სამეფო კარის თამაშები
განცხრომის ხანა დასასრულს უახლოვდება და ზაფხული, რომელიც რამოდენიმე ათწლეული გრძელდებოდა, ქრება. შვიდი სამეფოს ერთიანი რკინის ტახტის გარშემო ძალაუფლებისათვის ბრძოლა ჩაღდება
The latest website content in chronological order
განცხრომის ხანა დასასრულს უახლოვდება და ზაფხული, რომელიც რამოდენიმე ათწლეული გრძელდებოდა, ქრება. შვიდი სამეფოს ერთიანი რკინის ტახტის გარშემო ძალაუფლებისათვის ბრძოლა ჩაღდება
სულ რაღაც ოთხი თვე გავიდა, რაც 17 წლის ელენას და 15 წლის ჯერემის მშობლები დაიღუპნენ. ელენა ყოველთვის კარგად სწავლობდა და პოპულარული გოგო იყო სკოლაში
საშინელი ავადმყოფობის შემდეგ, რომელმაც დედამიწის მოსახლეობა ზომბებად აქცია, ცოცხლად გადარჩენილი ხალხის პატარა ჯგუფი დღიდან დღემდე იბრძვის გადასარჩენად მათთვის უკვე მტრულად განწყობილ სამყაროში
ისტორია იწყება საიდუმლო დავალების შესრულებით, მისიით რომლის შესახებაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის. თუმცა ეს წარმატებული გასვლა ყოველი ჯარისკაცის ცხოვრებას ცვლის და მაშინ როდესაც თითქოს ყველაფერი წარმატებით უნდა დასრულებულიყო, ხდება სრული გადატრიალება. სიმართლე გითხრათ მოკლე აღწერის დართვა არც მინდა რადგან ფილმში ძალიან, ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და პირველი ეპიზოდიდანვე ჩნდება კითხვა, როდის იქნება ახალი სერია?
ლი იანგ-ჯუნის ოჯახი მართავს დიდ კომპანიას, სადაც ის ვიცე პრეზიდენტის პოზიციას იკავებს. ჭკვიანი, მდიდარი და სიმპატიურია, მაგრამ ქედმაღალი. მისი მდივანი კიმ მი-სო მასთან წლებია მუშაობს და იდეალურად ასრულებს მოვალეობას, მაგრამ მაინც გადაწყვეტს სამსახურიდან წასვლას.
იმ დანაშაულებისთვის დევნილი, რომლებიც არ ჩაუდენია, შერცხვენილი დიდგვაროვანი ქალბატონი შარლოტ ევანსი ტყის სიღრმეში უგონოდ ეცემა. მას იპოვის ჯადოქარი სახელად ალენ კროუფორდი—რომელსაც „დემონთა მბრძანებლადაც“ იცნობენ—და მის მდევრებს წინ აღუდგება. რადგან შარლოტს წასასვლელი არსად აქვს, ალენი მის მიმართ თანაგრძნობას იჩენს და სთავაზობს, რომ მასთან საცხოვრებლად მოსამსახურედ იმუშაოს.
ისტორია ვითარდება ბიჭების სკოლა სუძურანში, იქ სადაც ყველაფერი სხვაგვარადაა და რადიკალურად განსხვავებული ჩვეულებრივი სასწავლებლებისგან. ბრძოლები, არანაირი დანდობა, ლტოლვა პირველობისკენ, მეფობის სურვილი, სწორედ ეს უნდა იქ მოხვედრილ ყველა ახალგაზრდას, მაგრამ ცოტას თუ ყოფნის გამბედაობა, რომ საამისოდ ნაბიჯი გადადგას.