცხოვრების შესახებ გამოცდის წინაშე დააყენებს…

47 0 00 Share Report Read
Society gacpacho

კარგი ექიმი

პარიზში მცხოვრები – სერჟი, შობის ღამეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთდადერთი მორიგე ექიმი აღმოჩნდება, რომელსაც ერთ-ერთი გამოძახების დროს წელი გაუშეშდება. იმდენად, რომ ახლა მას გამოძახებებზე დამოუკიდებლად წასვალა არ შეუძლია. ზურგის ტკივილით შეწუხებული, მთავარი გმირი პიცის დამტარებელი ბიჭის დახმარებას იღებს, რომელსაც ექიმის ადგილის დაკავება მოუწევს…

40 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სრული სვლით

რიკარდო აცილებს თავის შვილს და მის მეგობრებს ბავშვთა ბანაკში თუმცა ის აგვიანებს მატარებელში. ახლა მას მოუწევს დაეწიოს ბავშვთა ჯგუფს, რომელიც დარჩა უფროსების გარეშე და მზად არის ყველაფერზე წავიდეს

49 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მოვლენა

ანი ერნოს ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიური რომანის ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები 1963 წელს საფრანგეთში ვითარდება და ნიჭიერი სტუდენტი გოგონას ანას შესახებ დრამატულ ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ექიმთან ვიზიტის დროს მოულოდნელად გაიგებს, რომ ორსულად არის. გოგონას პერსპექტიული მომავალი საფრთხეში აღმოჩნდება, რადგან წინ გამოსაშვები გამოცდებია, ხოლო მისი მუცელი იწყებს ზრდას. ახალგაზრდა გმირი შიშობს, რომ უნივერსიტეტს ვერ დაამთავრებს და უკანონო შვილის გაჩენით ყველაფერს დაკარგავს. შედეგად, ის აბორტის გაკეთებას გადაწყვეტს, რათა დაასრულოს სწავლა და თავი დააღწიოს მისი პროლეტარული ოჯახის სოციალურ ბედს. თუმცა 1960-იან წლებში მთელ ქვეყანაში აბორტი იკრძალებოდა, სადაც საზოგადეობა ქალის სურვილს და ზოგადად სექსს გმობდა. ახლა ანას ცოტა დრო აქვს წინ, გამოცდები ახლოვდება, მუცელი მომრგვალებულია…

38 0 00 Share Report Read
Society gacpacho

იმედი

ანა და თომა მრავალი წელია ერთად არიან. მათი გრძნობები დიდი ხანია გაცივდა და თითქმის მზად არიან განშორებისთვის. მაგრამ ანა ავად ხდება ...

44 0 00 Share Report Read