Recent articles

The latest website content in chronological order

Society gacpacho

გადამზიდი შანხაიდან

დენი სტრეტონი – პირველი კლასის სპეცაგენტი, რომლეიც არაერთხელ აღმოჩენილა სხვადასხვა უსიამოვნებებში, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან ახერხებდა თავის დაღწევას. მას დაიქირავებენ შანხაიდან ფასდაუდებელი რელიქვიის ლონდონში ტრანსპორტირებისთვის. მაგრამ მოულოდნელად გზაში სახიფათო მძარცველების ჩასაფრებაში მოხვდება საიდანაც გაქცევა მისთვის არც ისე ადვილი აღმოჩდება. მოპარულის დაბრუნება დენისთვის ღირსების საკითხია, მაგრამ თავდაპირველად მან აუცილებლად უნდა აღკვეთოს მასშტაბური შეთქმულება, შეეცადოს მოატყუოს ჩინური მაფია და მისი საყვარელი მეუღლის სიცოცხლე დაიცვას, რაც ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება. შეძლებს კი დენი, გაუმკლავდეს ასეთ მძიმე დავალებას? ...

34 0 00 Share Report Read
Society gacpacho

საფრთხე

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრები – პარამედიკები დინი და ერიკი გამოძახებაზე მიდიან. ისინი მათი მომაკვდავი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენას ვერ ახერხებენ, მაგრამ მოულოდნელად გმირები მილიონ დოლარს იპოვიან, რომელიც გარდაცვლილი პაციენტის ტანსაცმლის შიდა სარჩულში იყო ჩაკერებული. როგორც კი დინი და ერიკი, რომლებსაც ძალიან მცირე ხელფასი აქვთ, ფულის დატოვებას გადაწყვეტენ, ისინი ჯოჯოეთური ღამის ძალადობის და ქაოსის მოლიპილ გზაზე დადგებიან ...

41 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ქალაქი ემბერი

ფილმი მოგვითხრობს მიწისქვეშა ქალაქის ისტორიას სადაც უკვე რამდენიმე თაობა გაიზარდა. ქალაქის შემქმნელებმა დროის კაფსულაში დატოვეს ქალაქიდან ზედაპირზე ასვლის ინსტრუქცია იმის იმედით, რომ 200 წლის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა შეძლებდა ზედაპირზე გასვლას. სამწუხაროდ მიმდინარე მერის ინტერესებში ეს არ შედის ...

66 0 00 Share Report Read
Society gacpacho

დულიტლი

ინგლისელი მწერლის, ჰიუ ჯონ ლოფტინგის ბავშვთა რომანის უჩვეულო ინტერპრეტაცია ექსცენტრიული ექიმი-ვეტერინარის ჯონ დულიტლის (რობერტ დაუნი უმცროსი) შესახებ, რომელიც სახალისო და მომხიბლავ ამბავს მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოაჩინა მისთვის მოულოდნელად უბრალო ექიმა, რომ მას ცხოველების ენის გაგება და მათთნ ლაპარაკი შეუძლია. და ახლა ყველაზე არაპროგნოზირებადი თავგადასავლების და მოგზაურობის დროს, მისი ახლო მეგობრები და თანამებრძოლები შინაური ცხოველები გახდებიან ...

43 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ელ კამინო: მძიმე დანაშაული ფილმი

სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ცნობილი სერიალის -მძიმე დანაშაული-ის გაგრძელება გახდება. ჯესი პინკმენი ფარმაცევტულ დარგში საკმაოდ ნიჭიერი სპეციალისტი იყო, თუმცა მან საკუთარი ცოდნის კრიმინალურ ბიზნესში გამოყენება გადაწყვიტა, რომელიც გავლენიანი ნარკობარონისთვის ძლიერმოქმედ მეტამფეტამინს ამზადებდა. მისი დანაშაულებრივი მოქმედებების გამო, ჯესი სიცოცხლისთვის არასასიამოვნო სიტუაციაში მოექცევა და განგსტერების და ნაცისტების საძმოს ტყვეობაში აღმოჩნდება, საიდანც გაქევას მოახერხებს. პინკმენი ოსტატურად შლის კვალს, მაგრამ ახლა მასზე არა მხოლოდ სხვადასხვა კრიმინალური ელემენტები ნადირობენ, არამედ სამთავრობო სპეცსამსახურებიც. მთავარი გმირი მართლმსაჯულებას და დაუძინებელ მტრებს ემალება და იძულებულია წარსულს შეურიგდეს ...

35 0 00 Share Report Read
Society gacpacho

წაშლილი (ქართულად)

ცეერუს ყოფილი აგენტი ქალიშვილთან ერთად იძულებული გაიქცეს და დაიმალოს, ვინაიდან საიდუმლო საერთაშორისო შეთქმულების დეტალების შესახებ შეიტყო ...

33 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ექიმი ვინ: ექიმის დღე (ქართულად)

2013 წელს რაღაც საშინელი ხდება ლონდონის ეროვნულ გალერეაში,1562 წელს მკვლელობის შეთქმულება მზადდება ელიზაბეტის ინგლისში; და სადღაც კოსმოსში ანტიკური ბრძოლა უახლოვდება გამანადგურებელ დასასრულს ...

33 0 00 Share Report Read
Society gacpacho

აყლაყუდა (მაღალი გოგო)

ჯოდი, საშუალო სკოლაში ყველაზე მაღალი გოგონაა, რომელიც საკუთარ სხეულში ყოველთვის უხერხულად გრძნობდა თავს. მაგრამ მრავალწლიანი დაცინვის და ყურადღებისგან გაქცევის შემდეგ, ჯოდი, საბოლოოდ თავდაჯერებულობის მოპოვებას გადაწყვეტს ..

41 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ბენჯი (ქართულად)

1974 წლის ამავე სახელწოდების სათავგადასავლო ფილმის გადატვირთვა მაწანწალა და მეგობრულ ძაღლზე სახელად ბენჯი, რომელიც მწუხარებაში მყოფი ოჯახის დახმარებას გადაწყვეტს, როდესაც მათი შვილები – ახალგაზრდა ბიჭი და მისი და სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩდებიან ...

37 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

მთვარის ჩრდილში

სამცნიერო-ფანტასტიკური თრილერი გამოცდილი ჩიკაგოელი დეტექტივის შესახებ, რომელიც მიზნად დაისახავს დამნაშავის დაჭერას, რომლის მიერ ათწლეულების მანძილზე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, ახსნას არ ექვემდებარება. მთავარი გმირი ამ საქმის გამოძიებით შეპყრობილი ხდება. მრავალი წლის განმავლობაში, სერიული მკვლელი მართლმსაჯულებისგან გაქცევას ახერხებდა ისე, რომ არანაირ მნიშვნელოვან ხელჩასაკიდს არ ტოვებდა. თუმცა, დეტექტივი, რომელიც მის მეწყვილესთნ ერთად ამ საქმეს იძიებს, იმ დასკვნამდე მიდის, რომ სერიული მკვლელობები მთვარის კალენდარში ხორციელდება. იდუმალი მკვლელის კვალზე გასვლის მცდელობისას, დეტექტივი თავის პირად ცხოვრებას წირავს. და დროთა განმავლობაში, დაუღლავი ნადირობა, შეპყრობილებაში გადაიქცევა, რაც საბოლოოდ დადებით შედეგს გამოიღებს, მაგრამ გამოვლენილი სიმართლე გმირებისთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდება ...

40 0 00 Share Report Read