Recent articles

The latest website content in chronological order

Society gacpacho

იცეკვე ჩემთან

ზოგი სწავლობს ცეკვას, ზოგი კი იბადება მისთვის. ასეა სიყვარულშიც. იტალიელი რეჟისორი ჩამოდის რუსეთში ფილმის გადასაღებად ცეკვაზე. მას ახალგაზრდა მსახიობი გოგონა შეუყვარდება, გოგონას კი მთავარი როლის შემსრულებელი ბიჭი შეუყვარდება. მათ წინ ელით ახალი გრძნობები, ახალი განცდები და პაექრობა, მაგრამ ყველაფერი ცეკვის რიტმში ...

34 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ღამის მონადირე

სიუჟეტის ცენტრში მინეაპოლისის პოლიციის ლეიტენანტი, სახელად მარშალია, რომელსაც ახალგაზრდა ქალის მკვლელობა გადამდგარ მოსამართლეს, კუპერს გააცნობს, რომელიც მისი მეგობარი გახდება. ლარასთან ერთად მარშალი, მტაცებელ-პედოფილებს დევნის და უკანონობის წინააღმდეგ უკიდურესი ფორმით იბრძვის, მაგრამ როდესაც ლარა გაუჩინარდება, ის თავის ძველ პოლიცილე-კოლეგებს დახმარების თხოვნით მიმართავს, რომელთა ერთობრივ ძებნას ისინი ტყეში მდებარე იზოლირებულ სახლში მიჰყავს, სადაც სახლის სარდაფში გამოკეტილ ლარას და სხვა ათეულობით ქალს გადაარჩენენ. ამ იზოლირებულ სახლში, მარშალი გატაცებებში და მკვლელობებში ეჭვმიტანილ შუახნის მამაკაცს, საიმონს აპატიმრებს. როგორც კი პოლიციის გამომძიებელი რეიჩელი ეჭვმიტანილის დაკითხვას დაიწყებს, ის აღმოაჩენს, რომ საიმონი სავარაუდოდ პარანოიდული შიზოფრენიკია. სანამ რეიჩელი საიმონის დამახინჯებული ცნობიერებიდან რაიმე სასარგებლო ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს, მარშალი პოლიციელებზე სასიკვდილო თავდასხმენის შეჩერაბას ცდილობს. დგინდება, რომ მიზანმიმართული მკვლელობები საიმონის გატაცებებს უკავშირდება, მარშალი ასკვნის, რომ კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ჯერ ისევ თავისუფალია და ნებისმიერ დროს შეუძლია გმირებს ახალი დარტყმა მიაყენოს …

59 0 00 Share Report Read
Society gacpacho

დაკარგული ტყვია

მცირე დანაშაულებრივი წარსულის მქონე პირი, რომელმაც მუშაობა პოლიციაში დაიწყო სპეცდანიშნულების ძალების მექანიკოსად, იძულებულია თავის უდანაშაულობა ამტკიცოს, როდესაც მის მენტორს სულმდაბალი პოლიციელები მოკლავენ ...

40 0 00 Share Report Read
Society gacpacho

გამოუსწორებელი

ყოფილი თაღლითი ლენსი, რომელსაც კავშირები აქვს რუსულ მაფიასთან და არიულ საძმოსთან, 15 წლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფლდება და მშვიდი ცხოვრების დაწყებას ცდილობს. მისი გეგმები ირევა, როდესაც რუსული მაფიის წევრები, თავისუფლების მოპოვების სანაცვლოდ უკანასკნელი დავალების შესრულებას მოსთხოვენ. დავალება კი საკმაოდ რთულია ...

38 0 00 Share Report Read
Society gacpacho

რამოდენიმე ქალბატონი

რამოდენიმე ადამიანის ცხოვრება, რომელიც შემთხვევით გადაიკვეთა. მოქმედება ხდება მონტანაში. ფილმის მთავარი გმირები დაკავშირებულნი არიან ერთ ახალგაზრდა ადვოკატთან სხვადასხვა მიზეზებით ...

36 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ვალჰალა

სათავგადასავლო ფენტეზი ადამიანების სამყაროში, მიდგრადში მცხოვრები ორი ვიკინგელი ბავშვის შესახებ, რომლებიც ცნობილი ღმერთების, თორის და ლოკის თანხლებით, ასგარსში მდებარე ღმერთების ზეციურ სასახლეში, ვალჰალაში ავანტიურულ მოგზაურობაში მიდიან. თუმცა აღმოჩნდება, რომ ვალჰალას მშვიდობიან არსებობას სასტიკი მგელი ფენრირი ემუქრება. ახლა ახალგაზრდა გმირები იძულებულნი არიან ღმერთებთან ერთად მტრების წინააღმდეგ იბრძოლონ, რათა ვალჰალა განადგურებისგან – რაგნაროკისგან გადაარჩინონ …

52 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სიცრუე

ნაცემი ცოლი სისხლჩაქცევებით სახელად მარა, საქართველოს პოლიციის დახმარებას ითხოვს ქმრის წინააღმდეგ ...

41 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ცვლილებების დრო

სატირული კომედია ყოველთვის აქტუალური პოლიტიკური თემის შესახებ, სადაც მოვლენები ერთ პატარა სიცილიურ ქალაქში ვითარდება, რომლის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების ყოვლისმომცველი კორუფციით და უკანონობით დაიღალა. ისინი ახალ მერს აირჩევენ – წარმოუდგენლად პატიოსანი ადამიანი, რომელიც ხალხს ბრძოლას დაპირდება ყველაფრის წინააღმდეგ, რაც კანონს ეწინააღმდეგება. და ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის. ის ამ დაპირებას ზედმიწევნითი ასრულებს. მაგრამ როგორც შემდგომ აღმოჩნდება ქალაქის ყველა მაცხოვრებელი არ იყო მზად ასეთი მკვეთრი ცვლილებებისთვის ...

37 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

უიღბლო ტიმი

სტეფან პასტისის ამავე სახელწოდების ბესტსელერის ეკრანიზაცია თერთმეტი წლის ბიჭის, ტიმი ფეილურის შესახებ, რომელიც თვლის, რომ იგი ქალაქ პორტლენდლენდში საუკეთესო დეტექტივია, სადაც ახალგაზრდა გმირი საკუთარ სააგენტოს -Total Failure, Inc. შექმნის, რომელშიც თავის მეწყვილესთან, როლო ტუკსთან და წარმოსახვით მეგობართან – 1500 ფუტიან უზარმაზარი პოლარულ დათვთან ერთად მუშაობს. ტიმის ყურადღების ცენტრში – უცნაური შემთხვევების, ოდოიზური ქურდობის გამოძიება და საეჭვო პიროვნებებზე დაკვირვება აღმოჩნდება …

56 0 00 Share Report Read