Recent articles

The latest website content in chronological order

Society gacpacho

ცეცხლის ხაზზე

საიდუმლო სამსახურის ვეტერანი აგენტი ფრენკ ჰორიგანი - საკუთარი მარცხით დამძიმებულია, რადგან პრეზიდენტ კენედის დაცვა ვერ განახორციელა, როდესაც იგი დალასში, პრეზიდენტის დაცვის სამსახურის შემადგენლობაში იმყოფებოდა. ოცდაათი წლის შემდეგ მამაკაცი მეტსახელად "ბუტი" კვლავ პრეზიდენტის სიცოცხლეს ემუქრება, რამაც ჰორიგანი აიძულა დაცვის სამსახურის შემადგენლობაში დაბრუნდეს და წარსულის აჩრდილებს დაუპირისპირდეს ...

51 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

გაქრობა

ახალაგაზრდა, შეყვარებული წყვილი რექსი და სასკია შვებულების ერთად გასატარებლად მიემგზავრება. გზად სასკია ბენზინგასამართ სადგურზე მაღაზიაში შედის და უჩინარდება. სამი წლის შემდეგ რექსი იღებს იდუმალ წერილებს სასკიას გამტაცებლისაგან ...

50 0 00 Share Report Read
Society gacpacho

რეკეტიორი 2

ბედი მთავარ გმირს მეორე შანსს აძლევს. ყველა თვლიდა , რომ რუსლანი მკვდარი იყო. მან გადაწყვიტა განზე გამდგარიყო და ახალი ცხოვრება დაეწყო, მაგრამ მასთან ბულა მიდის ,რომელსაც შურისძიება სურს ...

32 0 00 Share Report Read
Society gacpacho

განგსტერი, პოლიციელი, სატანა

ჩეონანი სერიული მკვლელობები ხდება, რომლებიც სულ უფრო და უფრო საიდუმლოებით მოცულია. პოლიციელი ტაე-სუკი ვარაუდობს, რომ ყველა მკვლელობა ერთი და იმავე პირის ჩადენილია და იწყებს გამოძიებას. ერთ დღეს, ბანდის მეთაურს დონგ-სოს საეჭვო პირი დაესხმის თავს. ტაე-სუკი მიხვდება. რომ ეს სწორედ ის სერიული მკვლელია, ვინმე კ. დონგ სო ერთადერთი მოწმეა და ერთდერთი ადამიანი, ვინც მკვლელს ცოცხალი გადაურჩა ...

36 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ცხენების მოპარვისას

1990-იანი წლები. 67 წლის მამაკაცი – ტრონდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაკარგა მეუღლე, პატარა ნორვეგიულ სოფელში გადასვლას გადაწყვეტს, სადაც ის მისი ცხოვრების დარჩენილი დღეების გატარებას განმარტოვებით აპირებს. მაგრამ ერთ დღეს იქ ის თავის ძველ მეგობარს, ლარს შეხვდება, რომლებიც ერთად გაიზადნენ. უნებლიეთ, იგი დიდი ხნის წარსული თავისი ახალგაზრდობის გახსენებას იწყებს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავის მეგობართან ერთად გაატარა, როდესაც ტრონდიმ პირველი სიყვარული, მამა და ბედნიერი ბავშვიბა დაკარგა, რაც საბოლოო ჯამში უარყოფით გავლენას მოახდენს მოზარდების ბედზე. 15 წლის მთავარი გმირი ტრაგიკული სასიყვარული სამკუთხედის მონაწილე გახდება და გაიგებს, რომ უახლოეს ადამიანებსაც შეუძლიათ ერთმანეთისგან წარმოუდგენელი საიდუმლოებები დამალონ ...

59 0 00 Share Report Read
Society gacpacho

წყლის ქვეშ

ნავთობის სადგურის წყალქვეშა კვლევით ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერები და პროფესიონალი მუშაკები, ყოველდღე ოკეანის სიღრმეებს შეისწავლიან და ბუნების გარკვეულ კაპრიზებს აწყდებიან, თუმცა ისინი ასეთ პირობებს შეეჩვივნენ და ყოველთვის მზად არიან მოულოდნელი უსიამოვნებები გადალახონ. მაგრამ უეცრად წყლის ქვეშ საშინელი ბიძგები მოხდება, რაც გამანადგურებელი ძალის მიწისძვრას გამოიწვევს, რომელიც წყალქვეშა ლაბორატორიას მთლიანად გაანადგურებს, რის შედეგადაც სპეციალისტების ჯგუფი სასიკვდილო წყალქვეშა ხაფანგში აღმოჩნდება. და ახლა, რომ გადარჩნენ ისინი იძულებულნი არიან უსაფრთხო ადგილამდე სახიფთო წყალქვეშა გზა გაიარონ ...

47 0 00 Share Report Read
Society gacpacho

დიდი ძმა

ჯარისკაცი, რომელიც სკოლის მასწავლებელი გახდა, უჩვეულო მეთოდებს იყენებს რომ როგორმე სუსტი მოწაფეების კლასი აამუშავოს. ამასთან ერთად ბრძოლა უწევს ერთ ხარბ მეწარმესთან, მის ბანდასთან და ასევე მთავრობასთან ...

36 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ბაიბაი მენი

რაღაც ან ვიღაც სახელად ბაი ბაი მენი, ადამიანების გონებაში შეღწევით, საშინელების გაკეთებას აიძულებს. ნებისმიერი, ვინც მისი სახელი იცის, ან მასზე ფიქრობს, საფრთხე ემუქრება, რადგან ის მათან მივა. რამდენიმე სტუდენტი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, როცა მის სახელს გაიგებენ, ის მათან მისვლას იწყებს, მათ აშინებს, მათი შიშით იკვებება, და შემდეგ მათი გონების კონტროლის მეშვეობით, სიკვდილს აიძულებს. ისინი წინააღმდეგობის გაწევას და გაქცევას ცდილობენ. მაგრამ, ალბათ ვისთვისაც ცნობილია მისი სახელი, უკვე ბაი ბაი მენის კონტროლის ქვეშაა. ვინ არის ის? სული? ან ტელეპატი-მანიაკი?, ჯერ კიდევ შეიძლება, აეხადოს ფარდა ამ საიდუმლოს, და ვინმე გაუმკლავდეს, და მისგან გადარჩეს ...

40 0 00 Share Report Read