Recent articles

The latest website content in chronological order

Society gacpacho

განგსტერდამი

რამოდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მოეწონებინა ნორასთვის თავი, ბედი რუბენს შანსს აძლევს დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილი მაჩოა. ამისათვის საჭირო მხოლოდ მის გოგონასთან ერთად ამსტერდამში წასვლა, საქონლის წამოღება და უკან დაბრუნებაა. ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, სანამ მათ გზაზე ადგილობრივი მაფია არ გადაეღობათ ...

39 0 00 Share Report Read
Society gacpacho

უფრო ხმამაღლა ვიდრე ბომბები

ჯინი თავისი ცოლის ფოტოგრაფი ლაურა ფრიდის სიკვდილის შემდეგ ყოველდღიურ ცხოვრებას მორცხვ თინეიჯერ შვილთან ერთად კონრადთან აგრძელებს. ლაურას უფროსი შვილი ძველ სახლში ბრუნდება სადაც დაიბადა და დიდი ხნის შემდეგ პირველად მამა და ორი ძმა ერთად ცხოვრობენ ერთ ჭერ ქვეშ ...

30 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ორი დედა, ორი ქალიშვილი

ფილმი მთავარი გმირი კეტრინია, რომელმაც ზუსტად ათი წლის წინ საკუთარი ქალიშვილი დედასთან დატოვა ლუქსემბურგში. მას შემდეგ მხოლოდ რამოდენიმეჯერ შეახსენა მათ თავი, რამაც სერიოზულ ოჯახურ პრობლემებამდე მიიყვანა ...

27 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ფობია

მამის გარდაცვალების შემდეგ კეტრინს საგვარეულო ქონება დარჩება მემკვიდრეობით ნორვეგიაში. როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებლები კეტრინს უცნაურ გაუჩინარებებსა და შესაძლო მკვლელობებზე უამბობენ , იგი ხვდება რომ მას ოჯახის ბნელ წარსულთან მოუწევს შეხვედრა ...

36 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ამანდა

ოჯახური დრამა 24 წლის პარიზელი დევიდის შესახებ, რომელსაც არაფერი არ აწუხებს. მას არ აქვს მუდმივი სამუშაო და მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს. მისი უფროსი და სანდრინი – 7 წლის ამანდას მარტოხელა დედაა, რომელიც დევიდის ლონდონში უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირში წაყვანას სთხოვს, სადაც იგი მისი ძმის და მათი გაუცხოებული ინგლისელი დედის შეარიგებას ფარულად გეგმავს. თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ, დევიდი ოჯახის გაერთიანებაზე უარს ამბობს. დედასთან 20-იანი უკონტაქტობის შემდედ ის ფიქრობს, რომ შერიგების დრო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. იმავდროულად, დევიდი მის ახალ მეზობელს, ლენას გაიცნობს და შეუყვარდება. ცხოვრება ტკბილია, მაგრამ ის დიდხანს ვერ გაგრძელდება. პარიზის პარკში პიკნიკის დროს, დევიდის ბედნიერი არსებობა მოულოდნელად კოშმარულ სახეს მიიღებს, როდესაც ტერაქტის შესახებ შეიტყობს, რომლის დროსაც სანდრინი დაიღუპება, ხოლო ლენა მძიმედ დაიჭრება. პარიზი ბლოკირებულია, ქუჩები ცარიელია, ყველგან შეიარაღებული პოლიციაა. ტერაქტის შემდეგ, ახალგაზრდა დევიდი იძულებულია საშინელი მოვალეობით დაწყებული, გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს – უთხრას ამანდას, რომ მისი დედა არასოდეს დაბრუნდება სახლში. სულიერი შოკის და ტკივილის გარდა, მთავარი გმირი მის 7 წლის დისშვილთან მარტო აღმოჩნდება, რომელიც ახლა ზრუნვას საჭიროებს …

28 0 00 Share Report Read
Society gacpacho

პატარა ბუდა

ფილმის სიუჟეტი ორი მიმართულებით ვითარდება.ლეგენდის თანახმად, ძალიან ადრე პრინცმა სიდხარტმა დაიწყო გზა თავისი სულიერი შეცნობისაკენ, ხოლო თანამედროვე ტიბეტში გარდაიცვალა ლამა ჯორჯე. მისი სიკვდილის შემდეგ, ბუდისტი ბერები მის ახალ გარდასახვას ეძებენ მთელი მსოფლიოს ბავშვებში. ერთბაშად ისინი სამ ბავშვშს პოულობენ, რომლებიც მის რეინკარნაციის ობიექტებად იქცნენ - ამერიკელ ბიჭუნას სახელად ჯესი და ორ ინდუსს - რაჯუს და გიტუს ...

26 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ქალთევზის დაცემა

თევზმჭერი შხუნის კაპიტანი, რომელიც წყნარ ოკიანეში ნამდვილ ქალთევზას დაიჭერს, კუდს მოაჭრის და ხმელეთზე წაიყვანს. იქ ქალთევზა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდება, სადაც არავის სჯერა, რომ ეს გოგონა სინამდვილეში ქალთევზაა. და მალე ის ყველას დაუმტკიცებს, რომ ადამიანებმა იგი ამაოდ გამოკეტეს და დასცინოდნენ მას …

42 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ბუნების ძალა

ფილმი პენსიაზე გასული პოლიციის დეტექტივის რეის (მელ გიბსონი) შესახებ მოგვითხრობს, რომლის ქალიშვლილი, ექიმი ტროი გარეთ მძვინვარე, მე-5 კატეგორიის ქარიშხალის გამო ცდილობს მისი მამა თავისი სახლის დატოვებაში დაარწმუნოს. ტროი დასახმარებლად პოლიციის ოფიცერს კარდილიოს იძახებს, რომელსაც რეი სხვებთან ერთად უსაფრთხო შენობაში მიჰყავს, სადაც მალე ისინი შეიტყობენ, რომ საშიში მძარცველების ჯგუფი და მათი ლიდერი, ქარიშხლის დროს შენობაში დამალული 55 მილიონი დოლარის მოპარვას გეგმავს, რაც გმირების ევაკუაციას საფრთხეს ქვეშ დააყენებს. შედეგად რეი და კარდილიო ერთიანდებიან და მძარცველებს უპირისპირდებიან ...

38 0 00 Share Report Read
Society gacpacho

365 დღე

სიცილიის მაფიის ახალგაზრდა და სიმპატიურ ბოსს, მასიმო ტორიჩელის, სხვა არჩევანი არა აქვს თუ არა მაფიას ჩაუდგეს სათავეში, მას შემდეგ რაც მამას მოკლავენ. ლაურა ბიელი ერთ მდიდრული სასტუმროში გაყიდვების მენეჯერად მუშაობს. წარმატებული კარიერა აქვს, თუმცა პირადი ცხოვრება ვერ აეწყო და ახლა ფაქტიურად დამთავრებული ურთიერთობის გადარჩენას უკანასკნელად ცდილობს. მშობლებთან და მეგობრებთან ერთად ლაურა სიცილიაში სამოგზაურიდ მიდის. ვერც კი წარმოიდგენს, რომ მასიმო, კუნძულზე ყველაზე უფრო საშიში კაცი, გადაეყრება, გაიტაცებს, დაატყვევებს და 365 დღეს მისცემს... შესაყვარებლად. -365 დღე- პირველი პოლონური ეროტიკული ფილმია, რომელიც ბლანკა ლიპინკსას ამავე სახელწოდების რომანის მიუხედვითაა გადაღებული ...

39 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

შეყვარებულები

წყვილი ურთიერთობის განმსაზღვრელ პერიოდს გადის, როდესაც უნებლიედ მკვლელობის იდუმალებით მოცულ საქმეში გაეხვევიან. ისინი თავიანთი უდანაშაულობის გამორკვევის ექსტრემალურ და ხმაურიან გზას გადიან, რა დროსაც უნდა შეეცადონ როგორ გადარჩნენ დ იხსნან თავიანთი ურთიერთობა ...

45 0 00 Share Report Read