Recent articles

The latest website content in chronological order

Society gacpacho

კურდღელი ჯოჯო

სატირა მეორე მსოფლიო ომზე, რომელიც ერთ ეულ გერმანელ ბიჭზე, სახელად ჯოჯო, მოგვითხრობს, რომლის შეხედულებაც სამყაროზე სრულიად იცვლება, როდესაც იგი აღმოაჩენს, რომ მისი მარტოხელა დედა ახალგაზრდა ებრაელ გოგონას მალავს სახლის სხვენში. ჯოჯო უნდა დაუპირისპირდეს საკუთარ ბრმა ნაციონლიზმს ...

59 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ჯერ კიდევ მწამს

ფილმი მოგვითხრობს ქრისტიანული სასულიერო მუსიკის ვარსკვლავის, ჯერემი კემპის ცხოვრებისეული გზის, მისი სიყვარულისა და დანაკარგების შესახებ და გვარწმუნებს იმაში, რომ იმედი არასდროს ქრება ...

34 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

მზის ჩასვლა

მოვლენები 1913 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ, ევროპის შუაგულში, ბუდაპეშტი ვითარდება. ბავშვთა სახლში გაზრდილი ახალგაზრდა გოგონა აირის ლეიტერი, მაშინ ჯერ კიდევ ავსტრო-უნგრეთის ბუდაპეშტში ბრუნდება. მას ქუდების ლეგენდარულ მაღაზიაში მუშაობის დაწყება სურს, რომელიც ოდესღაც მის გარდაცვლილ მშობლებს ეკუთვნოდა, მაგრამ მაღაზიის ახალი მფლობელი ოსკარ ბრილი გოგონას არა მხოლოდ უარს ეუბნება, არამედ ასევე მთელი ძალებით ცდილობს მისი ქალაქიდან გაძევებას. თუმცა აირისი სულაც არ აპირებს ასე სწრაფად დატოვოს ბუდაპეშტი. მთავარი გმირი თავისი ოჯახის ბნელი წარსული საუდუმლოების გამოძიებას დაიწყებს და მისი ძმის არსებობის შესახებ შეიტყობს, რომელიც მას არასოდეს უნახავს. გამოძიებას იგი ბუდაპეშტის ბნელ ქუჩებში მიჰყავს, სადაც ცივილიზაციის მღელვარების დაცემის მიჯნაზე, მხოლოდ ქუდების მაღაზია ანათებს ...

47 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ჯაშუშური ინტერვენცია

როდესაც მსოფლიოს უდიდესი ჯაშუში ხვდება თავისი ოცნების ქალს, ის მიატოვებს თავის ავანტიურულ ცხოვრებას და უსაფრთხო ცხოვრების დაწყებას ცდილობს ...

28 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

უჩინარი კაცი

ჰერბერტ უელსის სამეცნიერო-ფანტასტიკური კლასიკური რომანის თანამედროვე ეკრანიზაცია ახლგაზრდა გოგონას, სესილია კასის შესახებ, რომელიც ერთ ღამეს მისი სასტიკი, მდიდარი და ბრწყინვალე მეცნიერი-ქმრისგან გაქცევას გადაწყვეტს, და მისი დევნისგან დამალვას თავისი დის, ბავშვობის მეგობრისა და მისი თინეიჯერული ქალიშვილის დახმარებით მოახერხებს. მალე სესილია ყოფილი მეუღლის თვითმკვლელობის შესახებ შეიტყობს, მაგრამ ის დაეჭვებას იწყებს, რომ თვითმკვლელობა გაყალბებული იყო: ამაზე მისი საყვარელი ადამიანების საიდუმლოებით მოცული სიკვდილის სერია მიუთითებს. ახლა მთავარი გმირი მთელი ძალებით ცდილობს ყველას დაუმტკიცოს, რომ მას ბოროტება დევნის, რომლის დანახვა შეუძლებელია ...

54 0 00 Share Report Read
Society gacpacho

თავისუფალი გაი

ბანკის უბრალო მოლარე-ოპერატორი სახელად გაი, ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ მის ირგვლივ ყველაფერი საკმაოდ სასტიკი და საინტერესო ფართომასშტაბიანი ვიდეო თამაშის, სახელწოდებით -თავისუფალი ქალაქის- ნაწილია, სადაც ის სინამდვილეში მეორეხარისხოვანი პერსონაჟია

31 0 00 Share Report Read
SocietyCulture gacpacho

ბერნი

ფილმი მოგვითხრობს დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელზე, რომელიც ფულის გამო კლავს მდიდარ ქვრივს და ყველანაირად ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ის ცოცხალია ...

48 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ებიგეილი

მისტიკური დაავადების გავრცელების შემდეგ, მთავრობა ქალაქის იზოლაციას მოახდენს, ხოლო დაავადებულებს გაუკვეველ ლოკაციაზე გადაიყვანს, მათ შორის მოხვდება ებიგეილის მამაც. როდესაც გოგონა გაიზრდება, ის საკუთარ თავში ჯადოსნურ შესაძლებლობებს აღმოაჩენს და გაიგებს, რომ სინამდვილეში ქალაქის მაცხოვრებლები არა დაავადებულები, არამედ ზებუნებრივი ძალების მქონე ადამიანები არიან ...

42 0 00 Share Report Read