Recent articles

The latest website content in chronological order

Society gacpacho

დაიჭირე და გაიქეცი

სიუჟეტი უფროსი კლასის მოსწავლეთა ჯგუფზეა, მათ თავს დაესხმებიან ზომბები. შემდეგ ზომბებს დაესხმებიან ვამპირები, ხოლო ყველაზე სასაცილო ის არის, რომ დედამიწაზე ჩამოვლენ უცხოპლანეტელები. ბოლოსდაბოლოს მოსწავლეები, ზომბები და ვამპირები გაერთიანდებიან და ერთად აღუდგებიან წინ უცხოპლანეტელების დედამიწაზე გაბატონებას ...

43 0 00 Share Report Read
Society gacpacho

დიდებული 39

1939 წელი, ინგლისი. ენ კიისის ერთი შეხედვით იდეალური ცხოვრება ნგრევას იწყებს, როდესაც ის შემთხვევით საიდუმლო ჩანაწერებს პოულობს, რომლებიც დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის შეთქმულებას ადასტურებდა. ენი საკუთარ გამოძიებას იწყებს ...

37 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ეჭვს გარეშე

ფედერალური ბიუროს აგენტი კენტუკის აპალაჩის მთებში იგზავნება, სადაც მას საშიშ, უკანონო საქმეში ჩაითრევენ ადგილობრივ ქალთან ერთად, რომელიც მისი ინფორმატორი ხდება. იგი სწორედ აგენტში ხედავს ხსნას, თუმცა საბოლოოდ საქმე ორივესთის საბედისწერო აღმოჩნდება ...

47 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ჩარლი ქანთრიმენის აუცილებელი სიკვდილი

შელახული და დაშავებული ჩარლი ქანთრიმენი ჩამოკიდულია თავდაყირა ბუქარესტის ცენტრში. კიდევ წამი — და მის გულს გახვრეტს ტყვია და ახალგაზრდა ამერიკელი ტურისტის ცხოვრება შეწყდება. თუმცა რამდენიმე კვირის წინ ის ვერც კი წამოიდგენდა მსგავს ფინალს ...

36 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ოფიცერი და ჯაშუში

ფილმი ინგლისელი მწერლის, რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული, რომელიც თავის მხრივ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, რომელშიც მოვლენები 1894 წელს ვითარდება, როდესაც ფრანგ ოფიცერს, ალფრედ დრეიფუს გერმანელებისთვის საიდუმლო დოკუმენტების მიწოდების გამო ატლანტიკის ოკეანეში მდებარე ტროპიკულ კუნძულზე უვადო დეპორტაციაში გაუშვებენ. ალფრედის ყოფილი უფროსი – ჟორჟ პიკარი – მისი ქვეშემდგომის საქმის გამოძიებას პირადად გადაწყვეტს და გაიგებს, რომ მეორე ბიუროს ბევრი ოფიცერი გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობს ...

40 0 00 Share Report Read
Society gacpacho

რელიქვია

ხანდაზმული და ქვრივი მატრიარქი, სახელად ენდა, რომელიც მარტო ცხოვრობს თავის ძველ ქალაქგარეთა სახლში, ერთ დღეს უკვალოდ გაუჩინარდება, მისი ქალიშვილი კეი და შვილიშვილი სემი მაშინვე მის ძებნას იწყებენ, სადაც მის გაუარესებულ დემენციის კვალს აღმოაჩენენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისინი მას საკუთარ სახლში პოულობენ, რომელსაც არაფერი არ ახსოვს. კეი ხვდება, რომ დედის გაუჩინარების მიზეზი არა მხოლოდ მეხსიერების დაკარგვა, არამედ ასევე არაამქვეყნიური ძალაა, რომლის ყოფნაც სახლში ძლიერ იგრძნობა ....

42 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ალქაჯი

ჰაგაზუსა - ეს ბნელით მოცული ლეგენდაა ახალგაზრდა ქალსა და მის ბრძოლაზე შეინარჩუნოს სიწმინდე. იგი ცდილობს გაიგოს სად გადის საზღვარი უძველეს მაგიას

37 0 00 Share Report Read
SocietyCulture gacpacho

მოცეკვავე

1887 წელს, მამის გარდაცავლების შემდეგ, მარია ლუიზა ტოვებს მშობლების სახლს და დედასთან ერთად გადადის ნიუ იორკში, რათა აიხდინოს ოცნება და გახდეს მსახიობი. ერთ საღამოს, სცენაზე გამოსვლის დროს, იგი მის გრძელ კაბაში კარგავს წონასწორობას და სასწაულებრივად გადაურჩება დაცემას აგრძელებს რა ტრიალს, ამავდროულად გოგონა ქმნის მოხდენილ ცეკვას, სახელწოდებით მოდერნი. მაყურებელი, შოკში ვარდება მისი გამოსვლით და მას ხელმეორდ სთხოვენ ცეკვას, ამის შემდეგ მარია ლუიზა ხდება ნამდვილი კერპი და სიმბოლო თაობების, იგი ახალ ფსევდონიმს ლოი ფულერს იღებს. როდესაც მისი ახალი ცეკვის იმიტაციას იწყებენ, ლოი ტოვებს ამერიკას და გადადის პარიზში, სადაც ის სწრაფად იპყრობს ქალაქს და ძმები ლუმიერების და ანრი დე ტულუზ ლოტრეკის მუზა ხდება. მაგრამ დიდება – ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა. შემთხვევითი შეხვედრა ახალგაზრდა აისედორა დუნკანთან ლოის მფარველთან ისედაც დაძაბულ ურთიერთობას და მის მიერ გამოგონილი ცეკვის ახალი მიმართულების არს საფრთხის წინაშე აყენებს …

35 0 00 Share Report Read