ლონდონის მდელოები
ლონდონში მცხოვრებ ამერიკელ მწერალს სამსონ იანგს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არფერი შეუქმნია. იგი შემოქმედებით კრიზისშია, რასაც თან ერთვის სასიკვდილო დაავადება. მეორე გმირი ლამაზმანი ემისაა
The latest website content in chronological order
ელვინ შვარცის ამავე სახელწოდების ბესტსელერზე დაფუძნებული თინეიჯერული ჰორორი, რომელიც ყველასგან გარიყული მოზარდების ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც იძულებულნი არიან საკუთარ შიშებს დაპირისპირდნენ, რათა მათი მშობლიური პატარა ქალქი გადაარჩინონ, სადაც მოულოდნელად, ღამის კოშმარები გაცოცხლდება, როდესაც ქალაქს იდუმალი და სასტიკი მკვლელობების სერიები მოიცავს. ახლა ახალგაზრდა გმირები დამოუკიდებლად ცდილობენ, მთელი რიგი საშინელი მოვლენების საიდუმლოს გარკვევას, რომელმაც მათ პატარა ქალაქი ქაოსში მოაქცია ...
მაიამის პატარა რელიგიური კომუნის გაღატაკებულ ლიდერს ფულს სთავაზობენ, რომ მისი ოჯახი დევნისგან იხსნას. მას წარმოდგენა არ აქვს, რომ სპონსორი ფედერალური ბიუროს აგენტზე მუშაობს, რომელიც ლიდერის კრიმინალში ჩათრევას გეგმავს მისი შეშლილი, რევოლუციური იდეების გაღვივების გზით ...
ორ კლანს შორის ურთიერთობა იძაბება, ორი მეგობარი, რომელიც კუნგ ფუს ფლობს თავისებურად ზრდიან თავიანთ შვილებს
პულიცერის პრემიის მფლობელი ჟურნალისტის, ჯეიკ ბერნსტაინის ცნობილ დოკუმენტურ წიგნზე დაფუძნებული დრამატული ამბავი, რომელიც საერთაშორისო ჟურნალისტების ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც 2016 წელს პანამური იურიდიული ფირმის -Mossack Fonseca-ის სკანდალური ფინანსური დოკუმენტების გლობარული გაჟონვის საქმეს იძიებდნენ, რომლის დროსაც მოქმედი სახემწიფო ლიდერების, მაღალი თანამდედობის პოლიტიკოსი პირების და ცნობილი ადამიანების ოფშორული საქმიანობის – უკანონო ფულადი ოპერაციების და ფარული ქონების შესახებ მრავალი სენსაციური დეტალი გაირკვევა ...
ახალ ორლეანში მცხოვრები ახალგაზრდა ბარმენი, სახელად უილი საბედისწერო შეცდომას დაუშვებს, როდესაც ის თავის ბარში ნაპოვნ ტელეფეონს სახლში წაიღებს, რომელიც ბარის ერთ-ერთ სტუმარს დარჩება. მთავარი გმირი ტელეფონის იდუმალ პატრონთან დაუკავშირებას გადაწყვეტს, რაც ახალგაზრდა ბარმენის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს, რადგან მის გარშემო იდუმალებით მოცული და საზარელი მოვლენები იწყებს მოხდენას, შედეგად უილი საშინელების გიჟურ უფსკრულში სულ უფრო ღრმად და ღრმად იძირება, რომელიც ყველას იგივე ელოდება, ვინც წყეულ მობილურ ტელეფონზე შეხებას გაბედავს. უილის მეუღლე, კერი მთელი ძალებით ცდილობს ქმრის გადარჩენას და მის საშინელი წყევლისგან განთავისუფელბას ...
ალექსს და ნიკს ახლა უფრო უყვართ ერთმანეთი ვიდრე ოდესმე.ისინი კუნძულზე მოგზაურობიდან ბრუნდებიან.RNნიკი თავის მეგობრებს ხვდება,მაგრამ მათ ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები, გოგონების ურთიერთობებს შეცვლის. ალექსის სამეგობრო წრეშიც დიდი ცვლილებებია ...
მაიკლ ჩიორსი დეტექტივია, რომელიც დაკარგული ადამიანების ძებნითაა დაკავებული. იგი ახალგაზრდა გოგონას საქმითაა დაკავებული, რომელსაც გრეისს ეძახის. გოგონას ამნეზია აქვს და არაფერი ახსოვს. მას კოშმარები აწუხებს 1940-იანი წლების პიანისტს მისი ქმარი მაკრატლით კლავს. მაიკლი სიმართლის გასარკვევად ჰიპნოზს დაიხმარს ...
ბიოგრაფიული დრამა, ტელეკომპანია Fox News-ის რამდენიმე ქალი-თანამშრომლის შესახებ, რომლებსაც სექსისტური ტელევიზიის სამყაროში უწევდათ გადარჩენა, სადაც ტელეარხ Fox News-ის სკანდალურად ცნობილი დირექტორის, როჯერ ეილსის მხრიდან სექსუალური შევიწროების გამო იძულებულნი იყვნენ არხი დაეტოვებინათ. როჯერი თავის სამსახურებრივ მდგომარეობას ლამაზი ქალი-კოლეგების სექსუალური შეივიწროებსთვის იყენებდა, რაც საბოლოოდ არხის თანამშრომლების სენსაციურ განცხადებას და როჯერის ბრწყინვალე კარიერას დანგრევას გამოიწვევს ...